Imedi /  06 დეკემბერი 2019, 09:51 / სანდო წყარო

ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ გვარამიამ Facebook-ზე დაწერა.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და ის ჩვენებას მხოლოდ მოსამართლის წინაშე მისცემს.

გვარამია მოწმის სახით არის დაბარებული. გამოკითხვაზე გამოცხადება ნებაყოფლობითია და უარის შემთხვევაში გვარამიას მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად დაიბარებენ. Imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განუცხადეს, რომ გვარამია მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული, თუმცა სხვა დეტალებზე უწყება ჯერ არ საუბრობს. 

პირველ ნოემბერს პროკურატურამ გვარამიას ახალი ბრალდება 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილის ეპიზოდზე წარუდგინა.

6 სექტემბერს ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალი წარედგინა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა, რომელიც გვარამიამ 9 სექტემბერს გადაიხადა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

19 იანვარი 2021, 21:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მეორე ვადით არჩევას ულოცავს,- ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე წერს.

19 იანვარი 2021, 21:27

საზოგადოება

ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართა

ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 21:26

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: „ევროპული საქართველოს“ გზა მოლაპარაკებების ჩაშლა და იმის იმედზე ყოფნაა, რომ იქნებ, ხალხი ქუჩაში გამოვარდეს

„ოპოზიციაში არის სამი გზა: ერთი გზაა „ევროპული საქართველოს“ გზა, რომელიც აბსოლუტური ჩიხია - ესაა მოლაპარაკებების ჩაშლა და რაღაც გაუგებარის იმედზე ყოფნა, რომ იქნებ, ხალხი ქუჩაში გამოვარდეს. ეს სრული ქაოსის გზაა. მეორე გზაა იმ დეპუტატების გზა, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები იყვნენ. ისინი, უბრალოდ, ადგნენ და შევიდნენ პარლამენტში. ღმერთმა დამიფაროს, მათი არ მშურს. მესამე გზაა ჩვენი გზა, სადაც ვართ ჩვენ და „გირჩი“.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 21:25

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მგონი მართლა წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ქვეყანაში რეალობა აბსოლუტურად შეიცვალა

„შეხედეთ, როგორ შეიცვალა რეალობა ჩვენს თვალ წინ. ის „ოცნება“, რომელიც თუნდაც 2 კვირის წინ იყო, ხომ აღარ არის. მგონი მართლა წავიდა ბიძინა ივანიშვილი და აბსოლუტურად შეიცვალა რეალობა ქვეყანაში“, - განაცხდა ელისაშვილმა.

19 იანვარი 2021, 21:24

მსოფლიო

AP: ექსტრემისტურ დაჯგუფებებთან კავშირების გამო, ეროვნული გვარდიის ორი სამხედრო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებას ჩამოაშორეს

ექსტრემისტურ დაჯგუფებებთან კავშირების გამო, აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი სამხედრო ჯო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებას ჩამოაშორეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილი

19 იანვარი 2021, 21:21

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა თავისუფლება და დემოკრატიის ის სტანდარტი, რომელითაც დღეს ყველა სარგებლობს

ბიძინა ივანიშვილის რანგისა და მასშტაბის მოვლენა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რომ არ არის, ეს გამოწვევაა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ POSTW-ს ეთერში, საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 21:07

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: უკვე მეტისმეტი მოგვდის და ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში ძალიან შევტოპეთ

ეს დღეებია, ვფიქრობ, რომ უკვე მეტისმეტი მოგვდის და ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში ძალიან შევტოპეთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“, ოპოზიციაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 21:06

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დავინახეთ, რომ ოპოზიციურ ერთობას ქვეყანა არა კრიზისის განმუხტვისკენ, არამედ ჩიხისკენ მიჰყავდა

„რომ დავინახეთ, რომ ოპოზიციურ ერთობას მიჰყავდა ქვეყანა არა წინსვლისკენ და კრიზისის განმუხტვისკენ, არამედ მიჰყავდა სადღაც ჩიხისკენ. „იქნებ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს“ და დაახლოებით ასეთი სისულელეები რომ მოვისმინეთ, იმიტომ ავტეხეთ ეს ამბავი. მოლაპარაკებები დაპაუზდა, მაგრამ არ ჩაშლილა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

19 იანვარი 2021, 21:02

მსოფლიო

აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდ „ფორტუნას“ სანქციები დაუწესა

აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდ „ფორტუნას“ სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

19 იანვარი 2021, 20:47

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 497 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 497 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 603 ადამიანი გარდაიცვალა.

გია გაჩეჩილაძე

19 იანვარი 2021, 20:40

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამ დრომდე უცნობ დეტალებს იხსენებს

გია გაჩეჩილაძე 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამ დრომდე უცნობ დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ სააკაშვილმა მას იპოდრომზე შეკრებილი ხალხის დაშლა სთხოვა. სანაცვლოდ, გაჩეჩილაძემ მაუწყებლობის ლიცენზია მოითხოვა და პირობაც მიიღო, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. სააკაშვილის ტაქტიკა, გააჩუმოს ოპოზიცია, მისი ოპონენტებისთვის მოულოდნელი არც მაშინ იყო და არც დღეს არის, თუმცა ეროვნული საბჭოს წევრები, რომლებიც მაშინ პროცესებს მართავდნენ, გია გაჩეჩილაძეს ახსენებენ, რომ მისი როლი მაშინ მინიმალური იყო და გავლენას აქციის დაშლაზე ვერ მოახდენდა.

19 იანვარი 2021, 20:38

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 90 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 33 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 610 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი ხაინდრავა

19 იანვარი 2021, 20:32

პოლიტიკა

გიორგი ხაინდრავა: პატარა „გრეჩიხას“ სიხშირე თუ სჭირდებოდა და სააკაშვილთან ჩვენ ზურგს უკან ამაზე ლაპარაკობდა, ეს მის სინდისზე იყოს

„3 მარტივი ამბავია, რაც ამ სიცრუეს საფუძველს გამოაცლის. პირველი - ინაუგურაცია იყო დანიშნული 9 საათზე და მიტინგი იპოდრომზე იყო დანიშნული 12 საათზე. იპოდრომიდან რუსთაველამდე სულ მცირე 6 კილომეტრია და იქიდან რომ ხალხი მისულიყო რუსთაველამდე 5 საათი იყო საჭირო. მეორე - არც ერთხელ ეროვნულ საბჭოს და მაშინდელ ოპოზიციას, „შალიკოს ფანჩატურისგან“ განსხვავებით არანაირი ძალისმიერი მოქმედება არ განუხორციელებია. არც ერთი, 7 წლის მანძილზე. იმის მიუხედავად, რომ 100 ათას კაციანი აქციები გვქონდა მოწყობილი, იმიტომ რომ ასეთი გადაწყვეტილება თავში არასოდეს მოგვსვლია. ასე რომ, არ ვიცი რა დაესიზმრა და რა გარიგება ჰქონდა. თვითონ გასცეს პასუხი საზოგადოებას და თავის სინდისთან გაარკვიოს ურთიერთობა. მაშინდელ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს სიხშირე არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ სიხშირე თვითონ ვიყავით, ხალხი იყო სიხშირე. პატარა გრეჩიხას სიხშირე თუ სჭირდებოდა და სააკაშვილთან ჩვენ ზურგს უკან ამაზე ლაპარაკობდა, ეს მისი საქმეა და მის სინდისზე იყოს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

ნატალი საბანაძე

19 იანვარი 2021, 20:32

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირთან COVID19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს

საქართველო უკვე მუშაობს ძალიან აქტიურად ევროკავშირთან ვაქცინასთან დაკავშირებით. ევროკავშირის საქართველოს ეხმარება სხვადსხვა სქემებში , - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.

ნატალი საბანაძე

19 იანვარი 2021, 20:30

პოლიტიკა

ნატალი საბანაძე: COVID19 ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება

„ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს განსახილველი ევროპელ პარტნიორებთან და მათ შორის ის, რაც COVID19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციას შეეხება“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.

ჟოზეპ ბორელი

19 იანვარი 2021, 20:29

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი ნავალნის დაკავებაზე: ევროკავშირი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის რუსეთს სანქციები დაუწესოს, თუ წევრი სახელმწიფოები ამას მიზანშეწონილად მიიჩნევენ

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის რუსეთს სანქციები დაუწესოს, თუ წევრი სახელმწიფოები ამას მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

19 იანვარი 2021, 20:28

პოლიტიკა

ნატალი საბანაძე: მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტით იწყება

2021 წელი იწყება პრეზიდენტის ვიზიტით ბრიუსელში. ყველა მიმართულებით დავფარავთ ევროკავშირს, ეს არის საბჭო, კომისია და ევროპარლამენტი, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.

19 იანვარი 2021, 20:19

რეგიონი

მერიის განმარტებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ არის

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ამ დროისთვის, ჩაკეტილ ტერიტორიაზე საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ არის. საჭიროების შემთხვევაში, რეგიონი საბაგირო ხაზით მომარაგდება. „ადგილზე ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტია. ჯერჯერობით, რაიმე სირთულე არ არსებობს“ - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 იანვარი 2021, 20:12

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანაში პოსტკოვიდური კლინიკები უნდა გაჩნდეს

​​​​​​​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ პოსტკოვიდური კლინიკების შექმნაზე იზრუნოს. „პოსტკოვიდური კლინიკები უნდა გაჩნდეს. რამდენიმე ჩანასახი არსებობს, კერძო ინიციატივის სახით საქართველოში, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის პათოლოგიასთან მიმართებაში, მაგრამ იმ პაციენტებზე, რომელთაც ჰქონდათ მძიმე დაავადება ან კრიტიკული სიტუაცია, ინტენსიურ თერაპიაში იყვნენ და გამოჯანმრთელდნენ, მათზე ზედამხედველობა და მეთვალყურეობა უნდა იყოს განსაკუთრებული“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

19 იანვარი 2021, 20:00

კულტურა

იტალიის პოლიციამ ლეონარდო და ვინჩის ტილოს მოპარული ასლი იპოვა

ტილო Salvator Mundi-ს ასლია, რომელიც სავარაუდოდ ლეგენდარულმა ლეონარდო და ვინჩიმ დაწერა. ექსპერტების აზრით, ასლის ავტორი და ვინჩის მოსწავლეა. ნახატი ნეაპოლში, ერთ-ერთი ბინაში იპოვეს. ის კარადაში იდო.