„ქართული მარში“ დინამო არენასთან დაგეგმილ აქციას აუქმებს
ფოტო: არქივი
იმის გამო რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს, ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფორმანსი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას ქმედების გასაპროტესტებლად, - ამის შესახებ „ქართული მარში“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
„მოვუწოდებთ ყველა ლგბტ-პროვოკატორს - ნუ გაიკეთებენ 9 სექტემბერს მამათმავლობის სიმბოლოს, ლგბტ სამკლაურებს. იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა როგორც იქნა მატჩი მოიგო და გაუჩნდა შანსი ითამაშოს შემდეგ ეტპზე, იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს, ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფორმანსი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას ამაზრზენი ქმედების გასაპროტესტებლად.
ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ სტადიონზე არ იყოს მამათმავლობის სიმბოლიკა და ლგბტ სამკლაურები, მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო დროშებით და ნაკრების ატრიბუტიკით ერთად ვუგულშემტკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. იმ შემთხვევაში თუ ჰომოსექსუალები-მამათმავლები-ლგბტ ორგანიზაციები და ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უგულვებელყოფენ ქართველი გულშემატკივრების თხოვნას და მაინც ააფრიალებენ სოდომის ცოდვის - მამათმავლობის სიმბოლიკას, მაშინ იძულებულნი ვიქნებით მშვიდობიანად არ დავუშვათ ლგბტ ბანდის აქცია, გეი-აღლუმი და მთელს ქართველ ერს მოვუწოდოთ, აღდგეს სოდომის ცოდვის ზეიმის წინააღმდეგ !!!
P.S.იმედს ვიტოვებთ, რომ თავად ფეხბურთის ფედერაცია და გურამ კაშია შეაჩერებენ დაგეგმილ პროვოკაციას და ფეხბურთის მატჩს არ აქცევენ ჰომოსექსუალთა ზეიმად!“, - ნათქვამია „ქართული მარშის განცხადებაში.
საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველები გააფრთხილა შინააგან საქმეთა სამინისტრომ.
9 სექტემბერს გასამართ მატჩზე, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ნაკრებისა და გურამ კაშიას მხარაჭერებს მოუწოდა, პროვოკაციას არ აჰყვნენ.
გურამ კაშიას მიმართ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გასულ სეზონში ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, მან საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტნის მსგავსად, ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაური გაიკეთა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა. მოგვიანებით, კი სამკლაურის გაკეთების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, კოლეგებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.
გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.
ფეხბურთელის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციასთან ქართულმა მარშმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მარშის წევრები პოლიციას დაუპირისპირდნენ.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 23:15
საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში მივიდნენ
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში იმყოფებიან. რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდა.
17 მარტი 2026, 23:12
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც ჩემს სიცოცხლეში არც მახსენდება. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო. ყველას ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი პატრიარქის გარეშე
სამწუხაროდ პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან.
17 მარტი 2026, 23:10
საზოგადოება
მეუფე შიო: ეს ეპოქალური ადამიანი უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე
ეს ეპოქალური ადამიანი უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
17 მარტი 2026, 23:05
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი პატრიარქზე: ეს არის დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და მართლმადიდებლური სამყაროსთვის
„თითოეული საქართველოს მოქალაქე აღვსილია იმ მადლით, რა მადლიც ჰქონდა ამ უდიდეს ადამიანს თითოეული ჩვენგანის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
17 მარტი 2026, 22:57
საზოგადოება
მეუფე შიო პატრიარქზე: ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება
ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს.
17 მარტი 2026, 22:53
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ იქნება დასვენებული სამების ტაძარში. დეტალებია ძალიან ბევრი შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე საპატრიარქოს სახელით გავაკეთებთ განცხადებას
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ბევრი დეტალია შესათანხმებელი და საპატრიარქო დილითვე გაავრცელებს განცხადებას.
17 მარტი 2026, 22:49
საზოგადოება
მეუფე შიო: მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ ღვთივგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ
ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს.
17 მარტი 2026, 22:47
საზოგადოება
უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
17 მარტი 2026, 22:38
პოლიტიკა
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა
კავკასიის მედიცინის ცენტრში პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა. კლინიკაში მივიდა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
17 მარტი 2026, 21:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღებაზე: თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში
„თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში. თითს უქნევენ გარედან საქართველოს, თითქოს მას გარკვეული კავშირები გააჩნია დასანქცირებულ რუსეთთან და ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას. ესაა მათი მიზანი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
17 მარტი 2026, 21:36
მსოფლიო
ტრამპი: სამწუხაროდ, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის
თეთრ სახლში ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს კირ სტარმერთან მისი ურთიერთობის შესახებ კითხვა დაუსვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა კი ეს შესაძლებლობა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მორიგი კრიტიკისთვის გამოიყენა, - წერს ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი.
17 მარტი 2026, 21:27
რეგიონი
ლევან ზალკალიანი კურსებში არსებულ ვითარებაზე: სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვზრუნავთ საჭიროებების მოგვარებაზე.
სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, - განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა. იგი პრობლემების მოგვარებაში ჩართულ უწყებებს მადლობას უხდის.
17 მარტი 2026, 21:12
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო.
17 მარტი 2026, 21:10
ეკონომიკა
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე - „ProWein Dusseldorf“-ზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
გაიმართა ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, განსაკუთრებული ყურადღება კი ქვევრის ღვინოებზე გამახვილდა. „ProWein Dusseldorf“-ი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარი, ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.
17 მარტი 2026, 21:10
საზოგადოება
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღესვე მერიასა და „საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.
17 მარტი 2026, 21:10
მსოფლიო
ტრამპი: ირანი გავანადგურეთ, თუმცა, თუ BBC-ს უყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი თანაბარ ბრძოლას გვიწევენ - ეს „ფეიქ ნიუსია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ სამხედრო დაპირისპირებაზე მორიგი განცხადება გააკეთა და მედია სიტუაციის არასწორ გაშუქებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა ძალებმა ირანს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს.
17 მარტი 2026, 21:07
პოლიტიკა
ქვეყნის გარედან დაკვეთილი ერთობა - ნიკა გვარამიას აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იღებს თუ არა დავალებებს ოპოზიცია უცხოეთიდან. ოპოზიციონერი ნიკა გვარამიამ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში დასმულ კითხვაზე, ხომ არ იყო ოპოზიციური გაერთიანება პარტნიორების დაკვეთა, დადებითად პასუხობს.
17 მარტი 2026, 21:06
რეგიონი
სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანებულა - მეწყრული პროცესები სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანებულა. მთავარანგელოზის და „ზენობნის" მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიები, ასევე კარიბჭე და გალავანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მეწყრული პროცესების დასტაბილურების შემდეგ დარგის სპეციალისტები ძეგლების მდგომარეობას დამატებით შეისწავლიან.
17 მარტი 2026, 21:05
პოლიტიკა
საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ გადაწყვეტილება ვერც ამჯერად მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სანქციებით მუქარა ბრიუსელიდან ორი კანონის გაუქმების სურვილზე გადის. ევრობიუროკრატების რიტორიკა კი ამ დრომდე ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის როლს ასრულებს.
17 მარტი 2026, 21:02
პოლიტიკა
აღქმები მტკიცებულებების ნაცვლად. ევროკომისიის პრესსპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში შეყვანას ვერ ასაბუთებს.
მიზეზი ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაა, სადაც ის საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს და როგორც თავადვე ამბობს, მხოლოდ წარმოდგენებს ეყრდნობა. ბრალდებები არგუმენტების და ფაქტების გარეშე.


