Imedi /  26 ოქტომბერი 2019, 11:28 / სანდო წყარო

კალაძე: ხაზარაძე ჩემსა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ შავ კამპანიაში აიხლართა

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე თიბისის დამფუძნებლების ბრალდებებს პასუხობს. „პროგრეს ბანკში“ სავარაუდო ფულის გათეთრების საქმეზე საუბრისას თბილისის მერი აცხადებს, რომ ბრალდებულმა ბანკირებმა ვერ წარადგინეს მტკიცებულებად საერთაშორისო აუდიტორების მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მისივე თქმით, სინამდვილეში არ არსებობს.

„თავიდან გვეუბნებოდნენ, რომ არსებობდა საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა, რომელსაც თავიდანვე სიცრუე ვუწოდე. შემდეგ თიბისი ბანკმა თქვა, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს“, - აღნიშნა კალაძემ.  

ეროვნულმა ბანკმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებული მედიაში გავრცელებული დოკუმენტი არ აქვს. იმავე დღეს „თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ თიბისი ბანკში არ არის საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა, რომელიც „პროგრესბანკში“ ფულის გათეთრებას დაადასტურებს, ან ამ მიმართულებით ეჭვს გააჩენს. 

25 ოქტომბერს, 6-საათიანი მსჯელობის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ბრალდებული ბანკირების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყოს. პროცესი 8 ნოემბერს გაიმართება. საქმეს მტკიცებულებად არ დაერთვება უცხოელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაცვის შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“.  მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამავე საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.

ყველა სიახლე

მიხაილ ფრიდმანი

22 სექტემბერი 2026, 21:37

მსოფლიო

POLITICO: რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება

რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება, - წერს გამოცემა POLITICO.

22 სექტემბერი 2026, 21:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ახალი ერა“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - „ახალი ერა“, რომელიც სერბეთში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

მარკო რუბიო

22 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

რუბიო: ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ღიაა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოგადად ღიაა „ყველასთან“ შეხვედრისთვის, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში განაცხადა.

22 სექტემბერი 2026, 21:05

ეკონომიკა

ყურძნის კონდიციურობის მიხედვით ახალი ფასები განისაზღვრა - სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს. ცვლილებები შევიდა დაბალკონდიციური ყურძნის ფასებშიც. სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

პაველ ჰერჩინსკი

22 სექტემბერი 2026, 21:03

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩმა „კორძის“ კონცერტის შესახებ „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა და გადაწყვეტილებას არ გაემიჯნა

ევროკავშირის ელჩი „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. პაველ ჰერჩინსკი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე - კითხვა, რომელიც „კორძის“ კონცერტს და ევროკავშირის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ელჩმა უპასუხოდ დატოვა. ის ამ გადაწყვეტილებას არ ემიჯნება.

22 სექტემბერი 2026, 21:03

საზოგადოება

ბავშვების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - დედაქალაქის მერი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით გახმიანებულ ცილისწამებას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების შემოწმებას განაგრძობს. ინსპექტირების ჯგუფები ამოწმებენ საკვებ პროდუქტებს და ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელი კომპანიების პროდუქციას.

ირაკლი კობახიძე
იგნასიო კასისი

22 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემაა - “ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს”.

22 სექტემბერი 2026, 20:50

საზოგადოება

1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება.

22 სექტემბერი 2026, 20:41

პოლიტიკა

დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების თანამშრომლობა მუსიკოს „კორძისთან“ - ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე საუბრობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კვლავ აქტიური განხილვის თემაა დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების პოზიცია მუსიკოს „კორძისთან“ თანამშრომლობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ეთიკური ნორმების დარღვევაზე და ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე, პარტნიორი ორგანიზაციები კი ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადებებისგან თავს იკავებენ. მარიამ ბუღაძე გიამბობთ.

22 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო დიალოგს რადიკალი პოლიტიკოსის დაფინანსება? პარლამენტის თავმჯდომარის კითხვის ადრესატი ევროსაბჭოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა კანონი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული სემინარით ან ჰქონდა თუ არა ადგილი კანონისთვის გვერდის ავლის ფაქტს. ევროსაბჭომ კონკრეტული სემინარისთვის გრანტის გაცემა უარყო, თუმცა მხარდაჭერა დაადასტურა.

22 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ვინ როგორ ხედავს პროცესს? უმრავლესობის ლიდერის ვრცელი და მწვავე პასუხი ნიკა გვარამიას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ეს ნიკა გვარამიას უმრავლესობიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი ირაკლი კირცხალია გამოაქვეყნა.

22 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პეკინშია.

22 სექტემბერი 2026, 20:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის გზავნილები მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტიდან და საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ნიუ-იორკში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გამართულ მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. სამიტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.

22 სექტემბერი 2026, 20:24

პოლიტიკა

მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბელგიის სამეფოში. „ქრონიკა“ ბრიუსელიდან

მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები. ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ბელგიის სამეფოში შეხვედრები გამართა. საქართველოს პირველი კანონმდებელი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტისა და სენატის პრეზიდენტს, ასევე წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა. კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ვიზიტის ფარგლებში.

22 სექტემბერი 2026, 20:23

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და მათ შედეგებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

რევაზ სოხაძე

22 სექტემბერი 2026, 20:21

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. გვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა.

22 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

„გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა“ - გაეროს გენერალური მდივნის გზავნილები გენერალური ასამბლეის სესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართალზე, კლიმატურ კრიზისებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. დღის კულმინაცია კი შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 სექტემბერი 2026, 20:14

მსოფლიო

ერდოღანი: გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს - ცალკეული ლობისტური ჯგუფების თავდასხმების მიუხედავად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ინიციატივების განხორციელებას ოჯახებისა და ბავშვების დასაცავად

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს.