არჩილ თალაკვაძე: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძებო კომისიის შექმნას არ განვიხილავთ
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ბრიფინგის გამართვაზე თინა ბოკუჩავას თალაკვაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს დაგეგმილი ბრიფინგი „პოლიტიკური, ვიწროპარტიული იყო და ასეთი ბრიფინგების ადგილი პარტიულ ოფისშია“.
„ეს არის სუფთა პოლიტიკური, ვიწროპარტიული ბრიფინგი, რომელზეც ეს პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს კონკრეტული მოქალაქის ინტერესი საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენოს. შესაბამისად მე პირად მიმაჩნია, რომ ასეთი ბრიფინგების ადგილი მათი პარტიული ოფისია. ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, თალაკვაძე ამბობს, რომ უმრავლესობა ამ კომისიის შექმნას არ განიხილავს.
დილით პარლამენტთან ხმაური და დაპირისპირება იყო, რა დროსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. თინა ბოკუჩავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვას აპირებდნენ.
28 ნოემბერს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.
2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ.
ყველა სიახლე
30 სექტემბერი 2026, 11:50
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO არ ემსახურება მის ინტერესებს, ვფიქრობ დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში
როგორც ჩანს ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO (ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი) არ ემსახურება მის ინტერესებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შეერთებული შტატების მიერ GRECO-ს დატოვების საკითხზე საუბრისას. მახაშვილის თქმით, დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში.
30 სექტემბერი 2026, 11:44
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო უფლებადამცველმა საზოგადოებამ საია იმისთვისაც ხომ არ დააჯილდოვა - თუ რა რუსული საქმე გააკეთა მან წლების წინ, რისთვისაც „დამსახურებულმა“ ჯილდომ იგი მხოლოდ დღეს იპოვა?
საია-ს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მამხილებელი პოსტი გამოაქვეყნა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში. როგორც ვრცელ პოსტშია აღნიშნული, ამის დასტური შესაძლოა ისიც იყოს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ეთნიკურად ოსმა პირებმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ათასობით საჩივარი შეიტანეს და ამაში მათ იურიდიულ დახმარებას სწორედ საია უწევდა.
30 სექტემბერი 2026, 11:43
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: „ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც ჩააცვეს-დაახურეს, აჭამეს-ასვეს, სწორედ ეს ადამიანები არიან გადაქცეული მათ ყველაზე დაუძინებელ მტრებად
სოციალურ ქსელებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ვაკვირდები ადამიანებს, რომლებსაც "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა, რომ იტყვიან, ჩააცვეს-დაახურეს, აჭამეს-ასვეს, და დღეს სწორედ ეს ადამიანები არიან გადაქცეული მათ ყველაზე დაუძინებელ მტრებად,- წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
30 სექტემბერი 2026, 11:32
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობას“: მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1 ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც „მეფე ლირი“, მისმა პარტიამ და დასაკავებლად გაწირა?
მინდა ვკითხო „ნაცმოძრაობას“ - მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
30 სექტემბერი 2026, 11:28
რეგიონი
კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
30 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნიდან - 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა და მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე. მაღალი და საშუალო ხარისხის 120 054 ტონა, ხოლო მკვახე და უხარისხო 946 ტონა ყურძენია.
30 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რომ ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არის ქვეყნის ლიდერებს შორის და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაც სწორედ ამაზე მეტყველებს
ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რომ ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არის ქვეყნის ლიდერებს შორის და შესაბამისად ეს ნაბიჯიც სწორედ ამაზე მეტყველებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაზე საუბრისას.
30 სექტემბერი 2026, 11:24
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს აცნობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში „კარდაკარის“ პრინციპით ადგილობრივებს საკარმიდამო ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მექანიკურ მეთოდებს აცნობენ.
30 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
Financial Times: ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხზე მრჩევლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით მრჩევლებთან საგანგებო მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 11:10
ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა აგვისტოშიც ფიქსირდება
საქსტატის წინასწარი შეფასებით, აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3 მეათედი პროცენტი შეადგინა.
30 სექტემბერი 2026, 11:10
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ღარიბაშვილთან ერთადერთი შეკითხვა გვაქვს, რომელსაც უკვე დიდი ხანია გაურბის. უშინაარსო წერილებისგან განსხვავებით, აღნიშნულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი ნათელს მოჰფენდა, თუ საიდან დააგროვა მილიონობით ლარის ღირებულების პირადი ქონება, რომლის არაკანონიერი გზით დაგროვების შესახებაც, თავადვე აღიარა და პატიმრობაშიც წავიდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მის ქმედებებს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან აიგივებს.
30 სექტემბერი 2026, 11:07
მსოფლიო
მედია: თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა და განგაშის სიგნალი ჩართო, საუდის არაბეთში დაეშვა. ინციდენტის მიზეზად ჩხუბი სახელდება
დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც ფრენისას საგანგებო სიგნალი ჩართო, საუდის არაბეთში, თაბუკის აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 11:05
სამართალი
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა
თბილისის პროკურატურაში ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.
30 სექტემბერი 2026, 10:58
ეკონომიკა
მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ
საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
30 სექტემბერი 2026, 10:48
მსოფლიო
The Times of Israel: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, გატაცების შესახებ განგაშის სიგნალი ჩართო - ჰაერში ისრაელის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ
დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა ავიაკომპანია Fly Dubai-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ცოტა ხნის წინ საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 10:27
პოლიტიკა
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭომ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და დარგობრივი რეგლამენტები მიიღო
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა, საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 10:24
პოლიტიკა
Rapporteur: საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირი წინააღმდეგია
საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა თბილისის ინიციატივას ევროკავშირის მხარდაჭერა არ აქვს. ინფორმაციას Rapporteur-ი ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 10:24
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 10:22
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა
„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ“.
30 სექტემბერი 2026, 10:21
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
30 სექტემბერი 2026, 10:19
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.


