ქუმსიშვილი: სამთავრობო დანაზოგები მკვეთრად გაიზარდა
დიმიტრი ქუმსიშვილი
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
პირველი ვიცეპრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში მიმდინარე ხარჯები 6,321.1 მლნ ლარს შეადგენს. მისი თქმით, შრომის ანაზღაურების სახით 78.4 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. შედეგად, მკვეთრად არის გაზრდილი სამთავრობო დანაზოგები, რომელმაც 2017 წლის გასულ პერიოდში დაახლოებით 1,300 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 100%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
„მნიშვნელოვანად გაიზარდა კაპიტალური ხარჯები. სულ 9 თვეში ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 1,934.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 395.2 მილიონი ლარით აღემატება. სულ 2017 წელს ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 3 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 29 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით.
„29 %-ით არის გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც ზრდა 22 პროცენტს შეადგენს. ჯამში, მიმდინარე ანგარიშის ეს სამი ნაკადი - ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები 931 მლნ აშშ დოლარით ანუ 26%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც, ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტო ზრდა არის ისტორიულ პერსპექტივაში“, - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.
მისი თქმით, წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. „2016 წელს დაფიქსირებული 12.8 პროცენტიანი მაჩვენებელი, ექსპორტისა და ტურიზმის მაღალი ზრდის შედეგად, 2017 წლის პირველ კვარტალში 11.7 პროცენტამდე, ხოლო მე-2 კვარტალში 7.4 პროცენტამდე შემცირდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, ეს ტენდენცია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმოხილვის ფარგლებში დადებითად შეაფასა.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 10:02
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 აპრილი 2026, 10:02
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე მოხსენებით გამოვიდა.
17 აპრილი 2026, 09:52
საზოგადოება
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.
17 აპრილი 2026, 09:52
მსოფლიო
ტრამპმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ახლა აშშ-ს მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საქმეები წინ მიიწევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ამერიკას მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი.
17 აპრილი 2026, 09:41
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დღეს საზოგადოებაში რევოლუციური სცენარების დაკვეთა არ არსებობს, ყველა ვინც ამ სცენარის განხორციელებას შეეცდება, შესაბამის პასუხს მიიღებს
ყველა შემთხვევაში, როდესაც მათ დასკვნები ვერ გამოჰქონდათ თავიანთი წინა ქმედებებიდან, პოლიტიკურად ცხვირს წაიტეხდნენ ხოლმე. ასე იქნება ახლაც, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
17 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ ნატოს დაეხმარება, რადგან მის გარეშე ევროპის ქვეყნები მოსკოვს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 09:20
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: არავის ვურჩევ იფიქროს საქართველოში რევოლუციური გზებით ხელისუფლების ცვლილებაზე
გვახსოვს ბოლო წლებში რევოლუციების 5 მცდელობა, რომლებიც აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით უნდოდათ მომხდარიყო. ამჯერად როდესაც კიდევ ტრენინგებზეა საუბარი, ბუნებრივია ყურადსაღები ინფორმაციაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
17 აპრილი 2026, 09:09
საზოგადოება
ბექა ძამაშვილი: თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების
თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება გაეროს, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, ამ მიმართულებით საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
17 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპს იმედი აქვს, რომ „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის დროს „კარგად მოიქცევა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედი აქვს, რომ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების პერიოდში „კარგად მოიქცევა“.
17 აპრილი 2026, 08:48
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას როგორც რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში, ასევე ხაზი გაესვა იმ მზარდ ტენდენციას, რასაც ჩვენ გარე ჩარევებს ვუწოდებთ
საქართველოსთვის საპარლამენტო ასამბლეა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნები, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
17 აპრილი 2026, 08:39
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის მიზანია, ქვეყნებმა მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მთელს მსოფლიოშია
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 აპრილი 2026, 08:31
პოლიტიკა
პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილება
პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.
17 აპრილი 2026, 08:25
საზოგადოება
ნიუ-იორკში, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია დასრულდა
ნიუ-იორკში, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია დასრულდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაეროს სხვადასხვა დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე.
17 აპრილი 2026, 08:17
პოლიტიკა
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება - შალვა პაპუაშვილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან შეხვედრას გამართავს
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრას გამართავს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან. შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდება პარაგვაელ კოლეგას.
17 აპრილი 2026, 08:12
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დღეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება
პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ირაკლი კობახიძე ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა თემატურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა - მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
17 აპრილი 2026, 08:05
სამართალი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
17 აპრილი 2026, 03:02
მსოფლიო
ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.
17 აპრილი 2026, 01:01
მსოფლიო
Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:25
მსოფლიო
Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!
როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.


