ხუნდაძე: ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის წინააღმდეგნი არიან, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა
დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: Facebook
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატი „ხალხში გასვლას, ხელმოწერების შეგროვებას და საკუთარი ინიციატივის განხილვას აპირებს“.
ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ხუნდაძე პოზიციას არ იცვლის და აცხადებს, რომ გუნდში რჩება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სხდომაზე ზედმეტი დაძაბულობა არ ყოფილა. ხუნდაძის განმარტებით, მათ კანონპროექტის წარდგენის და კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ.
„ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ საკითხს ვაყენებთ, რომ პროპორციული სისტემა, საკონსტიტუციო ჩანაწერები იძლევა იმის საშუალებას, რომ დესტრუქციულმა ძალებმა მათთვის უკვე ჩვეული ქმედებები განაგრძონ, რაც ქმნის საფრთხეს, რომ ამ სისტემით მუდმივად იქნება არასტაბილური პოლიტიკური გარემო, ეს ქუჩური გარჩევების საგანი ხდება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამაზე ამომწურავი პასუხი. ეს შეხვედრა საკმარისი არ იყო, უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა ამაზე დადებითი პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ, ჩვენ გავალთ ხალხში და გავაცნობთ ჩვენს კანონპროექტს - ვიცავთ გუნდურ წესებს. ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, ეს პროცესი ისე განგვევითარებინა, როგორც განვაცხადეთ, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტის წევრი 200 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებს. ხუნდაძე აცხადებს, რომ უკვე 30 არიან და სამოქმედო გეგმაზე მოგვიანებით ისაუბრებენ.
„გუნდიდან გასვლას არა, მაგრამ ხალხში გასვლას ვაპირებ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემა, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი იყო, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.
ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი ამერიკული მოდელია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ორპალატიანი გახდება და დეპუტატები მაჟორიტარული პრინციპით აირჩევიან.
მაჟორიტარ დეპუტატთა ეს ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.
4 დეკემბერს უმრავლესობაში შეხვედრა გამართეს, სადაც 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, პარლამენტში 10-მა ადამიანმა, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამ საკითხის პრინციპული წინააღმდეგია.
საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტში კანონპროექტი ოპოზიციასაც აქვს დარეგისტრირებული.
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 12:06
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება
ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება წინა, 2022 წლის არჩევნების მონაცემებს. მაშინ იმავე პერიოდში უბნებზე 139 667 ამომრჩეველი (1,82%) გამოცხადდა. წელს აქტივობის ზრდამ, წინა არჩევნებთან შედარებით, უკვე 120 889 ადამიანი შეადგინა.
12 აპრილი 2026, 12:04
საზოგადოება
დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს
12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.
12 აპრილი 2026, 11:49
საზოგადოება
გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
12 აპრილი 2026, 11:32
მსოფლიო
დონალდ ტრამპი უმცროსი: ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს
„ჩვენს მეგობრებს უნგრეთში: ვიმედოვნებთ, რომ ხმას მისცემთ დამოუკიდებელ აზროვნებას და იმას, ვინც მხარს უჭერს პრინციპს - „ჯერ უნგრეთი“. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ მამაჩემის მეგობარსა და მოკავშირეს. ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს“, - წერს ტრამპი.
12 აპრილი 2026, 11:20
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ.
12 აპრილი 2026, 11:20
მსოფლიო
ვიქტორ ორბანმა და პიტერ მადიარმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 07:00 საათისთვის 3.46% შეადგინა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
12 აპრილი 2026, 11:18
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი: არავინ ელოდა, რომ აშშ და ირანი შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ
„რა თქმა უნდა, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მივაღწევდით. ასეთი მოლოდინი არავის ჰქონია“, - აღნიშნა ბაღაიმ.
12 აპრილი 2026, 10:56
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ოჯახთან ერთად, ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
12 აპრილი 2026, 10:52
საზოგადოება
ლევან იოსელიანი: საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, ვულოცავ ამ რწმენის, იმედისა და სიყვარულის ზეიმს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
12 აპრილი 2026, 10:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
12 აპრილი 2026, 10:32
მსოფლიო
რომის პაპი: კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება
„ეკლესია ყოველთვის მშვიდობისკენ მოუწოდებს, „მაშინაც კი, თუ ომის ლოგიკაზე უარის თქმამ შეიძლება გაუგებრობა და ზიზღი გამოიწვიოს“ და ის მუდამ დანერგავს „უფრო მეტად ღვთისადმი მორჩილებას, ვიდრე რაიმე ადამიანური ხელისუფლებისადმი. კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება“, - განაცხადა პაპმა.
12 აპრილი 2026, 10:23
მსოფლიო
აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა
„ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო ცუდი ამბავია ირანისთვის, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის“, - უთხრა ვენსმა ჟურნალისტებს პაკისტანიდან გამოფრენამდე.
12 აპრილი 2026, 10:16
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ
სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
12 აპრილი 2026, 10:15
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
12 აპრილი 2026, 10:05
საზოგადოება
12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.
12 აპრილი 2026, 10:01
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
12 აპრილი 2026, 10:00
საზოგადოება
ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი: მსოფლიომ იხილა უპრეცედენტო სიყვარული, რომლითაც ერმა პატივი მიაგო პატრიარქს - მწუხარებას სიხარული მოსდევს და აი, შემობრძანდა დღესასწაული, რომელიც იმედისა და სიცოცხლის გამარჯვების დამტევია თქვენთვის
მაღალმა გამჩენმა აკურთხოს სრულიად საქართველო — მისი მთა და ბარი, მისი ცა და ზღვა, მისი ხალხი, მისი მოკეთე და მეგობარი, მისი წარსული, აწმყო და მომავალი! მშვიდობის, გამარჯვების, გაბრწყინების, მომაღლების, აღმშენებლობისა და გაერთიანების საწინდარი იყოს ყოველი დილა ამ დღიდან და უკუნისამდე — ამენ!, - ნათქვამია მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იერუშალაიმისა და აშდოდის მთავარი რელიგიური მოსამართლის, იაკობ გაგულაშვილის მილოცვის წერილში.
12 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ
ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ.
12 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.
11 აპრილი 2026, 23:53
საზოგადოება
მეუფე შიოს ეპისტოლე: უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას
უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. “საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი... მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს...


