არქივი

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2019, 23:54

მსოფლიო

ტრამპის წინააღმდეგ აშშ-ის 20 შტატის მთავრობამ პროკურატურას მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 20 შტატის მთავრობამ უჩივლა. ინფორმაციას ნიუ-იორკის პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. აშშ-ის ხელისუფლების უკმაყოფილება მოჰყვა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას ფედერალური ბიუჯეტიდან მექსიკის კედლის მშენებლობაზე 1,6 მილიარდი დოლარის დახარჯვის შესახებ.

06 აპრილი 2019, 23:37

მსოფლიო

ინგუშეთში პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ 8 აქტივისტი დააკავეს

ინგუშეთის დედაქალაქ მეგასში რვა აქტივისტი დააკავეს, რომლებსაც პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. დაკავებულთა შორისაა ინგუშეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის საბჭოს მეთაური ბაგაუზინ ხატუევი.

ტრიპოლი
ლიბია

06 აპრილი 2019, 23:01

მსოფლიო

ლიბიის დედაქალაქში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა. BBC-ის ცნობით, გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეამბოხეებსა და ტრიპოლის მთავრობის ჯარს შორის შეტაკებები, დედაქალაქის სამხრეთით ოთხ რაიონში ხდება.

მაიკლ ჯექსონი

06 აპრილი 2019, 22:45

კულტურა

ჯექსონის ოჯახმა Leaving Neverland-ის საპასუხოდ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

მაიკლ ჯექსონის ოჯახმა და ყოფილმა კოლეგებმა აჩვენეს დოკუმენტური ფილმი Neverland Firsthand-ი , რომელიც დენ რიდის ფილმის Leaving Neverland-ის საპასუხოდ შეიქმნა, სადაც პოპის მეფე პედოფილიაშია დადანაშაულებული.

06 აპრილი 2019, 22:18

ტექნოლოგიები

როგორ გავაუმჯობესოთ მეხსიერება. 5 მეთოდი

არსებობს ბევრი სხვადასხვა მეთოდი, რომელიც კარგად დამახსოვრებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთი მათგანი უკვე ათობით წელია მუშაობს (მაგ. მნემონიკა), თუმცა 2019 წლისთვის მეცნიერებმა რამდენიმე სიახლე შეიტანეს, - უკუსვლა, ხატვა, ვარჯიში, დასვენება და ძილი.

ჯულაინ ასანჟი

06 აპრილი 2019, 21:39

მსოფლიო

ჯულიან ასანჟი შვედეთს სასამართლო ხარჯების დასაფარად $1 მილიონს სთხოვს

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელიც 2012 წლიდან ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფება შვედეთს 9 მილიონ კრონს ($1მილიონი) სთხოვს. ასანჟს ფული სასამართლო ხარჯების დასაფარად სჭირდება. ეს თანხა ასანჟმა შვედეთში, ბრიტანეთში და ეკვადორზე მომსახურებაში ადვოკატებს უნდა გადაუხადოს.

06 აპრილი 2019, 21:15

პოლიტიკა

ზალკალიანი: ნატოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

„შევეცადეთ რომ მაქსიმალურად გამოგვეყენებინა არსებული ფორმატები. გვქონდა სხვადასხვა ოფიციალური შეხვედრები, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან და მათ მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია რომელიც არის დაკავშირებული რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ილაპარაკა.

06 აპრილი 2019, 20:49

სპორტი

ლუკა მაისურაძე ანტალიის გრან პრის გამარჯვებულია

ანტალიაში მიმდინარე გრან პრიზე, ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს მედალი მოიპოვა. ლუკა მაისურაძე (-81კგ) ფინალში იტალიელ კრისტიან პარლატის დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა მეტოქე.

06 აპრილი 2019, 20:41

ეკონომიკა

პირველი ქართული ელექტრომობილი 2020 წელს შეიქმნება

თბილისში, აბანოთუბანში, ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფ aigroup-ის პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქში ამოქმედდება პროექტი „საზიარო ავტომობილი“, რომელიც ელექტრომობილით სარგებლობის სერვისს მოიცავს. 2020 წელს კი ქართული ბრენდის ქვეშ, პირველი ელექტრომობილი შეიქმნება.

06 აპრილი 2019, 19:50

პოლიტიკა

საპატრიარქო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს საპატრიარქომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა.

ჯადოსნური ბანკი „გრინგოტსი“

06 აპრილი 2019, 19:20

კულტურა

ჰარი პოტერის მუზეუმში „გრინგოტსის“ ბანკი გაიხსნა

სტუდია Warner Bros.-ის პავილიონში, ქალაქ ლივსდენში ჯადოსნური ბანკი „გრინგოტსი“ გაიხსნა. მის შექმნაზე 18 თვე დაიხარჯა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express.co წერს. „გრინგოტსი“ „ჰარი პოტერის“ მუზეუმის მუდივი ექსპოზიცია იქნება. ის დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრია. ვიზიტორებს შეეძლებათ იხილონ ჯადოსნურ სამყაროში მცხოვრებ ლესტრეინჯების ოჯახის სეიფიც.

06 აპრილი 2019, 19:17

მსოფლიო

აზერბაიჯანის მოსახლეობამ 10 მილიონი შეადგინა

აზერბაიჯანის მოსახლეობამ 2019 წლის 6 აპრილს 10 მილიონი შეადგინა. ბაქოში დაიბადა გოგო, რომელიც აზერბაიჯანის მეათე მემილიონე მოქალაქეა.

ისააკ ჰაიკი, უხუცესი ფეხბურთელი

06 აპრილი 2019, 18:58

სპორტი

მსოფლიოში უხუცესი ფეხბურთელი დასახელდა

ისრაელის მოქალაქე ისააკ ჰაიკი გინესის წიგნში, მსოფლიოს უხუცესი ფეხბურთელის სტატუსით მოხვდა. მან 73 წლის ასაკში საფეხბურთო კლუბების ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

06 აპრილი 2019, 18:31

პოლიტიკა

მუსლიმთა კავშირი ზოგიერთი აღმოჩენილი ნეშტის ქრისტიანული წესებით გადასვენებას ეწინააღმდეგება

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ბათუმში აღმოჩენილ სამარხზე განცხადებას ავრცელებს. ის აცხადებს, რომ რეპრესირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი და აქედან გამომდინარე დაუშვებელია მუსლიმი ადამიანების სხვა სარწმუნოების წესებით გადასვენება.

ზვიად რატიანი

06 აპრილი 2019, 18:22

კულტურა

პოეტი ზვიად რატიანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ნომინანტი გახდა

ქართველი პოეტი, ზვიად რატიანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის „ევროპელი პოეტები თავისუფლებისათვის“ European Poet of Freedom Award-ის ნომინანტი გახდა.კონკურსი 2019 წელს მეექვსედ ტარდება. გამარჯვებული 2020 წლის მარტში, ქალაქ გდანსკში გამოვლინდება.

06 აპრილი 2019, 18:21

სპორტი

ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა

ანტალიის გრან-პრი ძიუდოში გუშინ დაიწყო. საქართველოს ნაკრები, შეჯიბრებაზე 19 სპორტსმენით ასპარეზობს. შეჯიბრების პირველ დღეს ვაჟებს შორის 60 და 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სალომე ზურაბიშვილი

06 აპრილი 2019, 18:00

პოლიტიკა

ზურაბიშვილი: უსამართლობაა რომ ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონატში ვერ მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „აღშფოთებულია იმის გამო, რომ ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში ვერ მონაწილეობს.

06 აპრილი 2019, 17:42

მსოფლიო

რუანდაში აბორტის გამო დაპატიმრებული 367 ქალი შეიწყალეს

რუანდას პრეზიდენტმა პოლ კაგამემ აბორტის გამო და დაპატიმრებული 367 ქალი შეიწყალა. პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობას განუცხადა. მსჯავრდებულ ქალებს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.

ბუნდესტაგი

06 აპრილი 2019, 17:20

მსოფლიო

მედია: რუსეთი სავარაუდოდ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერია

ცენტრმა დოსიემ, ჟურნალ Der Spiegel ტელეკომპანია ZDF(გერმანია), კორპორაცია BBC (დიდი ბრიტანეთი) და გაზეთ La Repubblica-სთან (იტალია) ერთად დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ შეეცადა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას 2017 წელს.

06 აპრილი 2019, 17:11

პოლიტიკა

საპატრიარქო: გიორგი დანელიას ფილმებში ვხედავთ და ვგრძნობთ ქართულ სულს

საქართველოს საპატრიარქო კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალებას ოფიციალური განცხადებით ეხმიანება. „ბატონმა გიორგი დანელიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი დროის ხელოვნების ისტორიაში. მართალია, მან მთელი ცხოვრება რუსეთში გაატარა და თავისი ნაღვაწი ამ ქვეყანაში შექმნა, მაგრამ სამშობლოს განცდა მას მუდამ თან სდევდა“.

06 აპრილი 2019, 16:55

პოლიტიკა

ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებლებს წვიმის დროს წყალი ჩასდით

ვაზიანის დასახლებაში მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მე-18 კორპუსის მცხოვრებლებთან წვიმის დროს სახლში წყალი ჩადის. ისინი სახურავის შეკეთებას ითხოვენ. მოქალაქეების თქმით, მათ გამგეობაში განცხადებაც დაწერეს, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობა სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებასაც ითხოვს.

დიეგო მარადონა

06 აპრილი 2019, 16:54

ტაბლოიდი

მარადონას შვილი მამას ნარკოტიკზე დამოკიდებულებას ვერ პატიობს

არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას შვილი ჯანინა მარადონა გამოცემა The Sun-თან ბავშვობას იხსენებს. ჯანინა საუბრობს მამის ნარკოდამოკიდებულებაზე და აცხდებს, რომ არასოდეს აპატიებს დიეგოს ოჯახის წევრების მიმართ უპატივცემულობას.

06 აპრილი 2019, 16:44

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩანაცვლებითი თერაპიით მოსარგებლე ნარკოტიკების მომხმარებლების აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის წინ ჩანაცვლებითი თერაპიით მოსარგებლე ნარკოტიკების მომხმარებლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო რეგულაციას აპროტესტებენ რაც ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ქუჩის მხატვრობა ე.წ Sreet Art-ი

06 აპრილი 2019, 16:26

კულტურა

გრიშაშვილის ქუჩაზე შენობა ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა არტისტმა მოხატა

პოლ ქეის (დავით ხაბურძანია) ნამუშევრები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, პარიზსა და დუბაიში მრავალრიცხოვანი ჯგუფის შოუებში შედის. მისი მხატვრობით კერძო კოლექციონერები და მსოფლიოს ცნობილი ბრენდები ინტერესდებიან. პროექტი #TBILISIWALLS-ის ეგიდით ხორციელდება.

06 აპრილი 2019, 16:22

მსოფლიო

სლოვაკეთის პარლამენტმა შეცდომით სხვა ქვეყნების ჰიმნის შესრულება აკრძალა

სლოვაკეთის პარლამენტმა სახელმწიფო სიმბოლოების კანონში შესწორება შეიტანა. კანონის მიხედვით, ქვეყანაში სხვა სახელმწიფოების ჰიმნის შესრულება აიკრძალა. ამის შესახებ გაზეთი Mlada fronta Dnes-ი წერს. ჰიმნების შესრულება უცხოური დელეგაციების ოფიციალური ვიზიტის დროსაა დასაშვები.

ლევან მოსიაშვილის გამოფენა

06 აპრილი 2019, 15:59

კულტურა

სიღნაღის მუზეუმი ლევან მოსიაშვილის გამოფენას მასპინძლობს

ლევან მოსიაშვილმა არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო ლიონში, პარიზში, ნიცასა და ტულუზაში, პერუჟის, ტურნეფოისა და ვერდიეს საგამოფენო სივრცეებში. სიღნაღის მუზეუმში ლევან მოსიაშვილის გამოფენა დღეს გაიხსნა და 30 ივნისის ჩათვლით გასტანს.

მუმუფიცირებული თაგვები

06 აპრილი 2019, 15:44

კულტურა

ეგვიპტეში აკლდამებში მუმიფიცირებული თაგვები იპოვეს

საქმე ეხება 2 ათას წელზე მეტი ხნის სულ მცირე 50 თაგვს. გამოცემის ინფორმაციით, თაგვები და სხვა ცხოველები ორი მუმიფიცირებული სხეულის გარშემო იყო განთავსებული. ირკვევა, რომ აღმოჩენის შესახებ გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესაც კონტრაბანდისტები შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

06 აპრილი 2019, 15:16

პოლიტიკა

ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად რუსთავში მოსახლეობას ხვდება

მმართველი გუნდის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ საჯარო შეხვედრებს კვლავ გამართავენ და დაინტერესებული პირების მოსაზრებებს საკანონმდებლო ორგანომდე მიიტანენ.

06 აპრილი 2019, 15:10

სპორტი

ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა

საქართველოს სახელით 13 ძალოსანი იასპარეზებს. ძალოსნობაში ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი 13 აპრილს გაიმართება.

06 აპრილი 2019, 15:04

პოლიტიკა

თელავის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საჩიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რამდენიმე წელი ძალოვან უწყებაში მუშაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კი, თელავის გამგებლის მოადგილის პოსტი დაიკავა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ალექსანდრე საჩიშვილს.