ლონდონი ირანთან ტანკერების გაცვლაზე უარს აცხადებს

ფოტო: Twitter/არქივი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, ირანთან არსებული სიტუაცია არა რამე პირობის სანაცვლოდ, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის საფუძვლების გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას The National-ი ავრცელებს.
ამით ოფიციალური ლონდონი უარს აცხადებს ირანის მიერ დაკავებული ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის Stena Impero-ის ირანული ტანკერის Grace1-ის სანაცვლოდ გამოხსნაზე.
დომინიკ რააბის განცხადებით, არსებული სიტუაცია ბარტერის გზით არ უნდა გადაწყდეს და ბრიტანეთის მოთხოვნა სწორედ ის იქნება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად გამოყენებული იქნეს საერთაშორისო სამართლის პრინციპები.
ამასთან, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანმა ბრიტანული ტანკერი უკანონოდ დააკავა.
ირანში ტანკერის დაკავების ოფიციალურ მიზეზად მის მიერ ირანის ტერიტორიულ წყლებში წესების დარღვევას ასახელებენ.
ივლისის დასაწყისში ირანული გემის დაკავების მიზეზად მაშინ ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ ტანკერს სანქციების გვერდით ავლით სირიისთვის ნავთობის მიწოდება სურდა.
ირანმა თავის ტერიტორიულ წლებში ბრიტანული ტანკერი 19 ივლისს დააკავა. დიდმა ბრიტანეთმა ირანის ქმედებას მიუღებელი უწოდა.
2019 წლის ზაფხულში ირანსა და აშშ-სა და მის მოკავშირეებს ურთიერთობები დაიძაბა, რასაც წინ უძღოდა სპარსეთის ყურეში მომხდარი ინციდენტი, ასევე ირანის მიერ აშშ-ის უპილოტო აპარატის განადგურება, რის საპასუხოდაც აშშ ირანის ტერიტორიაზე სამხედრო დარტყმისთვისაც კი მზად იყო. ამ ყველაფერს კი ფონად გასდევს აშშ-ის მიერ ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა და ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე მუშაობის დაწყება.
ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 12:31
სპორტი
ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ტიტული მოიგო
ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ტიტული მოიგო. იტალიის სუპერთასის შეხვედრაში ტურინის გუნდმა „ნაპოლი“ 2:0 დაამარცხა და ეს ჯილდო არსებობის ისტორიაში მეცხრედ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში 64-ე წუთზე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ, ხოლო 90-ე წუთზე კი ალვარო მორატამ გაიტანა.

21 იანვარი 2021, 12:30
საზოგადოება
თამარ გაბუნიამ მედიას ვაქცინაციის გეგმის ძირითად ასპექტები გააცნო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიას ვაქცინაციის გეგმის ძირითად ასპექტები გააცნო. მისი თქმით, გეგმის ძირითადი ამოცანაა, წლის ვაქცინაციამ ბოლომდე 60% პროცენტი მოიცვას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იმუნური პასუხით იყოს დაცული.

21 იანვარი 2021, 12:26
COVID19
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ხელმძღვანელობით COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა განხილეს COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განხორციელებისთვის რეგიონში არსებული მზაობა და იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის წარმართვის შესახებ.

21 იანვარი 2021, 12:17
სპორტი
მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასს სენსაციურად გამოეთიშა
მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასს სენსაციურად გამოეთიშა. ტურნირის 1/16-ფინალში სამეფო კლუბსა და მესამე ლიგის წარმომადგენელ „ალკოიანოს“ შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა გუნდმა „რეალს“ ერთი ბურთი გაუტანა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

21 იანვარი 2021, 12:15
COVID19
მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა
დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად დამტკიცდა, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

21 იანვარი 2021, 12:09
COVID19
ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების შემსუბუქებაზე: დამატებით გადაწყვეტილებებს ამ კვირაში მივიღებთ
„ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

21 იანვარი 2021, 12:08
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ
კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ. რა ელის იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 12:01
ეკონომიკა
მაია ცქიტიშვილი: ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის ფუნქცია იქნება იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს
ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაციაც, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშილმა განაცხადა.

21 იანვარი 2021, 12:00
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს მიულოცა
„ისტორიისა და იმედის დღე“. ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ბრიუსელიდან, სადაც საქართველოსა და ევროატლანტიკური კავშირების მომავალზე ვისაუბრებ. დღეს, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის ლიდერობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია“, - წერს პრეზიდენტი.

21 იანვარი 2021, 11:55
COVID19
უკრაინაში კორონავირუსის 5,583 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 5,583 ადამიანს დაუდასტურდა, 241 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,177,621 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 21,499 პაციენტი ემსხვერპლა, 914,730 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

21 იანვარი 2021, 11:52
COVID19
სომხეთში კორონავირუსის 307 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსი კიდევ 307 ადამიანს დაუდასტურდა, 5 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 165,528 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,021 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 154,046.

21 იანვარი 2021, 11:33
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა
მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი უმძიმესი მუხლი, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამება, საკუთრების უფლება და სხვა უფლებები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

21 იანვარი 2021, 11:32
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: აშშ-ში ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას
„ასევე ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას. დღეს ვართ უმაღლეს ნიშნულზე. რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი გაღრმავების, სტრატეგიული პარტნიორობის, ერთმანეთთან დაკავშირების მეტი პერსპექტივა ექნება“, - განაცხდა ელჩმა.

21 იანვარი 2021, 11:28
საზოგადოება
გიორგი გახარია: საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა
„საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს. პრემიერის თქმით, დღეს საქართველო ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად მზად არის, როგორც ტექნიკურად, ისე სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით“.

21 იანვარი 2021, 11:27
პოლიტიკა
დეოკუპაციისა და ქვეყნის ინტეგრაციის მიმართულებით, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი იქნება
აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება, რომ ქვეყნის, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია.

21 იანვარი 2021, 11:25
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
„ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ბიზნესმა პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID-19-ის დღის წესრიგით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საჭიროებების, რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა გაგრძელდეს პირველი თებერვლის შემდეგაც, ოღონდ ყოველგვარი ჩაკეტვის, წერტილოვანი თუ სექტორული შეზღუდვების გარეშე. 2021 წლის პირველი თებერვალი ის თარიღია, რომლის შემდეგაც დღის წესრიგის კორექტირებაა აუცილებელი ეკონომიკური საჭიროებებიდან, მწვავე გამოწვევებიდან გამომდინარე. რასაკვირველია, უცვლელი უნდა დარჩეს და მკაცრად გაკონტროლდეს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ზომები, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა, დისტანციისა და პირბადის ტარების წესის დაცვა, პერიოდული ტესტირება თუ სხვა, რაზეც ეპიდემიოლოგები, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ბიზნესი შეთანხმდებიან. თუმცა ეკონომიკის გახსნისა და სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება უნდა იყოს ცალსახა, პრინციპული და შეუქცევადი. ჩვენ მხოლოდ ამ გზით, შეგვიძლია დავამარცხოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.

21 იანვარი 2021, 11:24
პოლიტიკა
ირაკლი ბერაია: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. იუსტიციის სამინისტროს პროფესიონალთა გუნდმა, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, წარადგინა სასიცოცხლო მნიშვნელობის მტკიცებულებები სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 11:23
საზოგადოება
გიორგი გახარია: საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს
„საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში შემოიტანენ მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც ჯანმოს მიერ იქნება ავტორიზებული.

21 იანვარი 2021, 11:18
ეკონომიკა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით მაია ცქიტიშვილი იქნება
ყველა ეკონომიკური რეფორმის ეფექტურობა უახლოეს წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის საქართველო იყოს მზად ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა და ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით - მაია ცქიტიშვილი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 11:17
პოლიტიკა
პრემიერის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი 2008 წლის ომის საქმეზე ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში ახალი ეტაპი უნდა გახდეს
„ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები“, - აღნიშნა გახარიამ.