imedi /  18 ოქტომბერი 2020, 15:11 / სანდო წყარო

მეუფე დავითი: მამა კირიონს სამადლობელი და საქებარი სიტყვა ეკუთვნის

მეუფე დავითი

მეუფე დავითი

ლაპარაკობენ, როგორ გაბედა მონაზონმა (მამა კირიონი) ... აკი ვთქვით, ქრისტიანობა თავგანწირვის რელიგიაა. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია იყო გარეჯში და ასე არ მოიქცე, ზერელე დარჩე შენს ცოდნაში, ცნობაში და მონდომებაში. მამა კირიონს ნამდვილად სამადლობელი და საქებარი სიტყვა ეკუთვნის, - ასე უპასუხა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა იმ საზოგადოების ნაწილს, რომელიც მამა კირიონს დავით გარეჯის შესახებ ღიად ადანაშაულებს.

მეუფე დავითი მამა კირიონს დავით გარეჯის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გამო მადლობას უხდის და მისი თქმით, თავადაც, რომ გარეჯში ემსახურა იმავეს გაააკეთებდა.

„როცა გარეჯზე ლაპარაკობენ, ალბათ თითოეული ჩვენგანი, რომ ვყოფილიყავით, ზუსტად ისე მოვიქცეოდით, როგორც მამა კირიონი და ლავრის მონასტრის ძმობა.

მე რომ იქ ვყოფილიყავი ნამდვილად დავიწყებდი კარტოგრაფიული რუკების შესწავლას, რათა მიზეზი გამეგო ჩვენი უგულო თუ ზერელე დამოკიდებულების.

მამების და განსაკუთრებით მამა კირიონის საქებრად და სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ამხელა შრომა თავის თავზე აიღო. მან საერთოდ რუკა ალბათ პირველად ნახა იქ, ვინც სპეციალურ განათლებას არ იღებს მისთვის ძნელია ამხელა ტვირთი აიღოს და გაერკვეს, მაგრამ როცა ვამბობ სასახელოდთქო, ვგულისხმობ იმას, რომ მამა კირიონი დადიოდა სპეციალისტებთან, ისმენდა მათსას და შემდეგ კითხვების დასმით თავისი ცოდნა მცირედი, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი გაამდიდრა და გააბევრა. ადამიანმა მოინდომა და საკითხი ღრმად შეისწავლა.

დღეს ლაპარაკობენ, როგორ გაბედა მონაზონმა... აკი ვთქვით, ქრისტიანობა თავგანწირვის რელიგიაა. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია იყო გარეჯში და ასე არ მოიქცე, ზერელე დარჩე შენს ცოდნაში, ცნობაში და მონდომებაში. მამა კირიონს ნამდვილად სამადლობელი და საქებარი სიტყვა ეკუთვნის მონდომებისთვის, სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის იმიტომ, რომ უფლის სიყვარული თითოეული ჩვენგანის გულში შობს სამშობლოს სიყვარულს და ეს სიყვარული კიდევ ადამიანს შეუძლებელს გააკეთებინებს. ადამიანი, რომელიც ამ შრომასა და ტვირთს თავის მხრებზე იღებს, ნამდვილად ღვთის შეწევნით აკეთებს“, - აღნიშნა მეუფე დავითმა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2020, 18:54

კულტურა

ოპერატორებისა და კინოგამნათებლების კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულად გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ნამუშევარიც დასახელდა

გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ერთობლივმა ნამუშევარმა, კინოგანათების კომპანია Dedolight-ის მიერ ჩატარებულ, ოპერატორებისთვისა და კინოგამნათებლების კონკურსში 30 გამარკვებულს შორის მე-14 პოზიცია დაიკავა. კონკურსის გამარჯვებულები კომპანიამ განათების ტექნიკით დააჯილდოვა. გიორგი ვარსიმაშვილისა და გიორგი შანიძის ვიდეო მცირე რაოდენობის ტექნიკის პირობებში ინტიმური გარემოს შექმნის ორიგინალურ კონცეფციას გვიჩვენებს.

27 ოქტომბერი 2020, 18:48

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო იყო პანდემიის პირველი ტალღის გამკლავებაში, ასევე პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება, - ამის შესახებ ფოთში ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 18:45

COVID19

ACI Europe: ევროპის 193 აეროპორტი გაკოტრების წინაშე დადგება, თუ წლის ბოლომდე მგზავრების მიმოსვლა აღდგენას არ დაიწყებს

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს განცხადებით, უახლოეს თვეებში ევროპის 193 აეროპორტი გაკოტრების წინაშე დადგება, თუ წლის ბოლომდე მგზავრების მიმოსვლა აღდგენას არ დაიწყებს.

27 ოქტომბერი 2020, 18:44

მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 33 ადამიანი დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა გიულენისტურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) კავშირის ბრალდებით, 33 ეჭვმიტანილი დააკავა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქოჯაელის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის არიან სამხედრო ძალებიდან გარიცხული ლეიტენანტი და სამხედრო სკოლის ექვსი ყოფილი მოსწავლე.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:42

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან, თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეოთხედი პოლიტიკურ პარტიებთან არის დაკავშირებული.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:37

რეგიონი

გიორგი გახარია ფოთის საზღვაო აკადემიის გახსნაზე: 7 თვის წინ, აქ იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება

დაახლოებით 7 თვის წინ, ამ შენობის ადგილზე იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:34

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს, სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას

„ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც, საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, ზოგიერთი ტელევიზია, ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში, პოლიტიკურად, ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური. თქვენი შეკითხვის მიზანი პასუხის შინაარსი კი არ არის, პანიკის დათესვაა თქვენი შეკითხვის მიზანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:31

პოლიტიკა

პრემიერი: როგორ შეიძლება ქვეყანაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავენ, როცა ხედავენ ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების ზრდას

გიორგი გახარია ოპოზიციას მოუწოდებს, არჩევნებში დამარცხებას საკუთარი მომავალი არ გადააყოლონ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ გომელაური

27 ოქტომბერი 2020, 18:29

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო

წალენჯიხაში, პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რეგიონებში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, როგორც წალენჯიხაში ისე რეგიონების სხვა ქალაქებშიც პოლიციის შენობების მშენებლობა გაგრძელდება, რადგან თანამშრომლებს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ მძიმე სამუშაოს შესრულების პროცესში.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:26

პოლიტიკა

გიორგი გახარია: უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ყველას ვალდებულებაა

ეს საარჩევნო კამპანია არის უკიდურესად ღია, უკიდურესად გამჭირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ჩვენი ყველას ვალდებულებაა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:23

სამართალი

გიორგი გახარია: პოლიციელები, რომლებიც ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების კავშირებს ადგენდნენ, დღეს, რადგან სამ დღეში არჩევნებია ამორალური დარტყმების ქვეშ არიან

ეს ის პოლიციაა, ის ექიმები და სამხედროები არიან, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩევლებს იცავენ. ხალხი ამას კარგად ხვდება. დღეს, მაგალითად, მთავრობა და ხელისუფლება ყველაზე უფრო მეტად არის დაინტერესებული, რომ ის დამნაშავე, რომელმაც მძევლები აიყვანა, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაკავებული. ჩვენი მოქალაქეების ინტერესიც იგივეა. ოპოზიციის ინტერესი კი ეს არ არის. ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი და ზოგიერთი ტელევიზია ამ პროცესს ხელსაც უშლის, რადგან არჩევნებამდე საჭორაო საგანი იყოს. ზუსტად იგივეა ეპიდემიოლოგიურად“, – განაცხადა გახარიამ.

ლინას ლინკევიჩუსი

27 ოქტომბერი 2020, 18:20

მსოფლიო

ლინას ლინკევიჩუსი: ნატო არ მიიწვევს გასაწევრიანებლად სახელმწიფოს, რომლის საზღვრებზე ომი მიმდინარეობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, დონბასში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არ მჭირდება კვლევები, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი

ვფიქრობ რომ ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Survation-ის კვლევას, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ ხმების 55% აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%-ი.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 18:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მჯერა, რომ ეს რამდენიმე დღე სტაბილურად მშვიდ გარემოში ჩაივლის

ჩვენ ვნახეთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია, მიუხედავად იმ რამდენიმე ინციდენტისა, რომელიც დავგმეთ და მომავალშიც იქნება დაგმობილი, ეს კამპანია უცნაურად მშვიდია, ყველა წინა არჩევნებთან შედარებით და ამის ლუსტრაცია ფაქტებითაც შემიძლია, რადგან 8 წელი ვხელმძღვანელობდი უწყებათაშორის კომისიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-4 ნომერმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 18:14

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წინა დღეებშიც ისმოდა არაერთი სიცრუე და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ სიცრუეების გაბათილების მუდმივ რეჟიმში

„დღეს დილიდან ისმოდა, მაგალითად, ბრალდებები, რომ თითქოს რომელიმე მისამართზე 40-ზე მეტი პირია მიწერილი და ჩვენ ვნახეთ შესაბამისი უწყების განცხადება, რომ ეს არის ტყუილი. წინა დღეებშიც ისმოდა არაერთი სიცრუე და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ სიცრუეების გაბათილების მუდმივ რეჟიმში“, - განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:09

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები შევამციროთ

ჩვენი პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები შევამციროთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკასთან დაკავშირებით. „როგორ შეიძლება, ეს შეაფასო. ეს არის უმძიმესი ტრაგედია ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს. მაღალი რისკის ჯგუფები პირველ რიგში არის ჩვენი ხანდაზმულები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქრონიკული დაავადების ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები, არიან მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 18:07

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნამდვილი დამკვირვებლები ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების, სინამდვილებში კი პარტიული დანაყოფების შეფასებებს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ

ნამდვილი დამკვირვებლები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ამ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რადგან, როგორც ჩანს არსებობს რეალური სქემა. მათ უკვე იციან, რომ არჩევნებს აგებენ, ამიტომ სავარაუდოდ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ამ შედეგებს არ შეეგუონ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 18:02

საზოგადოება

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-3 თემატური ჯგუფის - „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მე-6 სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 18:00

სამართალი

გიორგი გახარია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: შსს-ში მუშაობის ბედნიერება 2 წელი მქონდა და ზედმიწევნით ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი

„მერწმუნეთ, ეს ტოქსიკური 4-5 დღე მალე გაივლის და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ. შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ზუგდიდში და შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმისი გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და დღეს დაჟინებით მოითხოვს და ამხელს პოლიციას, რომ თითქოს ის არის უმოქმედო და უუნარო, ამას ჩვენი საზოგადოება სულ მალე დაინახავს და ყველა ვიგრძნობთ ამ აჟიოტაჟის და პანიკის ფასს, ზუსტად არჩევნებიდან მეორე-მესამე დღეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 17:58

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, უფრო მეტიც ამისთვის ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში ჟურნალისტებს განუცხადა.