დავით ზალკალიანი: ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული აშშ-თან ერთად, ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ ამ ჰუმანიტარული აქტის განსახორციელებლად
დავით ზალკალიანი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირადად პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ უაღრესად სერიოზული საკითხის გადაჭრაში, - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ფაქტი შეაფასა.
„ეს შემთხვევაა სწორედ ის რისკენაც ყოველთვის მიისწრაფოდა ჩვენი ქვეყანა, რომ საქართველოს შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი რეგიონში. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო შეთავაზება, რომ თბილისი გამხდარიყო პლატფორმა დიალოგისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ვფიქრობ ამ მიმართულებით პირველი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. სწორედ ჩვენი ქვეყნის როლის, ფუნქციის წინ წამოწევის თვალსაზრისით“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიას, როგორც არასდროს ისე ესაჭიროება მშვიდობა და განვითარება. „აქ მართლაც ძალიან დიდი სამუშაო იყო გაწეული ბოლო დღეების განმავლობაში. უშუალოდ პრემიერ-მინისტრი იყო 24 საათიან რეჟიმზე გადასული და ჩართული მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ხელმძღვანელობდა, რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლეთ თბილისში. ამის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია გაემგზავრა რეგიონში. ისინი იმყოფებოდნენ ერევანსა და ბაქოში. შემდეგ დაბრუნდნენ თბილისში და მოლაპარაკებები აქ გაგრძელდა. აშკარაა და ყველა ხედავს, რომ რაც მოლაპარაკების პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩაერთო, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 13:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მთავარი მოტივი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ეროვნული ინტერესი პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას
„სამწუხაროდ ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში, ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში და ქართველ ხალხთან მიმართებაში, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე, ვინაიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესში მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოტივი და მთავარი მამოძრავებელი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ვსვამთ კითხვას - რა არის ის წინააღმდეგობა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ინტერესები მოდის მათ ინტერესებთან. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის გაცხადებული და პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
26 თებერვალი 2026, 13:52
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
26 თებერვალი 2026, 13:51
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც „პოსტივის“ ან ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებას გაამართლებდა
დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რა ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩან შეხვედრაზე საუბრისას.
26 თებერვალი 2026, 13:34
მსოფლიო
მარკო რუბიო: ტრამპი ვერ ხვდება, რატომ ვერ ასრულებენ რუსეთი და უკრაინა ომს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვერ ხვდება, თუ რატომ ვერ აღწევენ შეთანხმებას რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შესახებ.
26 თებერვალი 2026, 12:48
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა.
26 თებერვალი 2026, 12:36
მსოფლიო
ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 12:26
მსოფლიო
აშშ-ის მთავრობა მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილს აჩერებს
აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილი შეაჩეროს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
26 თებერვალი 2026, 12:22
ეკონომიკა
სებ-ი: პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც.
26 თებერვალი 2026, 12:22
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.
26 თებერვალი 2026, 12:11
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ღიმილის მომგვრელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარე თუ შიდა მოწინააღმდეგეთა „დოგმატური პოსტულატები", რომ სოხუმისა და ცხინვალის საკითხების გადახედვას ადგილი არ ექნება „არასდროს"
რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, შექმნილი ვითარება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დიდი სახელმწიფოების შესაძლო მოლაპარაკებების ფონზე კუნძული შეიძლება იქცეს გავლენების გაძლიერების, ან შემსუბუქების ბერკეტად.
26 თებერვალი 2026, 12:11
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას!
ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.
26 თებერვალი 2026, 11:50
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩი მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს
დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
26 თებერვალი 2026, 11:47
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: კონფლიქტი კონფლიქტად რჩება, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და მოლაპარაკებები აქვს ერთადერთ ფორმატში - ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, სადაც საქართველოსთან ერთად წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი.
26 თებერვალი 2026, 11:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე.
26 თებერვალი 2026, 11:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების ძალიან კარგი მაგალითია
„მოსკოვის მექანიზმი“ ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება. 23-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან მიმართებაში აამოქმედოს „მოსკოვის მექანიზმი“, დანიშნოს მომხსენებელი და დაწეროს ანგარიში. ამ ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია, როგორი იქნება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.
26 თებერვალი 2026, 11:41
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ძალიან ნაკლებად ვხედავთ რეალობის აღქმის და იმის სურვილს, რომ რეალობის გათვალისწინებით წარიმართოს მუშაობა - დღევანდელ ბრიუსელში ჯერ კიდევ მძლავრია სურვილი, შეიქმნას რაღაც პარალელური რეალობები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატიის მიდგომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რეალურ სურათს არ ეფუძნება.
26 თებერვალი 2026, 11:41
ეკონომიკა
საქპატენტმა მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა დანერგა
2 მარტიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტში“ მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა მომხმარებელს სთავაზობს გადახდის განხორციელების უფრო სწრაფ, მარტივ და ეფექტიან პროცესს. უწყების მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება.
26 თებერვალი 2026, 11:40
პოლიტიკა
„აფბა“ : ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა
ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა - თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან, - ვკითხულობთ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 თებერვალი 2026, 11:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი
უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.
26 თებერვალი 2026, 11:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის განვითარებაში
ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, მათი და ჩვენი ინტერესები ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და კიდევ უფრო დავაახლოოთ პოზიციები, უფრო უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი სწორედ ამ კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერში”.


