imedi /  23 აგვისტო 2018, 16:45 / დაუდასტურებელი

ტრამპი: იმპიჩმენტს გამომიცხადებთ და ბაზარი ჩამოიშლება

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ში დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის მაიკლ კოენის ჩვენებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ ლაპარაკობენ. კოენმა სასამართლოში განაცხადა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში მონაწილეობდა და ამას უშუალოდ ტრამპის დავალებით აკეთებდა. მთლიანობაში კოენმა ბრალდების მიერ წარდგენილი 18 ეპიზოდიდან რვაში თავი დამნაშავედ ცნო.

"ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გამოუცხადო იმპიჩმენტი იმას, ვინც ამდენი იმუშავა. თუ ოდესმე დამითხოვენ, ვფიქრობ ბაზარი ჩამოიშლება და ყველა გაღარიბდება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

21 აგვისტოს მაიკლ კოენი FBI-ის ჩაბარდა და გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. Associated Press-ის ცნობით, კოენის საქმეზე განაჩენი 12 დეკემბერს გამოცხადდება. ადვოკატს 4-5 წლით პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი ადვოკატისთვის ფულის გადახდის ფაქტი აღიარა, მაგრამ თქვა, რომ ეს ფული საარჩევნო კამპანიიდან არ აუღია. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპს ამერიკელი ხალხი არ მოუტყუებია.

წარმომადგენლობით პალატაში დემოკრატების ლიდერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ მაიკლ კოენის ჩვენებები ადასტურებს იმ მასშტაბურ „კორუფციასა და უკანონობას, რაც ტრამპის უახლოეს წრეში ტრიალებს“. მან რესპუბლიკურ პარტიას მოუწოდა უარი თქვან პრეზიდენტის მხარდაჭერაზე და აღიარონ, რომ „კანონზე მაღლა არავინ დგას“.

თავის მხრივ, პალატის სპიკერის პოლ რაიანის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ „უკიდურესად სერიოზულ“ საქმეზე „მეტი ინფორმაციის მიღება სჭირდებათ“. თუმცა სხვა რესპუბლიკელები ამბობენ, რომ კოენის საქმე რუსეთის შესაძლო ჩარევასთან ამერიკულ არჩევნებში დაკავშირებული არ არის.  

შემოდგომაზე აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნებია. წინასწარი პროგნოზით, დემოკრატებმა ორივე პალატაში უნდა გაიუმჯობესონ პოზიციები. საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსება შეიძლება შეფასდეს, როგორც „მძიმე გადაცდომა და დანაშაული“, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის სერიოზული საფუძველია. მაგრამ ჯერჯერობით ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ დემოკრატები სენატში მანდატების 2/3-ს მიიღებენ, რაც აუცილებელი რაოდენობაა პრეზიდენტის გადაყენებისათვის.

2018 წლის ნოემბერში აშშ-ში შუალედური არჩევნები ტარდება, რომელზეც სრულად გადაირჩევენ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატას, ასევე სენატორების მესამედს. გარდა ამისა, 39 შტატში ახალ გუბერნატორებს აირჩევენ.

ყველა სიახლე

დავით კუბლაშვილი

12 მარტი 2026, 14:38

რეგიონი

დავით კუბლაშვილი: გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას

გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას, - განაცხადა ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა.

ლევან ზალკალიანი

12 მარტი 2026, 14:35

რეგიონი

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, დაზარალებულია 38 ოჯახი, 104 მოქალაქე, რომლებიც დროებით ქუთაისსა და ტყიბულში გადაიყვანეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მარტი 2026, 14:34

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ხალხი ომით დაიღალა. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან

„ხალხი ომით დაიღალა, რადგან გადარჩენა უწევს, თუმცა ხალხს არ დაუკარგავს ღირსება და საკუთარი თავი. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან. მე ამერიკელებს ვენდობი, რომ ამ ომის დასრულება სურთ. იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან, თუმცა მათ ზეწოლა რუსეთზე უნდა გაზარდონ და არა ჩემზე. ცხადია, ჩვენ გვჭირდება ფული შიდა წარმოებისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის, ამიტომ რეალურად კონფლიქტი არა უკრაინასა და უნგრეთს შორის, არამედ ევროპასა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორისაა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბლოკავს სანქციების პოლიტიკას, ფულს, იარაღს, ბლოკავს ევროკავშირში ჩვენს შესვლას. ის რუსეთის ლიდერის მხარეს დგას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან ზაუტაშვილი

12 მარტი 2026, 14:30

რეგიონი

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე: სოფელ კურსებში შექმნილია შტაბი, რომელშიც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა

შემუშავდა მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, რაც ითვალისწინებდა პირველ რიგში ეპიცენტრში მყოფი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციას, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყერთან დაკავშირებით ადგილზე მიმდინარე სამუშაოებზე.

ზვიად შალამბერიძე

12 მარტი 2026, 14:28

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე რადიკალების გაერთიანებაზე: სინამდვილეში, ეს არანაირი ალიანსი არ არის. ეს არის ისევ ერთი პარტია, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“

წლების განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ, რომ თითქოს იშლებიან, შემდეგ ერთიანდებიან არჩევნების წინ, შემდეგ ისევ იშლებიან, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ რადიკალების გაერთიანებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

12 მარტი 2026, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე

საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან, ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ლევან მახაშვილი

12 მარტი 2026, 14:23

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: ეს იყო ლუსტრაცია სწორედ იმ დამოკიდებულებისა, რაც ამ პოლიტიკურ ძალებს უპირველეს ყოვლისა ქართველ ხალხთან აქვთ

„მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტში არიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც სწორედ ამისკენ მოუწოდებდნენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომ თავი დაენებებინათ იმ მავნე პრაქტიკისთვის, რაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაა და მაქსიმალურად მიეცათ შესაძლებლობა საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რომ მათი სუვერენული ნება განეხორციელებინათ, მათ შორის არჩევნების გზით“, - განაცხადა მახაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

12 მარტი 2026, 14:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

12 მარტი 2026, 14:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ 689 000 მლნ დოლარი, რაც 2024 შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია - 119 მილიონი დოლარით, 7,6%-ით გაუმჯობესდა წლიური მაჩვენებელი

გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ 689 000 მლნ დოლარი, რაც 2024 შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

12 მარტი 2026, 14:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პროკურატურა

12 მარტი 2026, 14:13

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

12 მარტი 2026, 14:08

სპორტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე სამთო სათხილამურო სპორტში - სლალომში მუნიციპალური პირველობა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე გაიმართა მუნიციპალური პირველობა სამთო სათხილამურო სპორტში - სლალომში.

12 მარტი 2026, 14:07

კულტურა

კულტურის მინისტრმა ალ. გრიბოედოვის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასსა და ადმინისტრაციას დირექტორი ირინა სოლტიში და აღმასრულებელი დირექტორი ანი კავლელიშვილი წარუდგინა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ალ. გრიბოედოვის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასსა და ადმინისტრაციას დირექტორი ირინა სოლტიში და აღმასრულებელი დირექტორი ანი კავლელიშვილი წარუდგინა. აღინიშნა, რომ თეატრის ახალ ხელმძღვანელებს სახელოვნებო მენეჯმენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. შეხვედრისას, მინისტრმა და თეატრის გენერალურმა დირექტორმა გრიბოედოვის თეატრის საუკეთესო ტრადიციებზე, მათ შენარჩუნებაზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალ მენეჯმენტს კულტურის სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, რათა თეატრმა სრულყოფილად და წარმატებით შეძლოს ფუნქციონირება.

ჯეფრი ეპშტეინი ჟან-ლუკ ბრუნელი

12 მარტი 2026, 13:55

მსოფლიო

BBC: ეპშტეინი გოგონების გადმობირებისთვის სამოდელო აგენტს იყენებდა

გამოცემა BBC News Brasil-მა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ფრანგი სამოდელო აგენტი ჟან-ლუკ ბრუნელი მასთან დაკავშირებული სამოდელო სააგენტოების დახმარებით სამხრეთ ამერიკაში ახალგაზრდა გოგონებს ეძებდა, რათა ისინი აშშ-ში სექსუალური ხასიათის დანაშაულში მხილებულ ჯეფრი ეპშტეინთან წაეყვანა.

12 მარტი 2026, 13:23

მსოფლიო

Reuters: ერაყის ქურთისტანში იტალიის სამხედრო ბაზა დაიბომბა

ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში მდებარე იტალიის სამხედრო ბაზა დაიბომბა. ინფორმაციას Reuters-ი იტალიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

12 მარტი 2026, 13:20

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

12 მარტი 2026, 13:20

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რამადანის თვესთან დაკავშირებით, მუსლიმი თემისთვის იფთარი გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რამადანის თვესთან დაკავშირებით, მუსლიმი თემისთვის იფთარი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, მისი პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მუსლიმი თემის წევრები.

ლევან მაჭავარიანი

12 მარტი 2026, 12:58

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გაზრდის საფრთხეს საქართველოში, ყველანაირ წნეხს ვუძლებთ

რუსეთ-უკრაინის ომში მავნებლობით, რამდენ რაღაცას აბრალებდნენ საქართველოს, რომ ვიღაცების მტრული დამოკიდებულება გაეღვივებინათ. როგორ აქციებს გვიწყობდნენ სანქციების არ დაწესებაზე, ყველამ კარგად გაიხსენოს, როგორ აქციებს გვიწყობდნენ ეს რადიკალები და ენჯეო-ორგანიზაციები, როდესაც ჩვენ მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მოხალისეები არ გავაგზავნეთ უკრაინაში საბრძოლველად. ეს პირდაპირ ომში ჩართვას არ გულისხმობდა?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.

პიტერ სიიარტო

12 მარტი 2026, 12:57

მსოფლიო

პიტერ სიიარტო უკრაინას გაზსადენ „თურქულ ნაკადზე“ თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინას უნგრეთის გაზის გარეშე დატოვების მცდელობაში ადანაშაულებს.

ლევან მაჭავარიანი

12 მარტი 2026, 12:54

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში - რადიკალური ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, საომარ მოქმედებებში რომ აღმოჩნდებიან, ვის დაურეკავენ საშველად, 2008 წელს ვიხილეთ, ვინ გვიშველა

ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, ეროვნული, პრაგმატული, ფრთხილი და მოქნილი, რომ არასდროს შენ არ აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში. ყველაფრით უნდა გადააზღვიო ის, რომ საომარ მოქმედებებში არ აღმოჩნდე და მთელი რადიკალური ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, რომ საომარ მოქმედებებში რომ აღმოჩნდები, მერე ვის დაურეკავენ საშველად, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.