არქივი

21 მაისი 2026, 14:52

ეკონომიკა

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ 5,949,115 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 21%-იანი ზრდაა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პეტერ მადიარი

21 მაისი 2026, 14:50

მსოფლიო

Reuters: პეტერ მადიარს უნგრეთში პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადის რვა წლით განსაზღვრა სურს

უნგრეთის მმართველმა პარტია „ტისამ“, რომლის ლიდერიც პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარია, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ვადა რვა წლით განისაზღვრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

21 მაისი 2026, 14:48

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: 26 მაისი იქნება ძალიან მტკივნეული და მწარე მარცხი მთლიანად რადიკალური ჯგუფებისა და პროცესებისთვის. 26 მაისი ყველას თანაბრად ეტკინება, ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა

„26 მაისი იქნება ძალიან მტკივნეული და მწარე მარცხი მთლიანად რადიკალური ჯგუფებისა და პროცესებისთვის. რა თქმა უნდა, აგენტურულ ხაზში სააკაშვილი დგას პირველ ხაზში. ის არის ყველაზე დიდი აგენტი. ჩვენმა საზოგადოებამ ესეც ძალიან კარგად იცის, ამიტომ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ რომელ საფეხურზე დგას ამ აგენტურულ იერარქიაში - 26 მაისი ყველას თანაბრად ეტკინება, ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა“, - აცხადებს იონათამიშვილი.

21 მაისი 2026, 14:47

სამართალი

სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს ორი წლითა და ექვსი თვით, ხოლო მურთაზ ზოდელავას ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა

მოხელისთვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს სასამართლომ ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. საჯარო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზების მუხლი მოსამართლემ საბოტაჟის მუხლით გადააკვალიფიცირა.

21 მაისი 2026, 14:44

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღკვეთეს

„ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 6 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

21 მაისი 2026, 14:41

საზოგადოება

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა

განსაკუთრებით ამაღლების მოვლენის შემდეგ მოციქულებს განუმტკიცდათ რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ნამდვილად ძე ღვთისა, გამოჩნდა, რომ მასში ორი ბუნებაა - საღმრთო და კაცობრივი, - განაცხადა სადღესასწაულო მსახურების შემდეგ ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ.

21 მაისი 2026, 14:36

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს როგორც კორუფციული, ისე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

21 მაისი 2026, 14:10

პოლიტიკა

Resilio Access Project-ის კვლევით, საქართველომ, მონტენეგროსთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის კუთხით უმაღლესი შეფასება მიიღო

2026 წლის 13 მაისს გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის (IEP-Institut für Europäische Politik) მიერ და რომელზეც ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტი „RESILIO-ACCESS Monitor“-ის შედეგები წარმოადგინეს. Resilio Access Monitor არის ინოვაციური ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც აფასებს სამართლის უზენაესობის მედეგობას და ადაპტაციის უნარს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში; მათ შორის, მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობის გამოწვევებსა და მეთოდებს. ინსტრუმენტი მოიცავს ათ კანდიდატ ქვეყანას: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და თურქეთი.

21 მაისი 2026, 14:06

ეკონომიკა

ნათია თურნავა ეკონომიკურ ფორუმში - „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა - გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“, მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ეკონომიკურ ფორუმში - „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა-გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“, მონაწილეობდა.

დავით ქართველიშვილი

21 მაისი 2026, 14:06

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია

საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაცია International Crisis Group-მა ფაქტობრივად უპრეცედენტო სიგნალი გაუგზავნა ბრიუსელს და პირდაპირ მიუთითა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული ევროდეპუტატების განცხადებები არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

21 მაისი 2026, 13:56

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ალექსანდრე ლუაშვილი უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლუაშვილი წარუდგინა.

21 მაისი 2026, 13:53

მსოფლიო

ლატვიაში ზედიზედ მესამე დღეა საჰაერო განგაშს აცხადებენ

ლატვიაში დღეს დილით კვლავ საჰაერო განგაში გამოაცხადეს. ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

21 მაისი 2026, 13:32

პოლიტიკა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაზე - „ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაში -„ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“, რომელიც 2026 წლის 21-22 მაისს ბიშკეკში (ყირგიზეთში) გაიმართა, - ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

21 მაისი 2026, 13:32

მსოფლიო

POLITICO: ტრამპს ირანთან ომის გამო პირველი მარცხი ელოდება

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ირანთან ომის გამო პირველი მარცხი ელოდება. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

21 მაისი 2026, 13:29

საზოგადოება

გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გორსა და ბათუმში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო მარშრუტები შეცვალა.

21 მაისი 2026, 13:20

სამართალი

გეკა გელაძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით.

ლევან ჟორჟოლიანი

21 მაისი 2026, 13:10

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერის ინიციატივით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი ელექტრონული პლატფორმის პროექტი, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ნიკოლოზ მეტრეველი

21 მაისი 2026, 13:09

პოლიტიკა

მეტრეველი: ფიშერი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხედავს, რა მძიმე შედეგები მოიტანა ამ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა

პეტერ ფიშერის მუდმივი მენტორული ტონი და ჩარევის მცდელობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვისთან ითანამშრომლებს, რა გზას აირჩევს და როგორ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის, მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც „ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“.

21 მაისი 2026, 13:08

პოლიტიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ჟორჟოლიანი

21 მაისი 2026, 13:05

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს

საქართველოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

21 მაისი 2026, 13:03

საზოგადოება

საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას ITB China-ზე ანსამბლი „რუსთავი“ წარმოადგენს

საქართველო ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლი „რუსთავი“ შანხაიში, გამოფენის გახსნის დღეს, სტუმრებს ქართულ ფოლკლორულ ცეკვებსა და სიმღერებს წარუდგენს.

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2026, 12:51

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის - როცა საჯარო პირი არეკლამებ მშენებლობას და მაყურებელს ეუბნები, ჩემი ბინა უკვე აშენდა შანსი არ გაუშვაო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოჯახის ბიზნესია

ეს ვიდეო ნანახი გექნებათ. ამიტომ ტექსტს გადახედეთ. დამაინტერესა რატომ არეკლამებს ასე მონდომებით ასეთი ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკაში მყოფი და ფონდის მმართველი რუსთავში მშენებარე 5-სართულიან სახლს?! მართლა ჩვენზე ზრუნავს, რათა არ გავმაზოთ მომგებიანი შანსი?!- ასე ეხმიანება სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რუსთავში არსებულ სამშენებლო კომპანიას არეკლამებს.

21 მაისი 2026, 12:44

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს - ერჟან სადენოვს მასპინძლობს. ორი ქვეყნის მინისტრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

21 მაისი 2026, 12:43

მსოფლიო

CNN: ირანი სამხედრო მრეწველობას მოსალოდნელზე სწრაფად აღადგენს და დრონების წარმოებაც დაიწყო

ირანმა აპრილში გამოცხადებული ექვსკვირიანი ზავის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება ნაწილობრივ აღადგინა, რაც მისი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენის ერთ-ერთი ნიშანია. ინფორმაციას CNN-ი ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 მაისი 2026, 12:30

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას.

იენს სტოლტენბერგი

21 მაისი 2026, 12:29

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: დღევანდელი ნატო აშშ-ის გარეშე ვერ გადარჩება. არ მჯერა, რომ ევროკავშირს ნატოს ჩანაცვლება შეუძლია

„ვერ გადარჩება ის ნატო, რომელსაც ჩვენ თითქმის 80 წელია ვიცნობთ, რადგან მისი არსი სწორედ ევროპისა და შეერთებული შტატების ერთობლიობაში და ყველა საფრთხის წინაშე ერთად დგომაშია. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროპისა და შეერთებული შტატების დაშორების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შალვა პაპუაშვილი

21 მაისი 2026, 12:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გვაგუებენ, განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე - ეს არის 21-ე საუკუნის დანაელების ძღვენი

ამ ადამიანს, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზიდან“.

ბაჩო ახალაია

21 მაისი 2026, 12:23

პოლიტიკა

ბაჩო ახალაია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია

„ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა. როდესაც დიქტატურა აწვება, საზოგადოების გზა არის დამხობა. არცერთი ტირანია მთელ ერს არ დაუმხია, მთელი ერი არც მონაწილეობს ხოლმე ამ პროცესში. რეჟიმს მხარდამჭერებიც ჰყავს ხოლმე. რა ძალა, რა ფორმაც არ უნდა გახდეს საჭირო, უნდა მივაღწიოთ რეჟიმის დამხობას და ამ სასამართლო დარბაზებში უნდა გავასამართლოთ. იმ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ, რომელიც იარსებებს. თქვენ მოგიწევთ „ქოცების“, მოსამართლეების, პროკურორების გასამართლება.

21 მაისი 2026, 12:22

სამართალი

პოლიციის აკადემიამ საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციის პროცესი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილს, რომლის შესაბამისადაც პოლიციის აკადემიას მიენიჭება უფლებამოსილება, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამაც განახორციელოს.

21 მაისი 2026, 12:14

რეგიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

„ჩვენ რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელება, უკვე არსებული გამოცდილების გაძლიერება და მისი მისადაგება დევნილი მოსახლეობის სპეციფიკურ საჭიროებებზე, არის ჩვენი ხელისუფლების საერთო მიზანი. ერთობლივი ძალისხმევით და მჭიდრო კოორდინაციით ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება, რასაც ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დროს განხილული საკითხებიც მოწმობს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.