imedi /  22 ივლისი 2019, 10:42 / სანდო წყარო

ირანის მიერ ტანკერის დაკავების გამო ტერეზა მეიმ საგანგებო სხდომა დანიშნა

ტანკერი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ირანის მიერ ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავებასთან დაკავშირებით ორშაბათს საგანგებო სხდომა დანიშნა, რომელსაც უმაღლესი თანამდებობის პირები და უსაფრთხოების სფეროს ლიდერები დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

შეხვედრაზე ოფიციალური ლონდონის საპასუხო რეაქციაზე უნდა იმსჯელონ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი ირანის რეჟიმის ფინანსური ანგარიშების გაყინვასაც განიხილავს.

ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან საუბრის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნავიგაცია "ევროპული ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია", ამასთან ჰანტი ხაზს უსვამს ნებისმიერი სახის ესკალაციის თავიდან არიდების მნიშვნელობას.

ირანში ტანკერის დაკავების ოფიციალურ მიზეზად მის მიერ ირანის ტერიტორიულ წყლებში წესების დარღვევას ასახელებენ. 

ივლისის დასაწყისში ირანული გემის დაკავების მიზეზად მაშინ ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ ტანკერს სანქციების გვერდით ავლით სირიისთვის ნავთობის მიწოდება სურდა. 

ირანმა თავის ტერიტორიულ წლებში ბრიტანული ტანკერი 19 ივლისს დააკავა. დიდმა ბრიტანეთმა ირანის ქმედებას მიუღებელი უწოდა.

2019 წლის ზაფხულში ირანსა და აშშ-სა და მის მოკავშირეებს ურთიერთობები დაიძაბა, რასაც წინ უძღოდა სპარსეთის ყურეში მომხდარი ინციდენტი, ასევე ირანის მიერ აშშ-ის უპილოტო აპარატის განადგურება, რის საპასუხოდაც აშშ ირანის ტერიტორიაზე სამხედრო დარტყმისთვისაც კი მზად იყო. ამ ყველაფერს კი ფონად გასდევს აშშ-ის  მიერ ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა და ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე მუშაობის დაწყება. 

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას ულოცავს

„ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას. უსაფრთხოება კავკასიაში, მთელი ევროპის სტაბილურობისათვის გადამწყვეტია. წინ დიდი სამუშაოა და მინდა, გისურვოთ წარმატებები ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და დიალოგისაკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელებაში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

05 დეკემბერი 2020, 00:06

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 284 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ემანუელ მაკრონი

04 დეკემბერი 2020, 23:49

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

04 დეკემბერი 2020, 23:37

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ეს კონფლიქტი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ, ვიფიქროთ ფრაქციებზე, „გირჩი 2“-ის შექმნაზე

ეს კონფლიქტი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ, ვიფიქროთ ფრაქციებზე, „გირჩი 2“-ის შექმნაზე, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ირმა ინაშვილი

04 დეკემბერი 2020, 23:32

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: 7 პარტიის მიერ შედგენილ პაკეტში ერთს პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას

ჩვენ არასდროს ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერიმა, ირმა ინაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რითაც მან უპასუხა მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რატომ არ ესწრებოდა „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციასა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრას.

გოგა ხაჩიძე

04 დეკემბერი 2020, 23:30

პოლიტიკა

გოგა ხაჩიძე: ახალგაღვიძებულზე იაგო ხვიჩიას გამოტანტალებები უადგილოდ, უდროოდ, ულოგიკოდ, უმორალოდ, არის აუტანელი

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას კომენტარზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი „გამოტანტალებები“ უადგილო და უდროო იყო, რაც მისთვის, როგორც პარტიის მხარდამჭერისთვის იყო აუტანელი.

04 დეკემბერი 2020, 23:28

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირქტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს.

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 23:15

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა, 2 კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 482 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთანავე, 2 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 241 ადამიანი განიკურნა.

04 დეკემბერი 2020, 23:03

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა.

04 დეკემბერი 2020, 22:59

მსოფლიო

გერმანიაში 92 წლის ქალს ჰოლოკოსტის უარყოფისთვის პატიმრობა მეორედ მიესაჯა

ბერლინის, ტირგარტენის რაიონის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 92 წლის ურსულა ჰავერბეკს, რომელიც ჰოლოკოსტის უარყოფისთვის მისჯილი პატიმრობიდან მიმდინარე წლის ოქტომბერში გათავისუფლდა. გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ურსულა ჰავერბეკმა ციხეში 2,5 წელი გაატარა.

კორონავირუსის ტესტირება

04 დეკემბერი 2020, 22:58

რეგიონი

კახეთში კორონავირუსის 309 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ სულ 5 ათას გადააჭარბა. ეპიდემიოლოგებმა ახალი დადასტურებული შემთხვევების 198 კონტაქტი უკვე მოიძიეს. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. პარალელურად ცხელების ცენტრს დღეს 90-მა პაციენტმა მიმართა.

ლევან დავითაშვილი

04 დეკემბერი 2020, 22:32

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია

ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია. წლის განმავლობაში ჩვენ ეს მარაგები გავზარდეთ ზუსტად იმის გამო, რომ არაორდინალური სიტუაციაა მსოფლიოში, არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ გლობალურადაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 დეკემბერი 2020, 22:28

COVID19

ტედროს გებრეიესუსი: ჯანმო შეშფოთებულია გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო შეშფოთებულია მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა.

ზვიად შალამბერიძე

04 დეკემბერი 2020, 21:53

რეგიონი

კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება იმერეთის 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გუშინ და დღეს გამართულ შეხვედრებზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც სწრაფ ტესტირებას უკავშირდება.

დევიდ ბიზლი

04 დეკემბერი 2020, 21:53

მსოფლიო

გაერო: 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბიზლის განცხადებით, შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდის გამო, 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს.

04 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 214 ადამიანი გარდაიცვალა.

04 დეკემბერი 2020, 21:24

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 193 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კორონავირუსით გარდაცვალება

04 დეკემბერი 2020, 21:22

COVID19

კახეთში კორონავირუსით 30-ე პაციენტი გარდაიცვალა

ხანდაზმული გურჯაანის დასუფთავების სამსახურში მძღოლად მუშაობდა. ის გურჯაანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით სამი დღის წინ მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 დეკემბერი 2020, 21:19

COVID19

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.

ეუთო

04 დეკემბერი 2020, 21:11

პოლიტიკა

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურებულია სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.