Google-მა თავის „კალენდარში“ არსებული ხარვეზი აღიარა
ფოტო: Shutterstock.com
2019 წლის სექტემბრის დასაწყისში Google-მა ოფიციალურად აღიარა თავისი ერთ-ერთი სერვისის „კალენდრის“ დაცვაში არსებული ხარვეზი. ბოროტმოქმედები მასობრივად აბინძურებდნენ მომხმარებლების ორგანაიზერებს აბეზარი რეკლამით, გვერდს უვლიდნენ რა ანტისპამ-ფილტრებს.
მომხმარებლები მასობრივად ჩიოდნენ ამ პრობლემის თაობაზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ Google-ი დუმდა ან ჟურნალისტებს ზოგადი ფრაზით პასუხობდა, რომ კომპანიის სერვისებში მავნე კონტენტის გავრცელება აკრძალულია. პრობლემის ბოლოდროინდელი აღაირებაც მედიამ ფაქტობრივად შემთხვევით შეიტყო: ეს არის „კალენდარის“ სერვისის მხარდამჭერ ოფიციალურ ფორუმზე გამოქვეყნებული მოკლე შეტყობინება დეტალების განმარტების გარეშე. განცხადებაში ნათქვამია, რომ Google-მა პრობლემის შესახებ იცის და მის გამოსწორებაზე მუშაობს, მაგრამ თარიღი ან სხვა რაიმე დეტალი მითითებული არ არის. კომპანიის სოცქსელებში ასევე არ არის ნახსენები სიტყვაც კი ამის შესახებ, თუ არ ჩავთვლით ოფიციალური ტვიტერის ერთი ტიპის პასუხებს აღელვებული მომხმარებლების შეკითხვებზე.
როგორ მუშაობს ეს?
სპამერები ქმნიან „კალენდარში“ ღონისძიებას: აქვეყნებენ თარიღს, დროს და ამატებენ მონაწილეებს. ამისთვის მხოლოდ მსხვერპლის ფოსტაა საჭირო. იმ შემთხვევაშიც თუ დაპატიჟების წერილი ხვდება სპამის საქაღალდეში, თავად ღონისძიება „კალენდარს“ ემატება და შეიძლება გაივსოს, მაგალითად, მთელი თვის განმავლობაში ყალბი აიფონების გათამაშების რეკლამით.
რადგან Google-ის ყველა სერვისი ერთიან ეკოსისტემაშია მოქცეული, სპამური შეტყობინება აისახება მის ექაუნთან დაკავშირებულ სხვა აპლიკაციებშიც. თავისთავად სპამი მომხმარებელს საფრთხეს არ უქმნის, უბრალოდ მოსაბეზრებელია. მაგრამ მასში არსებულ ბმულზე ხელის დაჭერით, შეიძლება კიდევ უფრო დიდი სპამის გამოწერა ან ფიშინგურ, ასევე დავირუსებულ გვერდზე გადასვლა.
მსგავსი პრობლემა შეიმჩნევა Microsoft-ის და Apple-ის კალენდრებზეც: აქაც საკმარისია მომხარებლის ფოსტის ცოდნა იმისთვის, რომ მას ღონისძიებაზე მიწვევა გაუგზავნო.
მანამდე რა ხდებოდა?
ხარვეზის თაობაზე 2017 წლის დასასრულის შემდეგაა ცნობილია. კვლევითმა ჯგუფმა Black Hills ამის შესახებ თავის ბლოგში დაწერა: ექსპერტებმა შეძლეს ვირუსული ბმულის დამატება Google-ის კალენდრის ღონისძიებაში. სპეციალური პროგრამის დახმარებით მათ ისიც კი შეძლეს, რომ გვერდი აევლოთ „კალენდრის“ პარამეტრისათვის, რომელიც კრძალავს იმ მიწვევის ასახვას, რომელზეც მომხმარებელმა არ უპასუხა.
Google-მა არ დახურა ხარვეზი „კალენდრის“ დაცვაში უფრო ადრე იმ დისკომფორტის გამო, რომელსაც განახლება სერვისის მომხმარებლებს შეუქმნის, - წერს Forbes-ი. ისინი რჩევებით შემოიფარგლნენ: პირველ რიგში მონიშნეთ ყველა საეჭვო ბმული „კალენდარში“, როგორც სპამი და წაშალეთ ისინი; მეორეც, გათიშეთ ფოსტიდან მოვლენების ავტომატური სინქრონიზება. თუმცა ამ შემთხვევაში, „კალენდრის“ ფუნქციების ნაწილი აღარ იმუშავებს.
The Bell-ი წერდა, რომ სპამისთვის არამხოლოდ „კალენდრის“ გამოყენება შეიძლება. ბოროტმოქმედები ერთმანეთს უზიარებენ ფოტოებს ყალბი ქვითრებით და ინფორმაციას არარსებულ ჯილდოზე Google Photos-ში და აგზავნიან Google Analytics-ის ანგარიშებს, რომლებშიც ვირუსული ბმულებია.
როგორ მოვიქცე, რომ ორგანაიზერში სპამი აღარ გამოჩნდეს?
უნდა შეხვიდეთ Google-ის კალენდარის გვერდზე, შემდეგ პარამეტრებში (Settings) - Events from Gmail და მოხსნათ მონიშვნა პუნქტიდან Automatically add events from Gmail to my calendar.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 12:37
რეგიონი
სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო,მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.
31 ივლისი 2026, 12:16
მსოფლიო
Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ
ირანის მოკავშირე იემენელმა „ჰუსიტებმა“ მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან შეუტიეს, რასაც, სავარაუდოდ, ერაყულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კოორდინაციით ახორციელებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთისა და რეგიონის პარტნიორი ქვეყნების შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:58
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
31 ივლისი 2026, 11:48
მსოფლიო
POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
POLITICO-ს ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ესპანეთის შენგენის ზონიდან გარიცხვას მოითხოვენ. ამის მიზეზი მაროკოს სანაპიროსთან მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამწვავებაა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი შევიდა.
31 ივლისი 2026, 11:44
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:41
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობა ბრონშტეინის ქუჩის ნაწილზე კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს
გლდანის რაიონის გამგეობა მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტს მარკ ბრონშტეინის ქუჩაზე ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს ბრონშტეინის ქუჩის N21-დან ქობის ქუჩამდე, ასევე ბრონშტეინის II შესახვევში.
31 ივლისი 2026, 11:39
საზოგადოება
,,თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, წყნეთის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, ვაკის რაიონის გამგებელ ლევან ყიფიანთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან და ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ასევე, პროცესში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. კამპანიის ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკი დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად დასუფთავდა.
31 ივლისი 2026, 11:32
ეკონომიკა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდება. 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც.
31 ივლისი 2026, 11:21
მსოფლიო
POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა
მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში ათასობით მიგრანტის შესვლამ ქალაქში ქაოსი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:11
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები
ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შეფასებისას.
31 ივლისი 2026, 11:09
საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:04
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 8,6% შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9%-ით განისაზღვრა
2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8,6 პროცენტი შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.
31 ივლისი 2026, 10:59
სამართალი
სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
31 ივლისი 2026, 10:54
საზოგადოება
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.
31 ივლისი 2026, 10:52
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინეს.
31 ივლისი 2026, 10:51
საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, თავდაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებთან, სხვადასხვა სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათ სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო სერვისების განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია სერვისების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი ხედვა.
31 ივლისი 2026, 10:47
საზოგადოება
პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას (BSC) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის“ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
31 ივლისი 2026, 10:40
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერ
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის მხარს უჭერს მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას.
31 ივლისი 2026, 10:38
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძემ შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორთან ონკოლოგიური დაავადებების და დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ იმსჯელა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს შეხვდა.
31 ივლისი 2026, 10:21
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


