imedi /  16 იანვარი 2018, 10:47 / სანდო წყარო

18 იანვარს მედიისთვის "ექვთიმე თაყაიშვილის" ჩვენება გაიმართება

18 იანვარს, 11 საათზე, კინოთეატრ "ამირანში“ მედიის წარმომადგენლებისთვის რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე თაყაიშვილის“ ჩვენება შედგება.

კინოჩვენების შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც ასევე ექვთიმე თაყაიშვილის როლის შემსრულებელი, გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი დაესწრება. 

ფილმის გადაღებები, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა. 

ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს - ცდუნებას! სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.

კინოსურათის გადაღება ქართველი ხალხის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

ყველა სიახლე

რობერტ ფიცო

05 აპრილი 2026, 11:27

მსოფლიო

რობერტ ფიცომ ევროპას რუსეთთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა

„მე მხოლოდ საღი აზრისკენ დაბრუნებისკენ მოვუწოდებ. მთელი ევროკავშირი და განსაკუთრებით ევროპული თანამეგობრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო ჰგავს თვითმკვლელ გემს. ევროკავშირმა და განსაკუთრებით ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები და უზრუნველყონ სტრატეგიული ნედლეულის მიწოდება ყველა შესაძლო წყაროდან და მიმართულებიდან, მათ შორის რუსეთიდან. ამიტომ აუცილებელია გაუქმდეს უაზრო სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს, დაიწყოს ევროკავშირის ცალკეული ინიციატივა უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის და გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობის აღსადგენად, - წერს ფიცო.

ვიქტორ ორბანი

05 აპრილი 2026, 11:25

პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი: ევროკავშირი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. მოვითხოვთ, ბრიუსელმა რუსეთის ენერგეტიკაზე სანქციები მოხსნას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოახლოებაზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა მოხსნას. „ფეისბუკზე“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესაუბრა, რადგან, მისი თქმით, „ევროპაში სიტუაცია კრიტიკულია“.

აბას არაღჩი

05 აპრილი 2026, 11:20

მსოფლიო

აბას არაღჩი: პაკისტანის ძალისხმევის მადლიერები ვართ და ისლამაბადში ჩასვლაზე უარი არასდროს გვითქვამს

„ამერიკული მედია ირანის პოზიციას არასწორად წარმოაშობინებს. ჩვენ პაკისტანის ძალისხმევის მადლიერები ვართ და ისლამაბადში ჩასვლაზე უარი არასდროს გვითქვამს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩვენზე თავსმოხვეული ამ უკანონო ომის საბოლოო და ხანგრძლივი დასრულების პირობებია“, - წერს არაღჩი.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აპრილი 2026, 11:16

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე: აფგან სადიგოვს, რომელიც გუშინ გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლ-შვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

05 აპრილი 2026, 11:14

საზოგადოება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლ „ბლეზის“ ჩვენება გაიმართა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლ „ბლეზის“ ჩვენება გაიმართა. სპექტაკლს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

05 აპრილი 2026, 11:04

საზოგადოება

5 აპრილს გეოლოგის პროფესიული დღე აღინიშნება - საქართველოში გეოლოგიური კვლევების დაწყებიდან 185 წელი გავიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

05 აპრილი 2026, 11:00

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1967 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

05 აპრილი 2026, 10:58

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

05 აპრილი 2026, 10:58

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის, მოხმარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ვ.ქ. რუსთავში დააკავეს.

05 აპრილი 2026, 10:42

საზოგადოება

თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მიღება განაახლა

შეფერხება გამოიწვია მატარებლის დაზიანებამ, რის გამოც მეტროსადგური „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებული იყო.

05 აპრილი 2026, 10:24

სამართალი

შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულია წარმოშობის ქვეყანაში და მას საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა დაუწესდა

„საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამავდროულად, სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

05 აპრილი 2026, 09:46

ჯანდაცვა

მარნეულის მუნიციპალიტეტში სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში მორიგი გამოკვლევები ჩატარდა

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში - ონკოლოგიის სამკურნალო პროგრამა მოიცავს კვლევებსა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას, არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.

05 აპრილი 2026, 09:22

საზოგადოება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება

„მატარებლები მოძრაობენ მს „ვარკეთილიდან“ მს „სადგურის მოედნამდე“, ხოლო მს „სადგურის მოედნიდან“ მს „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებულია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი გასულია. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

05 აპრილი 2026, 09:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

დონალდ ტრამპი

05 აპრილი 2026, 08:59

მსოფლიო

ტრამპმა ირანში დაკარგული ამერიკელი მფრინავის გადარჩენის შესახებ განაცხადა

„ეს პირველი შემთხვევაა სამხედრო ისტორიაში, როდესაც მტრის ტერიტორიის სიღრმეში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, აშშ-ის ორი პილოტი გადავარჩინეთ. ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ამერიკელ მებრძოლს! ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ორივე ამ ოპერაციის განხორციელება ისე, რომ არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა და არც კი დაშავებულა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ მივაღწიეთ აბსოლუტურ საჰაერო დომინირებასა და უპირატესობას ირანის ცაზე“, - წერს ტრამპი.

05 აპრილი 2026, 08:49

ტექნოლოგიები

Artmemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარისკენ მოგზაურობის ფოტოები გააზიარა

მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს. მისიის მთავარი ამოცანა მთვარისკენ შემდეგი ფრენებისთვის ხომალდის სისტემების შემოწმებაა.

05 აპრილი 2026, 08:29

მსოფლიო

პოლიციამ თელ-ავივში ანტისაომარი მიტინგი დაშალა

გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, თელ-ავივში და ისრაელის სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მას შემდეგ გაიმართა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამოსცა დროებითი განკარგულება, რომელიც პოლიციას ავალდებულებდა, დაეშვა პროტესტის ჩატარება გარკვეული მასშტაბით, სარაკეტო საფრთხის შესახებ სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად.

05 აპრილი 2026, 08:17

მსოფლიო

აშშ და ირანი ერთმანეთს ჯოჯოხეთის მოწყობით დაემუქრნენ

ირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას ანალოგიური რიტორიკით უპასუხა. ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, „ჯოჯოხეთში“ თავად აშშ აღმოჩნდება.

05 აპრილი 2026, 08:00

საზოგადოება

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს. დღესასწაულს ზეიმობს კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია.

05 აპრილი 2026, 00:17

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ, დაიწყეს შესაბამისი საქმის წარმოება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.