IMEDI /  19 მაისი 2020, 14:27 / სანდო წყარო

ისრაელის გარდა კიდევ რომელი ქვეყნებიდან ელოდება საქართველო ტურისტებს - პრემიერის კომენტარი

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

გუშინ მე მქონდა ჩართვა დაახლოებით 60-70 ქვეყნის ჩვენს ელჩთან. ყველას ვესაუბრებით იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, როგორც სუფთა კორიდორების შესაქმნელად, ასევე მწვანე ზონების გამოსაცხადებლად - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ტურისტების პირველი ნაკადის მისაღებად მთელი რიგი სამუშაოები და ღონისძიებები გატარდება. პრემიერის თქმით, შესაბამის პროტოკოლებზე ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს და ყველაფერი დათქმულ ვადაში მოესწრება.

„მაგალითად, პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი. კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, ბალტიის ქვეყნებთან. კარგად მიდის მოლაპარაკება საბერძნეთთან იმიტომ, რომ საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში ვირუსი კარგად მართა. თითოეულ ელჩს აქვს დავალება, რომ ხვალიდან ყველას ექნება ხელში ის ინსტრუქციები, რომლებიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად. თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ყველგან განაცხადოს: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუფთად მართოს, მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გააკეთოს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს და პროტოკოლები შედგენილია. საჭიროა ადგილზე ტესტების ჩატარება და მთელი პროცედურები, რომელთათვისაც ქვეყანა, იმ ვადებში, რა ვადებიც გამოვაცხადეთ, მზად იქნება. რა თქმა უნდა, ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობაც ძალზედ დიდია სტუმრების კოვიდისგან დასაცავად“, - განაცხადა გახარიამ.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

29 მაისი 2020, 16:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რომან გოცირიძემ 5 წუთის განმავლობაში 8 ტყუილი თქვა

„სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში ამდენი ტყული ისმის. დღევანდელი დღის კონკრეტული მონაკვეთი შეეხება ინტერპელაციას ნაციონალური მოძრაობის მიერ დასმულ კითხვას. დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე რამდენიმე დღე იმუშავეს „ნაცებმა“ და ბატონი რომანი [გოცირიძე] თავისით არ გადაწყვეტდდა, როგორ მიეყენებინა ზიანი პრემიერ გახარიასთვის“.

29 მაისი 2020, 16:39

მსოფლიო

მინეაპოლისის პოლიციამ CNN-ის გადამღები ჯგუფი გაათავისუფლა

ქალაქ მინეაპოლისის პოლიციამ CNN-ის გადამღები ჯგუფი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. CNN-ის გადამღები ჯგუფი მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციისას პირდაპირ ეთერში დააპატიმრეს

გიგა ბოკერია

29 მაისი 2020, 16:38

საზოგადოება

გიგა ბოკერია: თქვენ უფრო ჭკვიანები რატომ ხართ, ვიდრე ის, ვინც თვითონ უნდა წყვეტდეს, როდის დახარჯოს თავისი ფული

თქვენ უფრო ჭკვიანები რატომ ხართ, ვიდრე ის ხალხი, ვინც თვითონ უნდა წყვეტდნენ, როდის უნდა დახარჯონ თავისი ფული? თქვენ თუ „შავი დღე“ ახლა არ გიდგათ, იმ ხალხს უდგას, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მულტიფუნქციური სპორტის სასახლე

29 მაისი 2020, 16:33

საზოგადოება

შალვა გოგოლაძემ მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა მოინახულა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, პაატა გურასპაულთან ერთად, თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ახალი, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა მოინახულა. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა და სამუშაოები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

29 მაისი 2020, 16:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: 58 საქმეა სტრასბურგიდან, წინა ხელისუფლების დანაშაულების გამო, ჩვენ დღეს ფული უნდა გადავიხადოთ

ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პლენარულ სხდომაზე უპასუხა, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 16:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია ოპოზიციას: ეტყობა დაიღალეთ კოლეგებო და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ

„მიუხედავად ყველაფრისა, რაც აქ ითქვა, რა თქმა უნდა დღეს აქ ვდგევართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად და ასევე, ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს. მიუხედავად ყველაფრისა, აქ რაც არ უნდა ითქვას და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები სძლევს - ეტყობა დაიღალეთ კოლეგებო და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ნათია თურნავა

29 მაისი 2020, 16:26

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება საბოლოო ჯამში, ადამიანებისა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული

2012 წელთან შედარებით პრაქტიკულად ჯერადობით გაიზარდა სოციალური ბიუჯეტი, ჯანდაცვის ბიუჯეტი, განათლების ბიუჯეტი, პენსიის ოდენობა, მასწავლებლების ხელფასი და სხვ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით გვქონდეს პროგრესი - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ამ დიდი გლობალური გამოწვევის დროსაც კი ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება, იქნება ეს ბიზნესის დახმარება, თუ რომელიმე სეგმენტის მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, ადამიანებისა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

29 მაისი 2020, 16:24

ეკონომიკა

რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა და გიდებმა

ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა(მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2-საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

29 მაისი 2020, 16:20

COVID19

15 ივნისიდან საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 29 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის

15 ივნისიდან 29 ქვეყნიდან ტურისტები საბერძნეთში გამგზავრებას შეძლებენ. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობაში განაცხადეს.

დიმიტრი ხუნდაძე

29 მაისი 2020, 16:17

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი საერთო ევროპულს უახლოვდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ბავშვთა სიკვდილობა მნიშვნელოვნად შემცირდა. პიკური მაჩვენებელი ამ მხრივ იყო 2009 წელს, დღეს კი ის უახლოვდება საერთო ევროპულ მაჩვენებელს, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

29 მაისი 2020, 16:15

საზოგადოება

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის დღეს 2 000 ამანათი მომზადდა

მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების საკვები პროდუქტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. დახმარების აქციაში დღეს კომპანიები - „ჯითისი ჯგუფი“, „არსი“ და „ფერი“ ჩაერთნენ. კამპანიას შეუერთდა „ვითიბი ბანკის“ მენეჯმენტიც, რომელმაც ბენეფიციარებისთვის 2 000 ამანათი მოამზადა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

გიორგი კანდელაკი

29 მაისი 2020, 16:13

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი მთავრობას მოსახლეობის დასახმარებლად ააიპ-ების გაუქმებას სთავაზობს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოების მოთხოვნებს არ პასუხობს და მთავრობას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა აიპ-ების გაუქმებით მოსახლეობას მეტი ფულადი თანხით დაეხმაროს.

გიგა ბოკერია

29 მაისი 2020, 16:10

პოლიტიკა

გიგა ბოკერია პრემიერს: ჩვენი ინტერპელაცია რომ იქნება, მოგვისმინე, ტონი შეიცვალე და იქნებ რამე გაიგო

„ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? - „თქვენთვის დრო არ მაქვს“, „აქ ნუ გამაცდენთ“ - ვინ წაგახალისათ, ძალიან მაინტერესებს? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის ცოტა პატივისცემა ისწავლოთ?! თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო?! პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდე და ორ ერზე ილაპარაკო ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან, თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს და ეს კრიზისი ოპოზიციას გადააბრალოთ?! დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ ხო? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ, ხომ ეგრეა თქვენი მსოფლმხედველობა. ვინც სამოქალაქო წესრიგს ფეხებზე იკიდებს, კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო, იმასთან უნდა დაწვეთ ხო? და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდგულზე იყოთ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ?! თქვენი აზრით ეს არის რაც ქვეყანას გამოადგება? ჩვენი ინტერპელაცია რომ იქნება მოგვისმინე, ტონი შეიცვალე და იქნებ რამე გაიგო“, - მიმართა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს.

29 მაისი 2020, 16:10

საზოგადოება

ზღვის უბნის IV მიკრორაიონში ახალი სკვერი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მ.რ. V კორპუსის წინ 2 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი. უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა, ბალახის საფარი, ფილები და ბორდიური. ამ ეტაპზე, შავი მიწა იშლება და გარე განათების ქსელი მონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

29 მაისი 2020, 16:09

ეკონომიკა

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები არ უქმდება

ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა ადმინისტრაცია ვალდებულია ოთახები სადეზინფექციო ხსნარით 2-საათიანი ინტერვალებით დაამუშაოს.

ვასილ როინიშვილი

29 მაისი 2020, 15:55

საზოგადოება

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშვნას მართლმსაჯულების გაჯანსაღების საწინააღმდეგო ნაბიჯად აფასებს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშვნას მართლმსაჯულების გაჯანსაღების საწინააღმდეგო მორიგ ნაბიჯად აფასებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ავრცელებს.

კახა კალაძე

29 მაისი 2020, 15:52

პოლიტიკა

კახა კალაძე: ლოგიკურია, ბიზნესი იმ პარტიას არ შესწირავს, ვინც მათ ატერორებდა

ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შესწირავს, ვინც მათ ატერორებდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბიზნესის მიერ გაკეთებულ შემოწირულობებზე განაცხადა. „როდესაც ბიზნესი ახორციელებს თანხის შეწირვას კონკრეტული პარტიის მიმართ, ეს არის ძალიან კარგი. ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შესწირავს, ვინც მათ ატერორებდა, ბიზნესს ართმევდა, ოჯახებს აუბედურებდა, კლავდნენ, აწამებდნენ.

რომან გოცირიძე

29 მაისი 2020, 15:50

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე 8 ტყუილზე ირაკლი კობახიძის რეპლიკას პასუხობს და აცხადებს, რომ სინამდვილეში 8 სიმართლე ისროლა. რომან გოცირიძის თქმით, მას ტყუილი არ უთქვამს.

29 მაისი 2020, 15:48

პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ონლაინ შეხვედრა გამართა

2020 წლის 29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, აუდუნ ჰალვორსენთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული რთული ვითარება და საერთაშორისო ფორმატებში ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები.

29 მაისი 2020, 15:47

COVID19

რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან სავაჭრო მოლებმა და ცენტრებმა

ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში. არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.