სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: Imedi
„პირველივე დღიდან მიღებულ იყო დროული და ეფექტიანი ზომები, რამაც განაპირობა დაავადების გავრცელების მაქსიმალური კონტროლი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სპეციალურ მიმართვაშია ნათქვამი.
„ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო, ცხოვრების სრულიად განსხვავებულ რეჟიმზეა გადასული. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოცხადდა.
ეს, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ვითარება სერიოზულია. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პანდემია გულისხმობს საფრთხის არა გარკვეულ საფეხურს, არამედ მიუთითებს დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე, ანუ ყველა კონტინენტზე გავრცელებაზე.
დღეისათვის, იმ რეალობაში, როცა ზოგიერთი ქვეყანა ეპიდემიის მწვავე შემოტევას ებრძვის, - ჩვენთან მდგომარეობა საგანგაშო არ არის. პირველივე დღიდან მიღებულ იქნა დროული და ეფექტიანი ზომები, რამაც განაპირობა დაავადების გავრცელების მაქსიმალური კონტროლი.
თუმცა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მოვდუნდეთ და არ მოვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის. ყველას გვევალება არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მიიღო აუცილებელი ზომები. პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო ვიზიტები; შეიზღუდა სასახლეში სხვადასხვა ფორმატის მიღებები. ამის შემდეგ გაუქმდა ვიზიტები რეგიონებში.
ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა, ამ განსაკუთრებულ რეჟიმში სრულფასოვნად მუშაობა გრძელდება და გრძელდება ადმინისტრაციის მუშაობა უწყებათაშორის კომისიაში. პირველივე დღიდან, სახელმწიფო და კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა ყველა ზომას იყენებს გავრცელებული დაავადების შესაკავებლად.
შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები საზღვრებზე ზედამხედველობას ეფექტიანად ახორციელებენ. ამის შედეგია, რომ დაავადებამ ამ დრომდე არ მიიღო გავრცელების უფრო მძაფრი ფორმა. საერთაშორისო პარტნიორებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასეს ჩვენი ნაბიჯები.
სწორედ ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ ჩვენ პანიკის არც საფუძველი და არც უფლება არ გვაქვს. პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარის თქმას სიფხიზლეზე, სიფრთხილესა და რეკომენდაციების გათვალისწინებაზე. ეს არის ჩვენი ერთობლივი ვალდებულება, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ დაავადების გავრცელების არეალი - მით უმეტეს, რომ დაავადება მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ ემუქრება. ის ემუქრება ზოგადად, ქვეყანას და მის ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობა კოლექტიურად უნდა ავიღოთ და გავინაწილოთ.
ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ თავზე, ჩვენს ოჯახებზე, ახლობლებზე, გარშემომყოფებზე; პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ამ დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნებითა და ქცევის წესებით დავადასტურებთ ჩვენს პატრიოტიზმს, ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ.
ეპიდემიასთან გამკლავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიზარდოს ქსენოფობიაში ან აგრესიის რაიმე სხვა ფორმაში.
იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მთელ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში პანდემიის შესაკავებლად, პოლიტიკური ძალები, ზუსტად ისე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ.
ამ დაავადებასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ეს ერთიანობა განაპირობებს ხვალინდელ გამარჯვებას.
მინდა მივმართო მედიასაშუალებებს: თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ყველა სიახლე, რაც ამ პროცესს ეხება. საზოგადოების სრულად და დროულად ინფორმირება თქვენი ვალდებულებაა. ამ პროცესის სწორი მართვისთვის აუცილებელია, ერთი მხრივ, გამჭვირვალობა, მოქალაქეებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მეორე მხრივ კი აუცილებელია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორც პანიკის მთავარი წყაროსგან, თავშეკავება.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვითარების გარკვეულწილად გამწვავებისთვისაც, რასაც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, თუმცა, დამცავი მექანიზმები გვაქვს. მჯერა, რომ როგორი სამაგალითოც იყო ჩვენი სახელმწიფოს რეაგირება ეპიდემიის პირველ ეტაპზე, ასეთივე იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები. მთავარია ჩვენი ერთიანობა და ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა. ამ რეალობაში არ შეიძლება, დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და ამ გამოწვევის წინაშე უფრო მეტად დაუცველნი აღმოჩნდნენ. დაბოლოს, სიფრთხილე და არა შიში“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე
23 ივნისი 2026, 02:32
მსოფლიო
ტრამპი: იტალია ძალიან ცუდად მოიქცა, გერმანიაც, ნატო ჩვენთან არ იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს მოკავშირეები გააკრიტიკა. საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან დახმარებაზე უარის თქმა „სულელური ნაბიჯია“ და დასძინა, რომ აშშ-მა შესაძლოა პასუხად ანალოგიური პოზიცია დაიკავოს.
23 ივნისი 2026, 01:29
მსოფლიო
ტრამპი: მე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, თუ ირანი შეთანხმებას არ დაიცავს
მე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, თუ ირანი შეთანხმებას არ დაიცავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
23 ივნისი 2026, 00:58
მსოფლიო
ტრამპი: მეგობარმა სტარმერმა საკუთარ თავს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კირ სტარმერის გადადგომა შეაფასა და აღნიშნა, რომ მან საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დიდი ზიანი მიაყენა.
23 ივნისი 2026, 00:45
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის
ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რომელიც 22 ივნისს გამართული მოლდოვა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გაკეთდა, ამიერიდან გაწევრიანებისკენ სვლის ტემპი მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
23 ივნისი 2026, 00:20
მსოფლიო
ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციაში ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ შეიყვანს
ჩეხეთის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ მომავალ თვეში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციაში ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ შეიყვანს.
22 ივნისი 2026, 22:56
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანისთვის გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც 21 აგვისტომდე ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის უფლებას იძლევა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანისთვის გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც 21 აგვისტომდე ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის უფლებას იძლევა.
22 ივნისი 2026, 22:55
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: შიდა წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს
ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ბიზნესისთვის“ .
22 ივნისი 2026, 22:51
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა 2011 წლიდან დღემდე 100-% -ზე მეტად გაიზარდა
„ქართველი მეზღვაურები არ არიან შრომითი მიგრანტები ისინი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სერვისის ექსპორტს ახორციელებენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ. მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურ-ოფიცრების მომზადებას უთმობს. ამ მიზნით სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საზღვაო განათლების განვითარებაში, მათ შორის, სასწავლო ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიებისა და თანამედროვე სიმულატორების განახლების მიმართულებით.
22 ივნისი 2026, 22:38
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდაცვით ძალებს სამხრეთ ლიბანში საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვით ძალებს სამხრეთ ლიბანში საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების „სრული თავისუფლება“ აქვთ.
22 ივნისი 2026, 22:17
სპორტი
მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა
დალასში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ „ჯ“ ჯგუფის მატჩში, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ 38-ე წუთზე გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
22 ივნისი 2026, 21:59
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის მორიგ სერიას და ამ სერიას დავარქვით მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინება“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ მედიასთან ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
22 ივნისი 2026, 21:50
საზოგადოება
კობა კობალაძე: დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა
დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის სამძიმრის წერილში.
22 ივნისი 2026, 21:45
მსოფლიო
მერცი: იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებენ, ხუმრობა მთავრდება - ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევძლოთ ამასთან ბრძოლა, რადგან ეს უკვე აღარ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს აზიანებს ჩვენს დემოკრატიას
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ პირადი შეურაცხყოფა მას არ ადარდებს, თუმცა სურს კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან დაიცვას.
22 ივნისი 2026, 21:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან
ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბრისას.
22 ივნისი 2026, 21:36
მსოფლიო
POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით
ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO საბერძნეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 ივნისი 2026, 21:27
სპორტი
ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ახალი ზელანდიის „ბეიბი ბლექსი“ დაამარცხეს
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მატჩში საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ახალი ზელანდია ანგარიშით 22-19 დაამარცხა.
22 ივნისი 2026, 21:26
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ეხება, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება. აღინიშნა, რომ როგორც კი კანონპროექტს სამივე მოსმენით მიიღებენ, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე კვირაშივე შევა ძალაში.
22 ივნისი 2026, 21:25
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი: საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ვფიქრობ, ჩვენ, როგორც ევროპის საბჭოს სხვადასხვა ქვეყანამ, ასევე უნდა მივიღოთ საქართველოს ხალხის ნება, მათ ჩაატარეს არჩევნები და აირჩიეს მთავრობა
ვფიქრობ, ეს მთავრობა მიდი კარგი მიმართულებით, უფრო კონსერვატორული, უფრო პატროტული მიმართულებით, ვიდრე ადრე, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა მალტე კაუფმანმა „ქრონიკასთან“.
22 ივნისი 2026, 21:10
საზოგადოება
თბილისი გაეროს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმს უმასპინძლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უფრო ეფექტიანი და მოქალაქეს მორგებული სახელმწიფო სერვისები - ამის შესახებ ფორუმზე 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი იმსჯელებს.
22 ივნისი 2026, 21:05
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ლესლი გრიფითსი ქართულ ოპოზიციაზე: სამი თუ ოთხი დელეგაცია მყავდა ლონდონში და მოვუწოდე, იპოვონ ერთიანი ხმა, რათა ჩვენ შეგვეძლოს მხარდაჭერა - ყოველ ჯერზე, როცა ვსწავლობდი საკითხს და ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი, შემდეგ სხვა დელეგაცია მოდიოდა ჩემთან შესახვედრად
მე მოვუწოდე იმ ადამიანებს, რომლებიც მესაუბრებოდნენ და სამი თუ ოთხი დელეგაცია მყავდა ლონდონში და აქაც მოვუწოდე, რომ იპოვონ ერთიანი ხმა, რათა ჩვენ შეგვეძლოს მხარდაჭერა, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა, ლესლი გრიფითსმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.


