imedi /  27 აგვისტო 2019, 10:46 / სანდო წყარო

ბრაზილია „დიდი შვიდეულისგან“ $22 მილიონის მიღებაზე უარს ამბობს

ამაზონის ხანძარი

ბრაზილიის მთავრობა „დიდი შვიდეულის“ მიერ ამაზონის ტყის ხანძრის ჩასაქრობად შეთავაზებულ 22 მილიონ დოლარზე უარს ამბობს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს

რატომ ამბობს ბრაზილია უარს დახმარებაზე, უცნობია, თუმცა ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ონიქს ლორენზონმა განაცხადა, რომ ამ რესურსის გამოყენება შესაძლოა ევროპაში ტყეების გაშენებისთვის სჯობდეს.

ბრაზილიის თავდაცვის მინისტრის ცნობით კი, ამაზონის ტყის ხანძარი კონტროლირებადია. 

„დიდი შვიდეულის“ სამიტის გადაწყვეტილება ამაზონის ტყის ხანძრის ჩაქრობისთვის ბრაზილიის ფინანსური და ლოგისტიკური დახმარების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაახმოვანა.

მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ემანუელ მაკრონი ბრაზილიის საფრანგეთის კოლონიად ქცევის მცდელობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით კი ბოლსონარუმ საფრანგეთის პირველ ლედის, ბრიჟიტ მაკრონს გარეგნობის გამო დასცინა

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 24-26 აგვისტოს ჩატარდა. „დიდი შვიდეული“ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, კანადას, აშშ-სა და იაპონიას აერთიანებს.

ბუნებისდამცველები ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ცეცხლის მიწის საშუალებით გასაწმენდად ფერმერები პრეზიდენტმა წაახალისა. NASA ს ინფორმაციით, ამაზონის ჯუნგლებში ხანძრები ადამიანების ჩარევითაა გამოწვეული. 

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ კი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს სდებს ბრალს. ხანძრის გამო ევროკავშირმა ბოლსონარუზე ზეწოლა გააძლიერა, ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. სწორედ ამის შემდეგ უარყო ბოლსონარუმ განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს ბრაზილიის საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ. მოგვიანებით, მან ხანძრის ქრობის პროცესში ჯარი ჩართო

„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ.

26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ სტიქიასთან ბრძოლაში ცნობილი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ჩაერთო

რა მნიშვნელობა აქვს ამაზონის ტყეს მსოფლიოსთვის, იხილეთ ამ ბმულზე.

როგორ ჩნდება ტყის ხანძრები, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ყურსასმენი Human Headphones-ი

19 სექტემბერი 2019, 00:50

ტექნოლოგიები

კომპანია Human Inc-მა უსადენო ყურსასმენი გამოუშვა

ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანია Human Inc-მა უცნაური ფორმის უსადენო ყურსასმენი Human Headphones-ი შექმნა, რომელსაც მალე ბაზარზე გამოიტანს. ყურსასმენს არ სჭირდება თავზე დამაგრება. მოწყობილობა მხოლოდ ყურზე უნდა დაიმაგროთ. ეს არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელსაც სმარტფონის ფუნქციებიც აქვს.

19 სექტემბერი 2019, 00:20

მსოფლიო

ნიუ-იორკში არომატიზებული ელექტროსიგარეტის გაყიდვა აკრძალეს

ნიუ-იორკი აშშ-ის პირველი შტატია, სადაც არომატიზებული ელექტროსიგარეტი აიკრძალა. არომატიზებულ ელექტროსიგარეტს ბაზრის 60 პროცენტი უკავია. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არსებული მონაცემი ადასტურებს, რომ არომატიზებული ელექტროსიგარეტი დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე.

კევინ სპეისი

18 სექტემბერი 2019, 23:21

კულტურა

აშშ-ში მოკვდა კაცი, რომელმაც კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

აშშ-ში კალიფორნიის შტატში მცხოვრები მასაჟისტი, რომელმაც მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სასამართლოში მისი სარჩელის განხილვის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემები The Hollywood Reporter-ი და Variety სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ.

ზვიად ძიძიგური

18 სექტემბერი 2019, 23:00

საქართველო

„კონსერვატიული პარტია“ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

კონსერვატიული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ პარტიის ლიდერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2019, 22:45

მსოფლიო

შოტლანდიას ევროკავშირში დამოუკიდებლად დარჩენა სურს

Brexit-ის შემთხვევაში შოტლანდია ევროკავშირის შემადგენლობაში დამოუკიდებლად დარჩენას გეგმავს. ამის შესახებ შოტლანდიის მთავრობის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა დღეს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სექსის აკრძალვა

18 სექტემბერი 2019, 22:07

მსოფლიო

ინდონეზიაში შესაძლოა ქორწინების გარეშე სექსი აკრძალონ

ინდონეზია ახალი კოდექსის მისაღებად ემზადება, რომელშიც იქნება ჩანაწერი ქორწინების გარეშე სექსის შესახებ. ჩანაწერის თანახმად, იმ პირებს, ვისაც ქორწინების გარეშე სექსი ექნებათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მოსახლეობა ხელისუფლების ინიციატივას აკრიტიკებს და თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

მაიმ პომპეო

18 სექტემბერი 2019, 21:45

მსოფლიო

ირანი საუდის არაბეთს პასუხობს

ირანის პრეზიდენტის მრჩეველი საუდის არაბეთის ბრალდებებს პასუხობს. Reuters-თან ინტერვიუში ჰასან როუჰანის მრჩეველი აცხადებს, რომ საუდის არაბეთმა არაფერი იცის ნავთობტერმინალზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ამას კი თავდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგი ადასტურებს.

18 სექტემბერი 2019, 21:36

თემა

თითის ანაბეჭდის გაყალბება შესაძლებელია?

თითის ანაბეჭდით იდენტიფიკაცია ბიომეტრული ტექნოლოგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას შემდეგ რაც ანატომებმა თითის ანაბეჭდის უნიკალურობა დაამტკიცეს, ადამიანები მასსხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ:ტელეფონების განსაბლოკად, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისათვის, საპასპორტო კონტროლის გავლისათვის.

სპეცოპერაცია კიევში

18 სექტემბერი 2019, 21:16

მსოფლიო

კიევში დააკავეს კაცი, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

კიევში, სპეცრაზმმა დააკავა კაცი, რომელიც მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კაცს დაკავების შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩნდა. ძალოვნების ინფორმაციით, კაცი სავარაუდოდ ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

ჩაკ პალანიკი

18 სექტემბერი 2019, 20:59

კულტურა

ჩაკ პალანიკის „უხილავების“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

ამერიკელი მწერლის ჩაკ პალანიკის რომანის „უხილავების“ (Invisible Monsters) მიხედვით ფილმს გადაიღებენ. ცნობილმა ნოველისტმა წიგნი 20 წლის წინ გამოსცა. Deadline-ს ცნობით, სერიალის სცენარზე ჯენიფერ იელი მუშაობს. ფილმის გამოსვლის თარიღი და მსახიობების ჯგუფის შემადგენლობა ამ დროისთვის კონფიდენციალურია.

18 სექტემბერი 2019, 20:39

კულტურა

პინკმა ახალი ვიდეორგოლი გადაიღო

ამერიკელმა მომღერალმა პინკმა კომპოზიცია Hurts 2B Human-ზე ახალი ვიდეორგოლი გადაიღო. ეს სიმღერა პინკის 28-ე ალბომში შევიდა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წლის აპრილში შედგა. პინკი სამი გრემის ჯილდოს მფლობელია. ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ცნობილი 2000-იან წლებში გახდა.

18 სექტემბერი 2019, 19:59

მსოფლიო

პაკისტანმა ინდოეთის პრემიერმინისტრის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე დაუხურა

პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის თვითმფრინავი საჰაერო სივრცეში არ შეუშვა. პაკისტანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქაშმირში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

რძე

18 სექტემბერი 2019, 19:45

ტექნოლოგიები

კვლევა: 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ

მცირე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ, - წერს CNN. კერძოდ, ახალი კვლევებით ხდება ცნობილი, რომ 5 წლამდე ბავშვებისთვის მცენარეული რძე, რომელიც ბრინჯისგან, სოიოსგან, ან სხვა ამგვარი პროდუქტისგან მზადდება, რეკომენდებული არ არის.

18 სექტემბერი 2019, 19:31

მსოფლიო

საუდის არაბეთმა ნავთობტერმინალებზე თავდამსხმელი გამოავლინა

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ნავთობტერმინალებზე თავდასხმის მტკიცებულებები წარმოდგინა. უწყება თავდასხმაში ირანის ჩართულობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ შეტევაზე იემენის მხრიდან მონაწილეობას გამოირიცხავს. მანამდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა, იემენში მოქმედმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ აიღო.

მარია შარაპოვა

18 სექტემბერი 2019, 18:50

ტაბლოიდი

შარაპოვა: ჩემი სახლი ამერიკაა

„შეერთებულ შტატებში ჩოგბურთის გამო გადმოვედი და ძალიან მალე შევითვისე აქაური ცხოვრების წესი. მე გავიზარდე რუსეთში და ბავშვობიდან რუსულ კულტურას ვეზიარე, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ბევრი ჩემი ნათესავი რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ ჩემი სახლი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებია“, - აღნიშნა ჩოგბურთელმა.

წყლის ურჩხული

18 სექტემბერი 2019, 18:47

ტაბლოიდი

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია, - წერს Forbes. ცხოველის მაგვარი არსება ჩინეთის ერთ-ერთ მდინარეში დააფიქსირეს და ის თავიდან ლეგენდარულ ლოხ-ნესის ურჩხულადაც მიიჩნიეს. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მეცნიერების ნაწილმა ის წყლის გველადაც აღიქვა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი

18 სექტემბერი 2019, 18:39

ეკონომიკა

საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ჩატარდება

2020 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში გაიმართება. აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით ესპანეთი ღონისძიებას 2021 წელს უმასპინძლებს.

როჯერ ფედერერი

18 სექტემბერი 2019, 18:37

სპორტი

როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. შვეიცარელის თთქმით, ის 2020 წელს ოლიმპიადაზე და უიმბლდონზე იასპარეზებს, რის შემდეგაც კარიერას დაასრულებს. 38 წლის ჩოგბურთელს 8-ჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი, 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 5-ჯერ ამერიკის ღია პირველობა.

ლედი გაგა

18 სექტემბერი 2019, 18:22

ტაბლოიდი

ლედი გაგამ კოსმეტიკური ბრენდის პრეზენტაცია გამართა

33 წლის ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ სანტა-მონიკაში საკუთარი კოსმეტიკური ხაზის კოლექცია წარადგინა. Haus Laboratories-თან კოლაბორაციით ერთად თვალის პროდუქტებზე იმუშავებენ და გაგა მათ მიერ გადაღებულ რეკლამებში გამოჩნდება.ლედი გაგას, თაყვანისმცემლები ასევე Allure-ის 2019 წლის ოქტომბრის ყდაზე იხილავენ.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2019, 18:21

კულტურა

ზურაბიშვილმა ,,მოსიარულე მკვდრების“ და „ტერმინატორის“ პროდიუსერს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი უცხოელ და ქართველ ქალ კინემატოგრაფებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ,,ტერმინატორის“ და ,,მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი გეილ ენ ჰერდი საერთაშორისო ორგანიზაციის საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.