imedi /  08 მარტი 2019, 17:35 / სანდო წყარო

კვლევა: ელექტროსიგარეტი ინფარქტსა და დეპრესიას იწვევს

ელექტროსიგარეტი

ამერიკული კვლევის თანახმად, ელექტროსიგარეტი იმაზე მავნებელია, ვიდრე ეს სხვებს ჰგონიათ. კერძოდ, მის მომხმარებლებში ინფარქტისა და დეპრესიის რისკი იზრდება. ამის შესახებ გერმანული ჟურნალი Focus-ი წერს. 

„იმ ადამანებს შორის, რომლებიც ელექტროსიგარეტს ეწევიან, ინფარქტის განვითარების რისკი 56%-ით მეტია არამწეველებთან შედარებით. ინსულტის რისკი 30%-ით მეტია. ამასთან, დეპრესია, შფოთვითი და სხვა ემოციური აშლილობა მათ 2-ჯერ მეტად ხშირად აწუხებთ, ვიდრე არამწეველებს"- წერია სტატიაში. 

კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერები ამ დასკვნამდე 2014, 2016 და 2018 წლებში აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შესწავლის შემდეგ მივიდნენ. კერძოდ, გამოიკითხა 96 476 ადამიანი. მონაწილეთა საშუალო ასაკი, რომლებიც ელექტროსიგარს ეწოდნენ, 33 წელი იყო.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არა აქს მნიშვნელობა იმას, რამდენად ხშირად ეწევა ადამიანი ელექტროსიგარეტს. კვირის ზოგიერთ დღეებიც კი მისი გამოყენება ინფარქტის განვითარების შესაძლებლობას ზრდის"- წერია სტატიაში.

სპეციალისტების თქმით, ეს კვლევა უარყოფს ფართოდ გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ ელექტროსიგარეტი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.

ელექტროსიგარეტის შესახებ imedinews-ის მომზადებულ თემას, შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

ყველა სიახლე

ევროსაბჭო

26 მარტი 2019, 19:36

საქართველო

ნოემბერში საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლის ნოემბრიდან საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა და დასძინა, რომ წელს საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის 20 წელი უსრულდება, ეს კი მისი თქმით, იშვიათი დამთხვევაა.

26 მარტი 2019, 19:15

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში დაძაბულობის გამო კონსულტაციებს მართავს

ისრაელის მთავრობა სარაკეტო იერიშში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ადანაშაულებს. ნეთანიაჰუ კრიზისული ვითრების მოსაგვარებლად ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, სასწრაფოდ ისრაელში დაბრუნდა. მან ვაშინგტონში დაგეგმილი სხვა შეხვედრები გააუქმა.

ავარია

26 მარტი 2019, 19:08

ძალოვნები

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოავარიისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. საგზაო შემთხვევის დროს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ავტომობილში სამი მგზავრი იყო, მათგან ორი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

26 მარტი 2019, 19:05

ეკონომიკა

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები] ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 25 მარტს შესაბამისი დადგენილება მიიღო.

აბდელაზიზ ბუტეფლიკა

26 მარტი 2019, 19:02

მსოფლიო

ალჟირის გენშტაბი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

ალჟირის გენერალური შტაბის უფროსი ქვეყნის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ის მოითხოვს, რომ პრეზიდენტი დაკისრებული უფლებამოსილების შესრულების კუთხით უუნაროდ გამოცხადდეს.

საავტორო უფლებები

26 მარტი 2019, 18:50

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ინტერნეტში საავტორო უფლებების შესახებ დირექტივას მხარი დაუჭირა

ახალი რეგულაციები შეეხება გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორებიცაა Facebook-ი, Twitter-ი და Youtube-ი, კერძოდ ისინი ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლები იქნებიან. მათ ფილტრების გამოყენება მოუწევთ, რათა ქსელში არალიცენზირებული მასალა ვერ მოხვდეს.

საათის გადაწევა

26 მარტი 2019, 18:33

მსოფლიო

2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები დროის გადაწევის საკითხს ინდივდუალურად გადაწყვეტენ

ზაფხულში დროის ერთი საათით გადაწევა ევროპის მასშტაბით დღის განმავლობაში სინათლის ხანგრძლივობას ზრდის. წინადადების მიხედვით, ევროპის თითოეულ სახელმწიფოს 2021 წლიდან არჩევანის შესაძლებლობა ექნება: საათის გადაწევა - არგადაწევის საკითხს თავად ქვეყანა განსაზღვრავს.

26 მარტი 2019, 18:22

საქართველო

თბილისში ოჯახებიდან აღებული 268 სინჯიდან ყოველ მეხუთეში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა

2019 წლის იანვარ-მარტში საინიციატივო ჯგუფის და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მეხუთეში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში.

26 მარტი 2019, 18:13

საქართველო

გაფიცული სოცმუშაკების ფუნქციას დროებით სხვა კვალიფიციური კადრები შეასრულებენ

სოციალური მუშაკების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ უწყების ნომერ პირველი ამოცანა სერვისების უწყვეტობის შენარჩუნებაა, რათა ბენეფიციარებმა არ იზარალონ. ამის შესახებ მან "ქრონიკის" ეთერში თქვა.

26 მარტი 2019, 17:58

ეკონომიკა

პირებმა რომელთა შემოსავალიც 40-დან 60 ათას ლარამდეა, შესაძლოა ქონების გადასახადი არ გადაიხადონ

საქართველოს პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა რომლის თანახმადაც პირები, რომელთა შემოსავალიც 40 ათასიდან 60 ათას ლარამდეა, შესაძლოა ქონების გადასახადი აღარ გადაიხადონ. მოქმედი კანონმდებლობით, ქონების გადასახადით იბეგრებიან ის პირები რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათასი ლარიდან იწყება.

26 მარტი 2019, 17:57

საქართველო

საქართველოს პასპორტი გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს პასპორტი 2019 წლის გლობალური ინდექსის რეიტინგში 49-ე ადგილზე მოხვდა. შარშანდელთან შედარებით, საქართველო დაწინაურდა. „ჰენლი ენდ პარტნერსი” რეიტინგს იმის მიხედვით ადგენს, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია ამა თუ იმ პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა.

ბექა ხახუბია

26 მარტი 2019, 17:53

ძალოვნები

დეპუტატ ხახუბიას შვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმზე ხვალ, 26 მარტს გახდება ცნობილი. ბრალდებულთა საბოლოო სიტყვით მიმართვის შემდეგ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი სათათბიროდ გავიდა. ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 2017 წლის 17 მაისს ემსხვერპლა.

ნიკოლოზ რაჭველი

26 მარტი 2019, 17:52

კულტურა

შენობის გარეშე დარჩენილ სიმფონიურ ორკესტრს ქირის ხარჯებისთვის 150 ათასი ლარი გამოუყვეს

ნიკოლოზ რაჭველი აღნიშნავს, რომ ფილარმონია სწორედ ამ ორკესტრისთვის აშენდა და მისი მოთხოვნა შენობის დაბრუნების შესახებ ლოგიკურია. ამ საკითხის განხილვის თაობაზე ორკესტრმა პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს წერილით მიმართა.

26 მარტი 2019, 17:45

მსოფლიო

ბაქოში ხანძრისგან გამოწვეული ზარალი $20 მილიონს აღწევს

ბაქოს სავაჭრო ცენტრში, ხანძრისას დაშავებულ თერთმეტ ადამიანს შორის უმრავლესობა კვამლით მოწამლულია. გარდა ამისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს. ბაქოში, სავაჭრო ცენტრ „Diqlas”-ში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ფეისბუქი

26 მარტი 2019, 17:42

ტექნოლოგიები

Facebook-მა ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული 1907 გვერდი წაშალა

საუბარია 64 პროფილზე, 1757 ჯგუფსა და 86 გვერდზე. როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, ყველა ეს გვერდი ჩართული იყო არასანდო ინფორმაციისა და "სპამების" კოორდინირებულად გავრცელებაში. წაშლილი გვერდების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებში გაიგზავნა.

დავით სერგეენკო

26 მარტი 2019, 17:26

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში მუშაობს

სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ბოლო მონაცემებით, გუშინ და დღეს სააგენტოში სულ 140 შეტყობინება შემოვიდა, მათგან 51 იყო გადაუდებელი შემთხვევა, რაზეც რეაგირება მყისიერად მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დეცენტრალიზაცია

26 მარტი 2019, 17:22

საქართველო

პარლამენტმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

ჯგუფის მიზანია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა და მთავრობისთვის პარლამენტის რეკომენდაციების წარდგენა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, დეცენტრალიზაციის შედეგად მუნიციპალიტეტებს ახალი უფლებამოსილებები მიენიჭებათ. მათ შორის საუბარია ფინანსურ გაძლიერებაზე.

სიმპსონები

26 მარტი 2019, 17:16

კულტურა

„სიმპსონებში“ რუსული პანკროკ ჯგუფ Pussy Riot-ის ანალოგი გამოჩნდა

ბარტ სიმპსონის მეგობრები გადაწყვეტენ, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ გადაცემა "იტჩის და სკრაჩის შოუს". ბარტი უერთდება მექვსეკლასელთა ჯგუფს, რომელსაც Bossy Riot-ი ჰქვია, როგორც რუსულ პანკროკ ჯგუფს Pussy Riot-ს. მოსწავლეებს ფერადი ნიღბები უკეთიათ.

ზაზა ფაჩულია

26 მარტი 2019, 16:53

სპორტი

ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო ბეჭედი გადასცეს. ვიდეო

ქართველი შემტევი, გოლდენ სტეიტ უორიორსის შემადგენლობაში ორი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. ეს მისი მეორე საჩემპიონო ბეჭედია. ფაჩულიამ ოკლანდელებთან ერთად ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიგო. წლევანდელი სეზონის წინ ზაზა დეტროიტ პისტონსს

26 მარტი 2019, 16:49

ტაბლოიდი

იაპონიაში საკურა აყვავდა 🌸 ფოტოკოლაჟი

იაპონიაში ალუბლის ყვავილმა საკურამ ყვავილობა დაიწყო, - წელს გაზაფხულის ყვავილობა რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. მცენარე საკურა ოდითგანვე იაპონური კულტურის სიმბოლოდ მიიჩნევა. 27 მარტს „იაპონური საკურის საზოგადოების“ მიერ აღინიშნება საკურას ყვავილობის დღესასწაული.