imedi /  19 თებერვალი 2019, 18:58 / სანდო წყარო

კარლ ჰარცელი: ევროკავშირისთვის „თიბისი ბანკის“ საქმე ძალიან მნიშვნელოვანია

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირისთვის „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ელჩის თქმით, ქვეყნის სისტემური ბანკია. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ელჩის განცხადებით, საკითხები როგორიც არის საქართველოს მაკროფინანსური სტაბილურობა, სერიოზულად უნდა გაითვალისწინონ.

"ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს მაკროფინანსური სტაბილურობა, სერიოზულად გათვალისწინებული უნდა იყოს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ, ვინაიდან ჩემი მხრიდან არაკეთილგონიერი იქნება კომენტარის გაკეთება გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული იყო ეროვნული ბანკის ზედამხედველობითი უფლებამოსილების ფარგლებში. ჩვენ განვაგრძობთ მოვლენების დაკვირვებას", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

"თიბისის საქმის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა გააკეთეს კომენტარები. ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უნდა გაიმიჯნოს ანაკლიის პორტის მშენებლობა და საგამოძიებო მოქმედებები.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს.

დღეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თქვეს, რომ მზად არიან "თიბისი ბანკზე" სასაუბროდ პარლამენტში მივიდნენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "იმედი LIVE"-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ თავად მამუკა ხაზარაძე და ყველა პირი, რომელსაც ეს საქმე ეხება, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, იმისთვის, რომ მათთან პიროვნულად დაკავშირებულმა კითხვებმა ბანკი არ დააზიანოს. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით კი ანაკლიის პროექტს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს და ხაზარაძე უბრალოდ შემსრულებელია.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 

„თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში იმას წერს, რაზეც ქართულენოვანში საუბარი არაა. კერძოდ ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.

თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შესაბამისი განცხადებას ბანკმა საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

28 მარტი 2026, 11:10

მსოფლიო

მერცმა ტრამპი ირანთან ომის გამო მასშტაბურ ესკალაციაში დაადანასაულა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის გამო მკაცრად გააკრიტიკა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი

28 მარტი 2026, 11:02

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: აუცილებელია, ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად

28 მარტს „დედმიწის საათი“ აღინიშნება. დედამიწის საათი (Earth Hour) წარმოადგენს გლობალურ გარემოსდაცვით ინიციატივას, რომელიც უკვე 20 წელია ტარდება.

28 მარტი 2026, 10:45

თავდაცვა

რეინჯერთა საპარაშუტო მომზადების კურსი დასრულდა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, სპეციალური მომზადების პროგრამა დასრულდა.

28 მარტი 2026, 10:40

სამართალი

მცხეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.

28 მარტი 2026, 10:39

პოლიტიკა

სოზარ სუბარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, საუბარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხო. ხაზი გაესვა მის როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, სულიერების გაძლიერებასა და ერის გაერთიანებაში.

28 მარტი 2026, 10:36

მსოფლიო

მედია: რუსეთი 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტს კრძალავს

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა მოამზადოს დადგენილების პროექტი 2026 წლის 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

28 მარტი 2026, 10:34

სამართალი

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს, ხოლო სამი პირი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო სამი პირი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან.

28 მარტი 2026, 10:33

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს.

მარკო რუბიო კაია კალასი

28 მარტი 2026, 10:13

მსოფლიო

Axios: რუბიომ კალასს შესთავაზა, თავად მოაგვაროს უკრაინული კრიზისი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა საფრანგეთში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ჰკითხა, როდის დაიკავებს ამერიკა რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრ პოზიციას, რასაც აშშ-ის პირველი დიპლომატის მხრიდან მძაფრი პასუხი მოჰყვა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

28 მარტი 2026, 10:08

საზოგადოება

გურჯაანში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 100-მდე ფერმერი ესწრებოდა, როგორც გურჯაანის, ასევე თელავის მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრის მიზანს დარგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და თანამედროვე აგროტექნოლოგიური რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა.

28 მარტი 2026, 10:04

რეგიონი

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

თეა ახვლედიანი

28 მარტი 2026, 09:33

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა.

28 მარტი 2026, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მარტს საქართველოში

28 მარტს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპი

28 მარტი 2026, 08:36

მსოფლიო

ტრამპი: მსურს, რომ ჩემი მემკვიდრეობა დაახასიათონ, როგორც დიდებული მშვიდობისმყოფელის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ მომავალში მისი მემკვიდრეობა დაახასიათონ, როგორც მშვიდობისმყოფელი.

სტივ უიტკოფი

28 მარტი 2026, 08:00

მსოფლიო

სტივ უიტკოფის განცხადებით, ირანელებთან შეხვედრა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს.

28 მარტი 2026, 03:52

მსოფლიო

CBS News: 10 ამერიკელი დაშავდა საუდის არაბეთის ავიაბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად

აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

დონალდ ტრამპი

28 მარტი 2026, 03:02

მსოფლიო

ტრამპი: ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ნატოზე, მათ დასაცავად - მაგრამ ახლა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აღარ ვართ ვალდებულნი ეს ვაკეთოთ, არა?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა აღარ აპირებს იყოს იმ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტი, რომლებიც სანაცვლოდ შესაბამის ნაბიჯებს არ დგამენ.

ფრიდრიხ მერცი

28 მარტი 2026, 00:57

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი სკეპტიციზმს გამოთქვამს იმის თაობაზე, აქვთ თუ არა აშშ-სა და ისრაელს ირანში ომის დასასრულებლად მკაფიო სტრატეგია

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სკეპტიციზმს გამოთქვამს იმის თაობაზე, აქვთ თუ არა აშშ-სა და ისრაელს ირანში ომის დასასრულებლად მკაფიო სტრატეგია, თუმცა აცხადებს, რომ გერმანია, პრინციპში, მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სტაბილიზაციის მისიაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.

27 მარტი 2026, 23:53

მსოფლიო

ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს

ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს. პარასკევს გაკეთებული განცხადების თანახმად, გარკვეული მონაცემები მოპარულია.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 23:49

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, აშშ ირანისგან ომის დასასრულებლად წარდგენილ წინადადებაზე პასუხს „ნებისმიერ წუთს“ ელოდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ არ მიუღია ირანის პასუხი 15-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების მაგიდაზე დადო. მისივე თქმით, პასუხი შესაძლოა ნებისმიერ წუთს მოვიდეს.