imedi /  23 აგვისტო 2018, 09:16 / სანდო წყარო

ტრამპმა მაიკლ კოენისთვის ფულის გადახდა აღიარა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან თავის ყოფილ ადვოკატ მაიკლ კოენს ფული გადაუხადა, თუმცა ეს ფული მას საარჩევნო კამპანიიდან არ აუღია. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც Fox & Friends-თან ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, მას თავისი პირადი ფინანსების გამოყენებით კანონი არ დაურღვევია. ამიტომ ტრამპი არ ეთანხმება ბრალდების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, კოენმა პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების წესი დაარღვია.

მანამდე ტრამპი ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუე იყო და კოენმა ეს სასჯელის შემსუბუქების გამო მოიგონა.

მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა აღიარა, რომ დონალდ ტრამპის დავალებით ფული გადაუხადა ორ ქალს, რომლებთანაც მის კლიენტს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. 

CNN-ის ინფორმაციით, 21 აგვისტოს კოენი FBI-ის ჩაბარდა და გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ის ნიუ-იორკის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ბრალდების 8 ეპიზოდში თავი დამნაშავედ ცნო, მათ შორის პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების წესის დარღვევაში.

კოენმა აღიარა, რომ „ფედერალური თანამდებობის კანდიდატის“ დავალებით მალავდა ინფორმაციას, რომელიც მის კლიენტს დააზიანებდა. სასამართლოში კოენმა ტრამპის გვარი არ ახსენა, თუმცა CNN აღნიშნავს, რომ სასამართლოს დოკუმენტებში ის ნახსენებია როგორც „მოქალაქე ნომერი ერთი“, რომელიც 2017 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

Associated Press-ის ცნობით, კოენის საქმეზე განაჩენი 12 დეკემბერს გამოცხადდება. ადვოკატს 4-5 წლით პატიმრობა ემუქრება.

ამერიკული პრესის მონაცემებით, მაიკლ კოენმა პორნომსახიობ სტეფანი კლიფორდს (სტორმი დენიელსი) 130 ათასი დოლარი გადაუხადა. ადვოკატი დაკავშირებულია ასევე Playboy-ის მოდელ კარენ მაკდუგალისთვის 150 ათასი დოლარის გადახდასთან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ქალებმა განაცხადეს, რომ ტრამპთან ურთიერთობის შესახებ საზოგადოებას უამბობდნენ. სასამართლოს დოკუმენტებში კლიფორდი და მაკდუგალი არ სახელდებიან.

მაიკლ კოენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2018 წლის გაზაფხულზე აღძრეს. ივნისში ცნობილი გახდა, რომ ის ტრამპის ადვოკატი აღარ არის.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

ყველა სიახლე

28 აპრილი 2026, 20:59

პოლიტიკა

ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას ხმაური მოჰყვა, ალიანსში კი დაპირისპირება გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთ მოქალაქეს დარბაზი დაატოვებინეს. მედიასაშუალებებს კი შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს. პარალელურად ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაც გრძელდება.

28 აპრილი 2026, 20:55

პოლიტიკა

ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები პარიზში იმყოფებიან. „ქრონიკა“ საფრანგეთიდან

სანდო და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი, სტანდარტები და დამკვირვებელთა როლი, ეს არის პარიზში მიმდინარე ერთობლივი დებატის მთავარი თემა. დისკუსიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

პეტერ მადიარი

28 აპრილი 2026, 20:54

მსოფლიო

მადიარმა განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში ზელენსკისთან შეხვედრა სურს, რათა ხელი შეუწყოს დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების მდგომარეობის გაუმჯობესებას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა სურს, რათა ხელი შეუწყოს დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების „მდგომარეობის გაუმჯობესებას“.

28 აპრილი 2026, 20:53

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყებამ ვებგვერდზე, ე.წ. ტექნიკური ხარვეზი ისევ ვერ აღმოფხვრა - ნოტა გერმანიას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე, ე.წ. ტექნიკური ხარვეზი ისევ ვერ აღმოფხვრა. 2 წელი, 3 საპროტესტო ნოტა და ინფორმაციის პირადად გადაცემა- საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი არჩევნების შედეგების ასასახად, ყველა გზა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ განახლდა სირიის და რუსეთის ცნობები. ამ დრომდე არ მოგვისმენია საქართველოში გერმანიის საელჩოს განმარტება.

28 აპრილი 2026, 20:45

პოლიტიკა

შეტევა საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კოორდინირებული კამპანია ხელისუფლების და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, ეს პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთი თემა იყო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, გარე ზეწოლის ნულოვანი შედეგის ფონზე, კიდევ ერთხელ გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური შეტევაც.

28 აპრილი 2026, 20:30

პოლიტიკა

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეიდან გეკა გელაძე გაუძღვება. შსს ყოფილი მინისტრის კანდიდატურას ახალ პოზიციაზე, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

28 აპრილი 2026, 20:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა აშშ-ისა და ბრიტანეთის განსაკუთრებულ კავშირებს გაუსვა ხაზი

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებსა და ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა.

28 აპრილი 2026, 20:28

პოლიტიკა

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობა კიდევ ერთხელ ჩაიბარა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობა კიდევ ერთხელ ჩაიბარა. ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის შემდეგ, ის კვლავ ნაცნობ რეგიონს დაუბრუნდა უცვლელი პრიორიტეტებით. პატარაძის წარმატებაში დარწმუნებულია პრემიერ-მინისტრი. წარმატება უსურვა მას ყოფილმა თავმჯდომარემაც.

28 აპრილი 2026, 20:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტში ინაცვლებს. საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი - მამუკა მდინარაძე მთავრობას ამ სტატუსებით უერთდება. ის სამი უწყების სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინირებას უზრუნველყოფს.

28 აპრილი 2026, 20:11

საზოგადოება

სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სინოდის სხდომის გადაწყვეტილება ცნობილია. პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს - ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი. საბოლოო გადაწყვეტილება გაფართოებულ კრებაზე მიიღება, რომელიც 17 მაისამდე შედგება.

დავით ქართველიშვილი

28 აპრილი 2026, 20:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნიკა გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და მტრები ამა ქვეყნისანი ვერ გარკვეულან რა ქნან, იქილიკონ თუ ბრაზიანი სახეებით გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და „მტრები ამა ქვეყნისანი“ ვერ გარკვეულან, იქილიკონ თუ გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე.

ალარ კარისი ალექსანდრ სტუბი

28 აპრილი 2026, 19:36

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ვეთანხმები ესტონეთის პრეზიდენტს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ - მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება რუსეთში მომავალში, ის იყო, არის და დარჩება ფინეთისა და ესტონეთის მეზობლად

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი ეთანხმება ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის პოზიციას, რომ ოდესღაც მომავალში ევროპას მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა დასჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

შაკო კუჭაშვილი

28 აპრილი 2026, 19:23

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: მელაძის „პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა - ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით

დღეს მელაძის „პირველმა“ სცადა, პრემიერის კომენტარით ესარგებლა და პირდაპირ ეთერში, რომელსაც ყველა ტელეკომპანია გადასცემდა - პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.

28 აპრილი 2026, 19:14

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის სამეფო წყვილს თეთრ სახლში უმასპინძლა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს თეთრ სახლში მივიდნენ.

მიხეილ დუნდუა

28 აპრილი 2026, 19:13

პოლიტიკა

პარლამენტმა სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების გაზრდას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 86 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 19:09

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირმა რატომ შეწყვიტა დიალოგი მათგან პასუხი არ მაქვს, ჩემი ვარაუდით ეს არის მათი შიში, რომ ოფიციალურ ფორმატში მოისმინონ საქართველოსგან ის არგუმენტები, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს

ევროკავშირმა რატომ შეწყვიტა დიალოგი მე მათგან ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს არის მათი შიში, რომ ოფიციალურ ფორმატში მოისმინონ საქართველოს მხრიდან ის არგუმენტები და ის ფაქტები, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

ირინე წაქაძე

28 აპრილი 2026, 19:08

პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

28 აპრილი 2026, 19:06

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

28 აპრილი 2026, 19:03

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციას ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) მასპინძლობს.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ცალკეული უწყებების დამოუკიდებელი მოქმედება

ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „დღის ქრონიკა“.