Imedi /  01 აპრილი 2019, 17:50 / სანდო წყარო

Gmail-ი 15 წლის გახდა

Gmail

Google-ის ელექტრონული ფოსტა დაარსებიდან 15 წელს ითვლის. დღეს Gmail-ის დაბადების დღეა. ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ

Gmail-ი 2004 წლის პირველ აპრილს ამოქმედდა. უფასო, რეკლამის მხარდამჭერი ვებფოსტის სერვისი ელ-ფოსტის კლიენტის მხარდაჭერით გამოჩნდა ბაზარზე. მოგვიანებით კი Google-ის უამრავ სერვისთან და პროდუქტთან ინტეგრირდა.

ელ-ფოსტაზე რეგისტრაციის გავლა თავდაპირველად დღევანდელთან შედარებით რთული იყო. Gmail-ზე დარეგისტრირება მხოლოდ მას შემდეგ იყო შესაძლებელი, რაც სერვისის უკვე არსებული მომხმარებელი ადრესატს მოწვევას გაუგზავნიდა. დღეისთვის Google-ის ელექტრონულ ფოსტაზე რეგისტრაცია ბევრად მარტივია. 

Gmail-ი მომხმარებელს ამ დროისთვის 15GB მოცულობის თავისუფალ ადგილს სთავაზობს. 

Google-ი 1998 წლის 4 სექტემბერს ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა დააარსეს. მაშინ ორივე სტენდფორდის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამის სტუდენტები იყვნენ. 

Google-ის თავდაპირველი ვერსია მხოლოდ ინგლისურ ენაზე იყო ხელმისაწვდომი. სისტემა დღეს მრავალენოვანია, მათ შორის ქართულადაც არის ხელმისაწვდომი.

ყველა სიახლე

ყველი

18 ივნისი 2019, 17:49

ტაბლოიდი

მამების რეაქცია როდესაც შვილები ყველს ესვრიან. ვიდეო ჯიმი კიმელის შოუში გავიდა

ჯიმი კიმელის საღამოს შოუში არის ბლოკი, რომელშიც ბავშვები მშობლების მიმართ რამე მოულოდნელს აკეთებენ ხოლმე. ამჯერად კი გადაწყდა, რომ შვილებს მშობლებისთვის რევანში აეღოთ - ბავშვებს სთხოვეს მამებისთვის ყველი ესროლათ. ამის ამსახველი ვიდეო კი კიმელის შოუში აჩვენეს.

ეკატერინე ტიკარაძე

18 ივნისი 2019, 17:40

საქართველო

ოპოზიციის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა დროულია

ჯანდაცვის სამინისტროში დავით სერგეენკომ ახალ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოქმედ მოადგილეებს წარუდგინა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები. დავით სერგეენკომ ამ ფორმატში კიდევ ერთხელ უსურვა წარმატებები ახალ მინისტრს.

18 ივნისი 2019, 17:39

მსოფლიო

WHO: კონგოში გველის ნაკბენისგან ყველაზე მეტი ადამიანი კვდება

ცენტრალურ აფრიკაში მდებარე კონგოს რესპუბლიკაში გველის ნაკბენისგან მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი კვდება. კონგოში ყველზე შხამიანი გველების ნაირსახეობა ბინადრობს, წერს BBC-ი ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეთ“ (WHO) დაყრდნობით. 2018 წელს მსოფლიოში გველის კბენის შედეგად შხამით 2,7 მილიონი ადამიანი მოიწამლა.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ანგელა მერკელი

18 ივნისი 2019, 17:33

მსოფლიო

მერკელი ზელენსკისთან შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა. ვიდეო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტი კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

ჩანჩალ ლაირი

18 ივნისი 2019, 17:08

მსოფლიო

ინდოეთში ილეთის შესრულებისას გაუჩინარებული ილუზიონისტის ცხედარი იპოვეს

ინდოეთში ჰარი ჰუდინის ცნობილი ილეთის შესრულებისას გაუჩინარებული ილუზიონისტის ცხედარი იპოვეს. ჩანჩალ ლაირი, რომელიც მდინარეში ხელფეხშეკრული ჩაუშვეს, ჯაჭვებისგან თავი უნდა დაეღწია და უსაფრთხოდ გამოეცურა, თუმცა ილუზიონისტი გაუჩინარდა, რის შესახებაც ადგილზე შეკრებილმა მაყურებლებმა პოლიციას აცნობეს.

18 ივნისი 2019, 17:08

ტაბლოიდი

ფინეთში სათამაშო ცხენით ჯირითის ჩემპიონატი გაიმართა

შეჯიბრების წესების თანახმად, კონკურსანტები რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიად იყოფიან, შემდეგ ისინი სათამაშო ცხენებით ჯირითობენ, მათ ილეთებს კი ჟიური აფასებს. ჩემპიონატს 2500-მდე ადამიანი დაესწრო. „გამარჯვებული ცხენები“ კი გაიყიდა.

ღირსების მარში

18 ივნისი 2019, 16:56

საქართველო

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო თავის მოქალაქეებს „თბილისი პრაიდის“ შესახებ აფრთხილებს

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო თავის მოქალაქეებს "ღირსების მარშთან" დაკავშირებით აფრთხილებს. საელჩოს განცხადებით, 18-23 ივნისის პერიოდში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. საელჩოს თქმით, წარმომადგენლობა ჰოლანდიელ ტურისტებს ურჩევს უსაფრთხო დისტანციაზე იყვნენ.

ქუთაისი ხანძარი

18 ივნისი 2019, 16:54

ძალოვნები

ვარაუდობენ, რომ ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი განზრახ გააჩინეს

როგორც ტაქსის მძღოლი ჰყვება, ის 30 წლამდე კაცმა გააჩერა და ქუთაისის მიმართულებით წაყვანა სთხოვა. გზაში მან საწვავი შეიძინა და ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მივიდა. როგორც მძღოლი იხსენებს, კაცმა მას სთხოვა დალოდებოდა და მგზავრობის საფასურს გადაუხდიდა. სახლში ასვლიდან დაახლოებით 3 წუთში აფეთქების ხმა გაისმა, რა დროსაც მძღოლის მანქანაც დაზიანდა.

მუჰამედ მურსი

18 ივნისი 2019, 16:44

მსოფლიო

ეგვიპტის ხელისუფლებამ მუჰამედ მურსის საჯაროდ დაკრძალვაზე უარი თქვა

მურსის ადვოკატის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვას მისი ოჯახის წევრები დაესწრნენ. როგორც მისმა შვილმა აბდულაჰ მუჰამედ მურსიმ Reuters-ს უთხრა, ეგვიპტის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ექსპრეზიდენტისთვის საჯარო დაკრძალვის ცერემონიის გაკეთებაზე.

„საბურთალო“

18 ივნისი 2019, 16:43

სპორტი

ჩემპიონთა ლიგაზე „საბურთალოს“ მეტოქე გაირკვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „საბურთალოს“ მეტოქე გაირკვა. 2019-2020 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „საბურთალოს“ მეტოქე მოლდოვური „შერიფი“ იქნება. პირველ მატჩს „საბურთალო“ შინ 9/10 ივლისს, საპასუხოს კი შინ 16/17 ივლისს გამართავს.

18 ივნისი 2019, 16:42

კულტურა

National Geographic-მა კონკურსის გამარჯვებული ფოტოები გამოავლინა

რამდენიმე დღის წინ გამოცემა National Geographic-მა ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დაასახელა. კონკურსის გრან პრისა და 7500 დოლარის მფლობელი ჩუ ვეიმინი გახდა. მისი ფოტო კატეგორია „ქალაქებში“ იყო წარდგენილი. ფოტოზე გრენლანდიის დათოვლილი სოფელია გამოსახული.

ჯუზეპინა რობუჩი

18 ივნისი 2019, 16:38

მსოფლიო

იტალიაში ევროპის ყველაზე ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა

იტალიაში ევროპის ყველაზე ასაკოვანი ქალი ჯუზეპინა რობუჩი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, ქალი საკუთარი მშობლების სახლში, ქალაქ პოჯიო-იმპერიალეში გარდაიცვალა. რობუჩი იაპონელი კანე ტანაკის შემდეგ მსოფლიოს მეორე ყველაზე ასაკოვანი ქალი იყო.

გია კორკოტაშვილი

18 ივნისი 2019, 16:25

საქართველო

გია კორკოტაშვილი ლევან ვასაძეს მხარდაჭერას უცხადებს

"სოდომ-გომორის წესით ცხოვრებას ვგმობ. უზნეოთა რაღაც გუნდი აპირებს აღლუმის ჩატარებას და მე პირადად ვიზიარებ ერთადერთ რამეს - ლგბტ წესით მცხოვრებ ადამიანს რაც უნდა ის აკეთოს, ოღონდ მათი ქმედებიდან პროპაგანდა არ უნდა იყოს. ამ გარყვნილებას არ დავუშვებთ", - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

ფესტივალი

18 ივნისი 2019, 16:23

კულტურა

Echowaves Festival 2019-ის ლაინაფის მეორე ნაწილი ცნობილია

გასული წლისგან განსხვავებით, წელს ანაკლიაში 8 სცენა დაიდგმება, მრავალფეროვნებისთვის დაემატება კიდევ ჰიპ-ჰოპ სცენაც. დაინტერესებული პირები ფესტივალში მონაწილე არტისტების სრულ სიას შესაბამის ვებგვერდზე გაეცნობიან. Echowaves, ანაკლიაში, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

ტოჩინოშინი

18 ივნისი 2019, 16:14

სპორტი

ტოჩინოშინი: იაპონიაში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველოს მიმართ სიყვარული გულიდან არ წაიშლება

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ტოჩინოშინმა სუმოში მის წარმატებაზე, მაისის ბაშოზე და იაპონია-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც ტოჩინოშინმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, კარიერის დასრულების შემდეგ ის დიდი ალბათობით საქართველოში დაბრუნდება.

ძაღლი

18 ივნისი 2019, 16:10

ტაბლოიდი

აშშ-ის საელჩო: ამ კვირას ჩვენს ერთგულ მეგობარს, კობას გამოვემშვიდობეთ

„ამ კვირას ჩვენს ერთგულ მეგობარს, კობას გამოვემშვიდობეთ. კობა საელჩოს დიდ ოჯახს 15 წლის წინ შემოუერთდა. მაშინ ჯერ კიდევ ათონელის ქუჩაზე ვმუშაობდით. ამ ხნის განმავლობაში მისი კეთილი მზერითა და კუდის ქიცინით შეგებების გარეშე არ ჩაუვლია არცერთ სტუმარსა თუ თანამშრომელს. კობა ყველას დაგვაკლდა და ძალიან მოგვენატრება"- წერის საელჩოს გვერდზე.

18 ივნისი 2019, 16:09

ძალოვნები

ქუთაისის სკოლაში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სპორტ-დარბაზში გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე 7 სახანძრო მანქანა მუშაობს. უწყების თქმით, სკოლაში ბავშვები არ არიან.

18 ივნისი 2019, 15:59

კულტურა

ქართულ დოკუმენტურ ფილმებს ბოლონიის კინოფესტივალზე აჩვენებენ

კინოფესტივალი 22 ივნისს გაიხსნება და 30 ივნისამდე გასტანს. ბოლონიის სინემათეკის მიერ 1986 წელს დაარსებული ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. მასზე აღდგენილ ხმოვან და უხმო ფილმებს ცალკე სექციაში აჩვენებენ.

18 ივნისი 2019, 15:44

ტექნოლოგიები

Google-მა მომდევნო თაობის მოკლეტექსტური შეტყობინებების სისტემა აამოქმედა

მომდევნო თაობის მიმოწერის საშუალებას, იგივე RCS-ს თვის ბოლოდან Android-ის მომხმარებლები თავდაპირველად დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გამოცდიან. მოკლეტექსტური შეტყობინებების სისტემა (RCS) მობილურ ოპერატორებს ემიჯნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ერთმანეთს მხოლოდ Google-ის გავლით მისწერენ.

18 ივნისი 2019, 15:44

ეკონომიკა

ბიტკოინის ღირებულებამ $9000-ს გადააჭარბა

2019 წლის მაისის შემდეგ ბიტკოინის ღირებულება ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ $9000-ს გადააჭარბა. .bloomberg-ის ცნობით, კრიპტოვალუტის აღმავალი ტრენდი მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო-პლატფორმის Top Crypto Exchange-ის მიერ Twitter-ზე გაკეთებულმა განცხადებამ განაპირობა.