imedi /  24 ნოემბერი 2019, 23:27 / სანდო წყარო

კალიფორნიული სტარტაპი ხელოვნურ ხორცს ჰაერისგან ქმნის

მეცნიერებმა, რომლებიც კლიმატის ცვლილებაზე ფიქრობენ, უკვე შესთავაზეს მომხმარებელს ჰამბურგერები, რომლებიც ხელოვნური ხორცით მზადდება, რძე, რომელშიც ნამდვილი რძის პროდუქტი არ არის და ნამდვილი ყავის მარცვლების გარეშე დამზადებული ყავა. კალიფორნიული სტარტაპი კიდევ უფრო შორს წავიდა და შექმნა ფრინველის ხორცი, რომელიც ჰაერისგან მზადდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანია Air Protein-მა შეიმუშავა პროცესი, რომელშიც ნახშირორჟანგისა და მირკობების შერევით იწარმოება ცილა, რომელიც ცხოველურ ხორცთან ახლოს არის. ეს პროცესი დაფუძნებულია 1960-იან წლებში ჩატარებულ NASA-ს კვლევებზე: მაშინ კოსმოსურმა სააგენტომ აღმოაჩინა, რომ ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებსაც ჰიდროგენოტროფებს უწოდებენ, იქცევიან როგორც მცენარეები და ასტრონავტების მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგს, წყლიდან მიღებული წყალბადის გამოყენებით, გარდაქმნიან საკვებ პროდუქტად. 

Air Protein-ი ამ მიკრობებს ფერმენტაციულ ავზებში ზრდიან და იღებენ სუბსტანციას, რომლის 80%-იც ცილებისგან შედგა. მიღებული ნივთიერება ფქვილს წააგავს და შესაძლებელია სხვა ინგრედიენტებთან შერევა, რათა ხორცის მსგავსი მივიღოთ. კომპანიის განცხადებით, "ჰაერისგან მიღებულმა ხორცმა" შესაძლოა რევოლუცია მოახდინოს კვების პროდუქტების წარმოებაში და თავისი როლი ითამაშოს კლიმატის ცვლილებების შემცირებაში. 

კომპანია Air Portein-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლიზი დაისონის თქმით, "ჰაერისგან ხორცის" მიღება იოგურტის დამზადების ან ლუდის ხარშვის პროცესს ჰგავს, თუმცა ის გაცილებით სწრაფად ხდება. ცილის დასამზადებლად სულ რამდენიმე საათია საჭირო და ის შეიცავს ცხრა აუცილებელ ამინომჟავას, ეს კი ორჯერ მეტია სოიოს მარცვლისგან დამზადებულ საკვებზე. 

ყველა სიახლე

ხანგოშვილი

12 დეკემბერი 2019, 12:22

მსოფლიო

რუსი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საპასუხოდ რუსეთმა 2 გერმანელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა 2 გერმანელი დიოლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ადგილობივი მედიის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. 4 დეკემბერს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვმა საპახუსო ზომა სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო.

სერიალი

12 დეკემბერი 2019, 12:16

კულტურა

რუსულმა ტელეარხმა ზელენსკის მონაწილეობით სერიალიდან პუტინზე ხუმრობა ამოჭრა

ხუმრობა მოსკოვში ნაჩვენები სერიიდან ამოიღეს, ამის შესახებ სოცქსელის მომხმარებლებიც წერენ. ზელენსკის პერსონაჟის მიერ პუტინზე გაკეთებული ხუმრობის მონაკვეთი რუსულ ტელეარხზე ამოღებული იყო.11 დეკემბერს რუსულმა ТНТ-მ უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სერიალის ჩვენება დაიწყო.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:58

საქართველო

ვინ რამდენი ხმა მიიღო უვადო მოსამართლეობის კანდიდატებიდან კომიტეტის სხდომაზე

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კომიტეტის სხდომაზე იმ კანდიდატების ხმები, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, ასე გადანაწილდა.

12 დეკემბერი 2019, 11:57

მსოფლიო

პარლამენტის მანდატურებმა „ტაბულას“ ჟურნალისტი დარბაზიდან ძალით გაიყვანეს

გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, თიკო ერემაძე მანდატურებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა.

ჰარვი ვაინშტეინი

12 დეკემბერი 2019, 11:45

მსოფლიო

ჰარვი ვაინშტეინი 25 მილიონს გადაუხდის ქალებს, რომლებიც მას შევიწროებაში ადანაშაულებენ

ცნობილმა ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწია ქალებთან, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. გარიგების თანხა 25 მილიონი დოლარია. ეს ფული 30-ზე მეტ მსახიობსა და სტუდია Weinstein Company-ს თანამშრომლებზე განაწილდება, რომლებმაც ვაინშტეინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:44

საქართველო

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კენჭისყრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მანამდე კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

სოციალური ქსელი

12 დეკემბერი 2019, 11:40

ტექნოლოგიები

YouTube-ი ფარული მუქარის შემცველ ვიდეოებსა და კომენტარებსაც წაშლის

საუბარია შინაარსზე, რომელიც ასახავს ფიზიკურ ძალადობას ან ივარაუდება, რომ ეს შეიძლება მოხდეს. როგორც The Verge წერს, აკრძალვის ქვეშ მოექცევა ვიდეორგოლები, სადაც პირდაპირ არის მოწოდება მკვლელობის შესახებ, მაგალითად "ჩვენ თქვენ მოგკლავთ" ან "მოგკლავ".

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:03

საქართველო

ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან ავიდა და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ კომიტეტზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:03

საქართველო

პარლამენტის წინ ლელოსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის შესასვლელთან მოძრაობა "ლელოსა" და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობის წევრები კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლას შეეცადნენ, სადაც იურიდიული კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

ფეხბურთი

12 დეკემბერი 2019, 10:44

სპორტი

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები გაირკვა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ყველაზე საინტერესო შეხვედრა ხარკოვში გაიმართა, სადაც ადგილობრივი "შახტარი" "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა და ბერგამოს კლუბი ლიგის პლეი-ოფში არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა.

აპლიკაცია

12 დეკემბერი 2019, 10:39

ტექნოლოგიები

აიფონის iPod-ად გადაკეთებისთვის კიდევ ერთი აპლიკაცია შექმნეს

Rewound-ი მუსიკალური პლეერია, რომლის გადაწყობაც იმგვარად არის შესაძლებელი, რომ 2000-იან წლებში გამოსულ ნებისმიერ პლეერს დაემსგავსება, მათ შორის iPod Classic-ს. როგორც The Verge წერს, აპლიკაციის გამოყენებისას ჩნდება შეგრძნება თითქოს მუსიკას iPod-ში ვუსმენთ.

პარლამენტი აქცია

12 დეკემბერი 2019, 10:24

ძალოვნები

პარლამენტთან აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს

პიკეტირების დროს „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და სამრთალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გიორგი ვაშაძე და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე ადგილიდან გაიყვანეს.

ტერორიზმი

12 დეკემბერი 2019, 10:23

მსოფლიო

დანიაში ტერორიზმის ბრალდებით რეიდების დროს 20 ადამიანი დააკავეს

დაკავებულები ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე ეჭვმიტანილმა დაკავებისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ისინი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას შეეცადნენ.

12 დეკემბერი 2019, 10:21

საქართველო

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტთან კონტრაქციას მართავს

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტის შენობის წინ კონტრაქციას მართავს. აქციაზე იმყოფება სოსო რობაქიძეც, რომლის თქმითაც, ვაშაძეს, ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებს პროტესტის გამოხატვისა და აქციის გამართვის უფლება არ აქვთ.

ვაჟა სირაძე

12 დეკემბერი 2019, 10:09

საქართველო

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის შესასვლელები არ ჩაკეტონ

გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც მოვუწოდეთ გადასულიყვნენ გზიდან. გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნებ დაკავებულები," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ისრაელი არჩევნები

12 დეკემბერი 2019, 09:59

მსოფლიო

ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება

კენჭისყრა ისრაელის ქნესეთში მას შემდეგ გაიმართა, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამიმ ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მეტოქემ ბენი განცმა შეძლო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 09:53

საქართველო

საპროცედურო კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 09:38

საქართველო

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერმინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

12 დეკემბერი 2019, 09:14

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება. წინასწარი გამოკითხვებით, პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის „კონსერვატიული პარტია“ ლიდერობს.

რუსეთის საგარეო

12 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის შესახებ განცხადება გაავრცელა

რუსული მხარის თქმით, აღნიშნული განცხადების შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა.