სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანის გაკეთებას კვლავ შეძლებენ
ფოტო: Shutterstock.com
სამინისტრო 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზაობა აქვთ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზაობა აქვთ“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მან სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.
სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, სამინისტრო 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთსა და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www.Online.emis.ge.
რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: www.labour.moh.gov.ge, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 17:56
პოლიტიკა
აკაკი ალადაშილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ისინი არ წარმოადგენენ ჩემთვის ოპოზიციას, ისინი არიან რადიკალური დაჯგუფებები. გაჩნდება მეტი სივრცე ახალი და ჯანსაღი მართლა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც ექნებათ სახელმწიფო ინტერესები პირველ პლანზე დაყენებული
საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა და რადიკალური დაჯგუფებების საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნით, რომ ისინი აიკრძალონ, ეს არის ჩვენი საკონსტიტუციო უფლება. ისინი არ წარმოადგენენ ჩემთვის ოპოზიციას, ისინი არიან რადიკალური დაჯგუფება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.
29 სექტემბერი 2026, 17:49
მსოფლიო
უკრაინული მედია: უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე
უნგრეთი კვლავ აფერხებს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის პროცესს და უარს ამბობს მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
29 სექტემბერი 2026, 17:48
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ ესმით, რომ როდესაც მოინდომეს ქართული ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების შეცვლა, ისინი დაუპირისპირდნენ ისტორიას, ღირებულებებს, რომელიც ამდენი საუკუნის განმავლობაში შევინახეთ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „დღის ქრონიკაში“ IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის არჩეულმა სტრატეგიამ ისინი მხარდამჭერების შემცირებამდე მიიყვანა.
29 სექტემბერი 2026, 17:45
პოლიტიკა
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა
შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპები და პარლამენტის წევრის, როგორც მუნიციპალიტეტების დელეგატის, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
29 სექტემბერი 2026, 17:40
მსოფლიო
აშშ-ში, 71 წლის დუგლას სტიუარტ კარტერი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
აშშ-ში, იუტას შტატში, 71 წლის დუგლას სტიუარტ კარტერი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
29 სექტემბერი 2026, 17:38
სამართალი
აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა
საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით, მოვალე ე.მ.-ის მიმართ მიმდინარე აღსრულების პროცესი მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა.
29 სექტემბერი 2026, 17:38
სამართალი
პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.
29 სექტემბერი 2026, 17:34
სამართალი
აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო - მან ადვოკატი მოითხოვა
აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო, მან ადვოკატი მოითხოვა. თორნიკე რაზმაძეს სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებიან.
29 სექტემბერი 2026, 17:20
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ფართოფუზელაჟიანი საჰაერო ხომალდები, რაც უფრო შორ მანძილზე ფრენების განხორციელების, მეტი მგზავრის მომსახურებისა და სატვირთო გადაზიდვების დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
29 სექტემბერი 2026, 17:18
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი გიორგი ბურჯანაძის, ნინო დოლიძის და გიორგი ონიანის ალენ ბერსესთან შეხვედრაზე: წარსულშიც არაერთხელ გვინახავს მსგავსი მაგალითი და გამოვლინება იმისა, თუ როგორ მოიკიდებენ ხოლმე ტყუილების გუდას ე.წ. მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები და იქ შესაბამის შეხვედრებზე ცდილობენ როგორღაც ჩირქი მოსცხონ საკუთარ ქვეყანას
წარსულშიც არაერთხელ გვინახავს მსგავსი მაგალითი და გამოვლინება იმისა, თუ როგორ მოიკიდებენ ხოლმე ტყუილების გუდას ე.წ. მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები და იქ შესაბამის შეხვედრებზე ცდილობენ როგორღაც ჩირქი მოსცხონ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა გიორგი ბურჯანაძის, ნინო დოლიძის და გიორგი ონიანის ალენ ბერსესთან შეხვედრაზე საუბრისას.
29 სექტემბერი 2026, 17:11
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი IRI-ს კვლევაზე: ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ საკუთარი მავნე პოლიტიკით, რომელიც მათ შორის გარედან იყო მართული და წახალისებული, თავისი თავი თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა IRI-ს გამოკითხვის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ჯამში 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
29 სექტემბერი 2026, 17:10
მსოფლიო
Reuters: კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 სექტემბერი 2026, 16:39
კულტურა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ წარდგენა გაიმართა
საიუბილეო ალბომის წარდგენის ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო. ალბომი ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. მასში თავმოყრილია სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში დაცული უდიდესი მოღვაწისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები და ქანდაკებები, ასევე ქართველი პოეტების ლექსები.
29 სექტემბერი 2026, 15:53
პოლიტიკა
3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება დასრულდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სწავლების ცენტრმა 2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება დაასრულა.
29 სექტემბერი 2026, 15:51
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატიის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის
„მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, რომ დიპლომატიის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
29 სექტემბერი 2026, 15:51
ჯანდაცვა
ადიგენის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია ჩატარდა
ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომლის მიზანიც , მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
29 სექტემბერი 2026, 15:43
მსოფლიო
მარკ რუტე: რუსეთის დივერსიული კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სიმშვიდისკენ მოუწოდა ევროპაში რუსეთის დივერსიული კამპანიის ფონზე და განაცხადა, რომ ეს კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას.
29 სექტემბერი 2026, 15:18
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ალან ბერსემ თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროსაბჭოში ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტს და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებას ეხმიანება.
29 სექტემბერი 2026, 15:12
თავდაცვა
თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა
თავდაცვის ძალების მეთაურმა მაიორ ცოტნე ღონღაძეს, უფროს ლეიტენანტ ტარიელ ღიბრაძეს, უფროს სერჟანტ ვლადიმერ მეყანწიშვილს, უმცროს სერჟანტ პაატა საბიაშვილს, კაპრალ დავით მეშველიანს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
29 სექტემბერი 2026, 15:03
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა მოქალაქეები მოსალოდნელი რთული კვირებისა და თვეების შესახებ გააფრთხილა, რაც პოლონეთის საზღვართან რუსული თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას უკავშირდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოქალაქეები მოსალოდნელი რთული კვირებისა და თვეების შესახებ გააფრთხილა, რაც პოლონეთის საზღვართან რუსული თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას უკავშირდება.


