imedi /  04 ოქტომბერი 2019, 17:56 / სანდო წყარო

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. 

,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

გაბუნია მთავარ საგამოძიებო ორგანოში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს, ხვალ, 5 ოქტომბერს კი ამავე საქმეზე გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეა დაბარებული.

2 ოქტომბერს პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურ დირექტორ ზურაბ გუმბარიძეს 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ, 3 ოქტომბერს კი ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გამოკითხეს. სამივე მათგანი „რუსთავი 2“-ში მუშაობდა.

ამავე საქმის ფარგლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს საქალაქო სასამართლომ 50-50 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

2 აგვისტოს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა.

ყველა სიახლე

მანანა დოიჯაშვილი

20 ოქტომბერი 2019, 14:37

კულტურა

კონსერვატორიის რექტორის მოადგილეს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ

კონსერვატორიის თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი და მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე ამბობს, რომ მას აქვს მცდელობა გავლენა მოახდინოს ახალი რექტორის არჩევის პროცესზე და უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის ხელმძღვანელად მისთვის მისაღები კანდიდატი გაიყვანოს.

20 ოქტომბერი 2019, 14:30

საქართველო

ატოცში ჟურნალისტები შეუშვეს. ვიდეო

19 ოქტომბერს ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერი კეთდება, რომ თითოეულ მოქალაქეს თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს.

ჩილე პროტესტი

20 ოქტომბერი 2019, 13:16

მსოფლიო

ჩილეს ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ჯარი გამოიყვანა

​ვალპარაისოში გადაღებული ვიდეო ქალაქის მერმა ხორხე შარპმა გამოაქვეყნა. ღამით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ქალაქის ქუჩებში სამხედროები, შემდეგ კი ერთ-ერთ სამოქალაქო პირს სცემენ, რომელიც მათ მიმართ აგრესიას არ ავლენდა.

ფრენსის ფორდ კოპოლა

20 ოქტომბერი 2019, 12:52

კულტურა

კოპოლა ლუმიერების სახელობის პრემიის მფლობელი გახდა

ამერიკელი კინორეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა ლუმიერების სახელობის პრემიის მფლობელი გახდა. მსოფლიო კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებული ჯილდო ლეგენდარულ რეჟისორს ლიონის კინოფესტივალზე გადასცეს.

დრონი

20 ოქტომბერი 2019, 12:31

ტექნოლოგიები

ვირჯინიის შტატში დრონის საშუალებით ტვირთების მიწოდება დაიწყო

აპლიკაციით შეკვეთილი საქონელი მომხმარებელს შეკვეთიდან 10 წუთში მიუვა, რის შემდეგაც დრონი დასატენად სადგურზე დაბრუნდება. აშშ-ის კანონმდებლობით ავტომატიზებული მიწოდება ჯერჯერობით აკრძალულია, ამიტომ შეკვეთის მიწოდებას ოპერატორი აკონტროლებს, რომელსაც ერთდროულად 5 დრონის კოორდინირება შეუძლია.

გურამიშვილის გამზირი

20 ოქტომბერი 2019, 11:38

ძალოვნები

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების დროს დაშავებულის მდგომარეობა ისევ მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსთან მთელი ღამის განმავლობაში ნაძალადევის გამგეობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. დაახლოებით 170 ადამიანი სასტუმროებშია გადაყვანილი.

მარკ ესპერი

20 ოქტომბერი 2019, 11:23

მსოფლიო

აშშ სირიიდან გაყვანილ ჯარს სავარაუდოდ ერაყში გაგზავნის

იტყობინება Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით. მარკ ესპერის თქმით, ჯარისკაცები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა თავდაცვის მდივანმა ისიც განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმა შესაძლოა, შეიცვალოს.

ქაშმირი სროლა

20 ოქტომბერი 2019, 11:07

მსოფლიო

ინდოეთი-პაკისტანის საზღვარზე ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოყვა

ინდოეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პაკისტანმა ქაშმირის რეგიონში მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, რის გამოც მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. თავის მხრივ, ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციის უფროსმა ფარუქ ჰაიდერმა სროლის დაწყებაში ინდოეთი დაადანაშაულა.

ლა-პასი

20 ოქტომბერი 2019, 10:38

მსოფლიო

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ექსპერტების აზრით, პრეზიდენტის თანამდებობისთვის მთავარი ბრძოლა ქვეყნის მოქმედ ლიდერ ევო მორალესსა და ექსპრეზიდენტ კარლოს მესას (2003-2005) შორის გაიმართება. ევო მორალესის გამარჯვების შემთხვევაში ეს მისი ზედიზედ მეოთხე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

სალომე ზურაბიშვილი

20 ოქტომბერი 2019, 10:22

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კონორ მაკგრეგორი

20 ოქტომბერი 2019, 10:13

მსოფლიო

20 წლის ქალი კონორ მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ირლანდიელ მებრძოლ კონორ მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს. მისი ცნობით, მსხვერპლი 20 წლის ქალია, რომლის მტკიცებითაც, ინციდენტი დუბლინის ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ელექტრონული კრიალოსანი

20 ოქტომბერი 2019, 09:53

ტექნოლოგიები

ვატიკანში შექმნილი ელექტრონული კრიალოსანი ჰაკერმა 15 წუთში „გატეხა“

კრიალოსანის „გასატეხად“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა. კრიალოსანზე მიბმული ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით ჰაკერი მისი მფლობელის ანგარიშს დაეპატრონა და მოწყობილობის მიერ შეგროვებული ინფორმაცია - მომხმარებლის დაბადების თარიღი, სქესი, სიმაღლე, წონა და გადაადგილების მარშრუტები გადაიწერა.

საქართველო დიდი ბრიტანეთი

20 ოქტომბერი 2019, 09:42

საქართველო

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ამ უკანასკნელის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ შევა ძალაში. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

20 ოქტომბერი 2019, 09:23

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების მოთხოვნა გაუგზავნა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მიმართვის მიღება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს წერილიც მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ Brexit-ის გადავადება შეცდომა იქნებოდა.

Snoop Dogg

20 ოქტომბერი 2019, 08:59

ტაბლოიდი

Snoop Dogg-მა მოსაწევის შემკეთებელი დაიქირავა

ამის შესახებ მან ჰოვარდ სტერნის რადიოშოუს ეთერში განაცხადა. მუსიკოსი მოსაწევის შემკეთებელს წელიწადში 40-50 ათას დოლარს უხდის, „ბონუსად“ კი ხელშეკრულებაში მარიხუანაზე შეუზღუდავი წვდომა არის მითითებული. ამის სანაცვლოდ მოსაწევის შემკეთებელი მომღერალს ყველა ტურსა და კონცერტზე დაჰყვება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

20 ოქტომბერი 2019, 08:45

სპორტი

იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნების სურვილი გამოთქვა

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება არ გამორიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Marca ავრცელებს. კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტის ვადა იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. იტალიაში ასპარეზობის დროს იბრაჰიმოვიჩი მილანის „ინტერის“, „მილანის“ და ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.

პრინსი

20 ოქტომბერი 2019, 08:37

კულტურა

პრინსის სიმღერის აქამდე უცნობი ვერსია გამოქვეყნდა

ამერიკელი მომღერლის პრინსის მეორე ალბომის გამოსვლიდან მე-40 წლისთავთან დაკავშირებით კომპოზიციის I Feel For You აქამდე უცნობი ვერსია გამოქვეყნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. სიმღერის აკუსტიკური დემოვერსია რამდენიმე სტრიმინგ-პლატფორმაზე გამოქვეყნდა.

ტრამპი გოლფის კურორტი

20 ოქტომბერი 2019, 08:30

მსოფლიო

ტრამპმა G7-ის სამიტის თავის გოლფის კურორტზე ჩატარება გადაიფიქრა

„ამას ვაკეთებდი ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე. სამიტის ჩატარება აშშ-ს 0 დოლარი დაუჯდებოდა. თუმცა, როგორც ყოველთვის, მტრულად განწყობილი მედია და მათი დემოკრატი პარტნიორები შეიშალნენ!“ - წერს თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ზე.

მატარებელი ცეცხლი

20 ოქტომბერი 2019, 08:16

სპორტი

გერმანიაში „ფრაიბურგის“ გულშემატკივართა მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Berliner Morgenpost-ი ავრცელებს. მისი ცნობით, შემთხვევა ბერლინის ცენტრში მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი, საერთო ჯამში კი მატარებელში, რომელიც სპეციალურად „ფრაიბურგის“ გულშემატკივრებისთვის იყო გამოყოფილი, 700 ადამიანი იმყოფებოდა.

ირანი

20 ოქტომბერი 2019, 00:50

ტაბლოიდი

ირანში მუსიკალურმა ვებგვერდმა ალბომების ყდებიდან ქალი მუსიკოსები წაშალა

ირანულმა მუსიკალურმა ვებგვერდმა Melovaz-მა ალბომებისა და სინგლების ყდებიდან ქალი მუსიკოსები წაშალა. როგორც უცხოურ გამოცემას Boredpanda-ს, გვერდის წარმომადგენელმა განუცხადა, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მომხმარებლებზე მავნე ზეგავლენა აერიდებინათ.