ზაზა შათირიშვილი: ამერიკელები ყველანაირად ცდილობენ, რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების, ანუ აგენტურის ხელით, სასამართლოზე ის გავლენა აღიდგინონ, რომელიც 2012 წლის შემდეგ სრულად დაკარგეს
ზაზა შათირიშვილი
ფოტო: არქივი
ამერიკელები ყველანაირად ცდილობენ, რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების, ანუ აგენტურის ხელით, სასამართლოზე ის გავლენა აღიდგინონ, რომელიც 2012 წლის შემდეგ სრულად დაკარგეს, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილშია აღნიშნული.
მისივე განმარტებით, სწორედ ამას ემსახურება ე.წ. რეფორმის ინიციატივები, ქართველ მოსამართლეებთან ელჩის რეგულარული შეხვედრები, მოსამართლეებისთვის შეთავაზებული ამერიკული ვიზიტები, ტრენინგები და სხვ.
„სინამდვილეში, ეს ყველაფერი არა სასამართლოს გაძლიერებას, არამედ მოსამართლეების ე.წ. „ვერბოვკას“ და ქართულ სასამართლო სისტემაში შეღწევას ემსახურება.
თუკი საქართველოში ვინმესთვის ამერიკული აგენტოკრატიის აღდგენა მისაღები ან თუნდაც, დასაშვებია, ვურჩევ, კარგად გადახედოს, რა მდგომარეობამდე მიჰყავს აგენტოკრატიას ჩვენზე ბევრად უფრო ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყნები: შვეიცარიას უნგრევენ და ართმევენ მისთვის ყველაზე საამაყო საბანკო სისტემას; ბრიტანეთს უნგრევენ მისთვის ყველაზე საამაყო სასამართლო სისტემას; ევროპაში ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამერიკაში გადააქვთ გერმანელებისთვის ყველაზე საამაყო ავტოინდუსტრია, მათ შორის ისეთი კონცერნები, როგორიცაა მერსედესი და სხვ.; საფრანგეთში მოსახლეობამ ლამის გადაწვა ქალაქები უხეში საპენსიო რეფორმის ფონზე, რომელიც ევროპაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე გატარდა (სხვათა შორის, ფრანგი მომიტინგეები რამდენიმე დღის წინ სწორედ „ბლექროკის“ პარიზის ოფისში შეიჭრნენ, სადაც ამერიკული კომპანიის მიერ ფრანგი პენსიონერების ხარჯზე დიდი ფულის შოვნას აპროტესტებდნენ). ეს ყველაფერი არის ამერიკული აგენტოკრატიის შედეგი, რომლისაც არცერთ შემთხვევაში არავის უნდა შეშურდეს.
ჩემი ღრმა რწმენით, ბიძინა ივანიშვილი ქართული საზოგადოებისთვის მისი ადვოკატის წერილებს შემთხვევით არ ასაჯაროებს. დარწმუნებული ვარ, მისი მიზანია, საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს, თუ რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში, რათა საზოგადოებამ საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები წარმატებით აიცილოს თავიდან“, - აღნიშულია წერილში.
ყველა სიახლე
11 მარტი 2026, 15:01
ეკონომიკა
ნათია თურნავამ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ციფრული აქტივების ბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის-Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
11 მარტი 2026, 14:53
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა სლოვაკეთის ელჩთან ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სლოვაკეთის ელჩს მატიუშ ბუსოვსკის შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
11 მარტი 2026, 14:41
საზოგადოება
ლევან მეხუზლა: ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია სწორედ ვენახის ხარისხზე
„სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას. ვისაც ვენახი უკვე გაშენებული აქვს, მათზე ეს რეგულაცია არ გავრცელდება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
11 მარტი 2026, 14:40
მსოფლიო
ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართულ დებატებზე დეპუტატების ნაწილმა უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების ინიციატივა გააპროტესტა
ევროპარლამენტში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართულ დებატებზე, ევროდეპუტატების ნაწილმა კანდიდატი სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების ინიციატივა გააპროტესტა.
11 მარტი 2026, 14:37
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა
შეხვედრაზე პრემიერმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა.
11 მარტი 2026, 14:34
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე: ამ კონფიგურაციას ჩვენს თვალწინ ხან ასე გადაალაგებენ ხოლმე, ხან ისე. უკვე მივეჩვიეთ, აღარ ტყუვდება ქართველი ამომრჩეველი და ხმებში აისახება კიდევაც ეს ყველაფერი
ამ კონფიგურაციას ჩვენს თვალწინ ხან ასე გადაალაგებენ ხოლმე, ხან ისე. უკვე მივეჩვიეთ აღარ ტყუვდება ქართველი ამომრჩეველი და ხმებში აისახება კიდევაც ეს ყველაფერი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას.
11 მარტი 2026, 14:34
პოლიტიკა
„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, „ქეშბექები“ გამომდინარეობს დისტრიბუციისგან, რის უკანაც დგას მათი განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები
ყველაზე აქტიურად დგას „ქეშბექების“ საკითხი, რაზეც აპელირებენ სადისტრიბუციო კომპანიები. ხშირ შემთხვევაში, ეს მაღალია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიები და ქსელები წამყვან როლს ვთამაშობთ ამ საქმეში, ანუ, ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, მძაფრ კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან, - განაცხადა „უნივერსამის“ დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
11 მარტი 2026, 14:33
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს.
11 მარტი 2026, 14:31
პოლიტიკა
ნიკა გვარამია აღიარებს, რომ ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში შეთანხმება დაირღვა
ოპოზიციონერი ნიკა გვარამია აღიარებს, რომ ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში შეთანხმება დაირღვა. ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი არ სურთ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“.
11 მარტი 2026, 14:31
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ბიზნესისადმი მეგობრული გარემო და საკანონმდებლო მხარდაჭერა, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას
„ჩვენი საფინანსო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში მდგრადობით და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტებით გამოირჩევა. მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში, აქტიურად მუშაობს, რომ ფინანსური სექტორი, კაპიტალის ბაზრის და საბანკო სექტორის ჩათვლით, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, ასევე კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს გლობალური კონკურენტუნარიანობა, რისთვისაც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმის Bybit - ის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 მარტი 2026, 14:30
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: დღეს შეხვედრა გვექნება საშუალო და მცირე ქსელების წარმომადგენლებთან - გვინდა გავიაროთ ის პრობლემები, რომელთა იდენტიფიცირება მოხდა ფასებთან წარმოქმნის ჯაჭვში პირველ და მეორე რგოლში
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, დღეს, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრები საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმენენ.
11 მარტი 2026, 14:27
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე რომ ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება და გეწყინება, თან იმდენად, რომ გეტკინება
წარმოიდგინეთ საქართველოს მოქალაქე რომ ხარ, მერე რა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგი ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია, რომ მოიხსნება ეს გეწყინება,- განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ყულევის ნავთობტერმინალის ევროკავშირის სასანქციო პაკეტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.
11 მარტი 2026, 14:26
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსზე: საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და არის 35-ე ადგილზე
მისი თქმით, 100%-იანი შეფასებით, საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა 69.6%-ით.
11 მარტი 2026, 14:24
პოლიტიკა
შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი: მინისტრს, რომლის მეუღლის მამის ძალიან ცნობილი კომპანია 40 წელია ოპერირებს ბაზარზე, ბიუჯეტში მილიარდები აქვს შეტანილი, ჟურნალისტი ეკითხება, თუ საიდან აჩუქა მამამ ქონება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და იმ კითხვების შესახებ წერს, რომელიც ჟურნალისტმა მინისტრს დაუსვა.
11 მარტი 2026, 14:22
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის გაერთიანებაზე: არავითარი ალიანსი არ არსებობს. მათ არ უყვართ ერთმანეთი, ეზიზღებათ, ამბიციები ახრჩობთ
„არავითარი ალიანსი არ არსებობს. მათი გაერთიანება მხოლოდ ერთი იდეის გარშემო შეიკრა - ეს არის მათი პატრონების დავალების შესრულება. მათ არ უყვართ ერთმანეთი, ეზიზღებათ, ამბიციები ახრჩობთ. მიუხედავად ამისა, პატრონებმა თითი დაუტკაცუნეს და მათ, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, გაერთიანებას მიჰყვეს ხელი. ამავდროულად, ცდილობენ რომ ერთი მხრივ გაერთიანდნენ ძველი ნაცები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით ან ნაციონალური მოძრაობაში ან სხვადასხვა თანამდებობაზე იმყოფებოდნენ და ეს წარმოაჩინონ როგორც ერთ-ერთი ნიუსი თავიანთ ტელევიზიებში, ხოლო მეორე მხრივ, როგორმე „ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებადობა ჩამორეცხონ „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ისეთ პარტიებს, როგორებიცაა „გახარიელი ნაცები და „ლელოელი ნაცები“, - ამბობს გორდულაძე.
11 მარტი 2026, 14:17
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ყულევზე შეტევა და თავდასხმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან“ არის თავდასხმა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე
„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, რომ წაიკითხოს ის ჩაგდებული მესიჯი, რომელსაც შემდეგ ქართულად თვითონ თარგმნიან ხოლმე და წერტილის და მძიმის შეცვლის უფლებასაც კი არ აძლევენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
11 მარტი 2026, 14:17
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ ეუთომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ შედის არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში
„ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ ეუთომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განცხადა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ შედის არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში. მათ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაგმეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა და ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის ადგილი არის პარლამენტში და არა ქუჩაში რადიკალიზაციის საშუალებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
11 მარტი 2026, 14:16
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსული საწვავის შესყიდვა იქნებოდა სტრატეგიული შეცდომა. ის ჩვენ მეტად დამოკიდებულს, მოწყვლადს და სუსტს გაგვხდიდა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული კრიზისის გამო რუსული საწვავის შესყიდვის დაწყება ევროკავშირისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა.
11 მარტი 2026, 14:15
პოლიტიკა
მაია ბითაძე ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღებაზე: მცდარი და მანიპულაციურია ყველა ის მცდელობა, რომლის თავს მოხვევას ჩვენი რადიკალები ცდილობენ საკუთარი მომხრეებისთვის
ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი რადიკალები კვლავ მანიპულაციით შებღალონ საქართველოს სტატუსი და ინტერესები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“.
11 მარტი 2026, 14:14
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა
„საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ და მათ შორის ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის, რომ სიმართლე არ იმალება. პარლამენტში საკუთარი მანდატების დატოვებით ოპოზიციამ დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიიღო. მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის მაინც მოემზადონ და ბრიუსელსა და სხვადასხვა დედაქალაქში სირბილის მაგივრად, იქნებ თავის მოსახლეობას, საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ“, - განაცხადა სამხარაძემ.


