შალვა პაპუაშვილი: სადაც საფრანგეთის საელჩო ექსტრემიზმს აფინანსებს, ნანტი ალბათ ნაკლებად გარკვეულია ჩვენს რეალობაში და შეიძლება მათი არცოდნის გამოა, რომ ბრეჟნევის საქართველო უფრო დემოკრატიული ჰგონიათ, ვიდრე დღევანდელი საქართველო
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც თბილისთან დაძმობილება დროებით შეაჩერა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თბილისი და ნანტი 1979 წელს დაძმობილდნენ, როდესაც საბჭოთა კავშირს ლეონიდ ბრეჟნევი მართავდა.
„გადავთვალე და როგორც ჩანს 1979 წელს არიან თბილისი და ნანტი დაძმობილებული. შეგახსენებთ, 1979 წელს საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი და ამ ქვეყანას მართავდა ბრეჟნევი. 1979 წელი, როდესაც ნანტი და თბილისი დაძმობილდნენ, არის წელი, როდესაც სახელმწიფოს მართავს ბრეჟნევი და წელი, როდესაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში.
როგორც ჩანს, ნანტის მერი ფიქრობს, რომ ბრეჟნევის საქართველო იყო უფრო დემოკრატიული, ვიდრე დღევანდელი საქართველო. არასერიოზულია საერთო ჯამში ასეთი მიდგომები, თუმცა გასაკვირი არ არის, იმ პირობებში, როცა საფრანგეთის საელჩო აფინანსებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს - ვნახეთ ჩვენ, რომ აფინანსებენ „ნაცმოძრაობის“ სიის წევრს, რომელიც პარლამენტის წევრი გახდა, თითქოს მან მარშრუტები უნდა ხაზოს სადღაც ქალაქებში და ამ დაფინანსებიდან 2 კვირაში, ამ ორგანიზაციამ ექსტრემისტული განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობდა, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, რითაც გამოჩნდა, სინამდვილეში რას აფინანსებს საფრანგეთის საელჩო.
ამიტომ, სადაც საფრანგეთის საელჩო ექსტრემიზმს აფინანსებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს უხდის ფულს, ნანტი ალბათ ნაკლებად არის გარკვეული ჩვენს რეალობაში და შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათი არცოდნის გამოა, რომ ბრეჟნევის საქართველო უფრო დემოკრატიული ჰგონიათ, ვიდრე დღევანდელი საქართველო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
13 მაისი 2026, 17:59
საზოგადოება
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროსადგურების ოპერირების შესახებ სასწავლო კურსი მიმდინარეობს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს სასწავლო კურსი ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლების შესახებ.
13 მაისი 2026, 17:53
მსოფლიო
უკრაინული მედია: მაისში უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა არარეალურია
უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა კლასტერების დონეზე მაისში არ იგეგმება და ტექნიკურად ვეღარც მოესწრება. ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მაისი 2026, 17:50
საზოგადოება
მარკეტების ქსელ „გვირილას" განცხადება: ვაპირებთ, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე
„გვირილას“ დამფუძნებლის, ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში კამპანიას დაიწყებს, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-იანი ფასდაკლებით იყიდიან.
13 მაისი 2026, 17:49
მსოფლიო
მედია: რუსეთი უკრაინის დასავლეთ ნაწილს მასირებულად ბომბავს - არიან დაღუპულები
რუსეთი უკრაინის დასავლეთ რეგიონებს უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებულად ბომბავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
13 მაისი 2026, 17:36
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა
ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
13 მაისი 2026, 17:27
მსოფლიო
CNN: ტრამპის ვიზიტი ჩინეთში არის ისტორიული შესაძლებლობა ორი უმსხვილესი ეკონომიკისთვის, გადაიაზროს სავაჭრო ურთიერთობები და პაექრობის ტონი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტს ჩინეთში დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკისთვის გადახედონ სავაჭრო ურთიერთობებს და პაექრობის ტონს. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით CNN-ი ავრცელებს.
13 მაისი 2026, 17:25
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
13 მაისი 2026, 17:23
მსოფლიო
ფილიპინების სენატში სროლა იყო
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ინციდენტის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. სენატის მდივნის, მარკ ლანდრო მენდოსას განცხადებით, ხელისუფლება მომხდარს ჯერ კიდევ აფასებს. მან აღნიშნა, რომ სენატის შენობაში შევიდა შინაგან საქმეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ხუანიტო რემულა, რომელსაც ადგილობრივი ჟურნალისტები დახვდნენ.
13 მაისი 2026, 17:15
საზოგადოება
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - იზრდება გეგმურ პრაქტიკულ გამოცდებზე ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.
13 მაისი 2026, 17:15
ეკონომიკა
„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს. აქცია იმოქმედებს მუდმივად
შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს, - განაცხადა „უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ „სასურსათო კალათასთან“ დაკავშირებით.
13 მაისი 2026, 17:12
ეკონომიკა
„თბილის მოლის“ „კარფურის“ გენერალური მენეჯერი: პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის
პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ. გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, - განაცხადა „თბილის მოლის“ „კარფურის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ კობაიძემ.
13 მაისი 2026, 17:07
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
13 მაისი 2026, 16:54
პოლიტიკა
პარლამენტმა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
13 მაისი 2026, 16:54
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
13 მაისი 2026, 16:52
პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
13 მაისი 2026, 16:42
საზოგადოება
თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გაიხსნა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გახსნეს. სკვერის გახსნის ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ეკუთვნის, ხოლო 13 მაისის სახელობის სკვერის სახელდება საკრებულოს გადაწყვეტილებით განხორციელდა.
13 მაისი 2026, 16:36
მსოფლიო
The Times: ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგომისთვის ემზადება და, შესაძლოა, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერობისთვის იბრძოლოს
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, უეს სთირინგი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
13 მაისი 2026, 16:27
პოლიტიკა
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო.
13 მაისი 2026, 16:22
პოლიტიკა
პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნის საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.
13 მაისი 2026, 16:20
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა.


