ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა კიდევ ერთი თვით გადაიდო
პარლამენტი
ფოტო: პარლამენტის ვებგვერდი
საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა ისევ გადაიდო, ამჯერად 1 თვით. ეს გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. პროექტის განხილვის გადაწევა გია ვოლსკიმ მოითხოვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
გია ვოლსკის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე (იგულისხმება ბოლო პერიოდში ნარკოტიკებისგან გარდაცვლილთა შემთხვევები), აუცილებელია კიდევ ერთი თვით გადავადდეს განხილვა, რათა კონსულტაციებისთვის მეტი დრო იყოს.
"დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა. დღეს რამდენიმე განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თითქოს ეს ფატალური შედეგი კანონის მიუღებლობით არის განპირობებული, რაც სიმართლისგან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ინიციატორებს, იქნებ გადავწყვიტოთ კიდევ ერთხელ, არ შეიძლება დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება და კიდევ ერთი თვით საკონსულტაციოდ გავაგრძელოთ ვადა კანონის განხილვისათვის", - თქვა გია ვოლსკიმ.
5 მარტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.
ბოლო დღეებში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც არსებული ინფორმაციით უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა. ეგრეთ წოდებული „მკვლელი მარილის“ (ეფედრინი) კავშირი ბოლო დღეებში დაღუპული ადამიანების სიკვდილთან დადასტურებული არ არის, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს. ექიმების ნაწილის მტკიცებით, კლინიკის მიხედვით (დაღუპულ ადამიანთა უმრავლესობა ძილში გარდაიცვალა) ახალი „მკვლელი“ ნარკოტიკი ეფედრინი არ არის, არამედ ოპიატია, რომელსაც ძილში სიკვდილი ახასიათებს. ის, სავარაუდოდ, ინტერნეტით იყიდება.
ყველა სიახლე
18 მაისი 2026, 14:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის - ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა.
18 მაისი 2026, 14:26
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ჩამოყალიბდება სამმართველო, რომელიც იმუშავებს იმ ქმედებების გამოვლენასა და რეაგირებაზე, რაც დაკავშირებულია სიძულვილის ენის გამოხატვასთან
შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ჩამოყალიბდება ცალკე სამმართველო, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ისეთი ტიპის ქმედებების გამოვლენასა და რეაგირებაზე, რაც დაკავშირებულია სიძულვილის ენის გამოხატვასთან, ასევე შემთხვევებზე, როდესაც ხდება პიროვნული თავდასხმები, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
18 მაისი 2026, 14:23
მსოფლიო
ჩინეთი აშშ-სგან ყოველწლიურად სულ მცირე $17 მილიარდის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენს
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმებას ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა პეკინში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს. შეიქმნება ორი ახალი, სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მოწესრიგებაზე იზრუნებენ.
18 მაისი 2026, 14:23
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: ჩვენ მზად ვართ ვისწავლოთ ერთმანეთისგან, გავუზიაროთ გამოცდილება და ვილაპარაკოთ შეცდომებზეც. განვითარების პროცესში ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ ვფიქრობ, ეს ეტაპი უკვე წარსულია
დღეს ურბანული განვითარების საჭიროების სრული გააზრებით განსაკუთრებით დედაქალაქებში უნდა ვიყოთ ერთდროულად მამაცები და ფრთხილები, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ურბანულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას
18 მაისი 2026, 14:21
მსოფლიო
ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს
ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
18 მაისი 2026, 14:19
საზოგადოება
ყოფილი ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე ტყე-პარკის აღდგენა გრძელდება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, ყოფილი ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე ტყე-პარკის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს.
18 მაისი 2026, 14:16
მსოფლიო
Politico: ევროპა უკრაინის საკითხზე რუსეთთან მომლაპარაკებლის შერჩევას ცდილობს
ანგელა მერკელს, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის გამოცდილება აქვს, თუმცა ევროპელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ის ადრე მოსკოვსა და კიევს შორის წარუმატებელი შუამავალი იყო. პოლიტიკოს ცნობით, სტუბი და დრაგი ევროპისთვის მისაღები კანდიდატებია, თუმცა ჯერ უცნობია, ისინი შუამავლობას დათანხმდებიან თუ არა.
18 მაისი 2026, 14:15
ეკონომიკა
ნათია თურნავა: დეპოზიტების შემცირებული დოლარიზაცია ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს
ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას დოლარიზაციის შემცირებაზე, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
18 მაისი 2026, 14:14
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე: ინიციატივა არის დროული და აუცილებელი. ეს არის არა სიძულვილის ენა სინამდვილეში, ეს არის კლასიკური გაგებით ჩვეულებრივი ტერორი
ინიციატივა არის დროული და აუცილებელი. ეს არის არა სიძულვილის ენა სინამდვილეში, ეს არის კლასიკური გაგებით ჩვეულებრივი ტერორი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.
18 მაისი 2026, 14:13
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე: იმისთვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა
იმისთვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ, რომელმაც საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
18 მაისი 2026, 14:07
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქს შეუტია
ქალაქ დნიპროზე დრონებითა და რაკეტებით იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. ოკუპანტმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და კრიტიკულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა ოდესაში, ჩერნიჰოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.
18 მაისი 2026, 14:03
ეკონომიკა
ნათია თურნავა: 2025 წელს სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა
მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელს გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, როგორებიცაა საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, წლის განმავლობაში 3 პროცენტთან შედარებით დაბალი შენარჩუნდა, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
18 მაისი 2026, 14:02
მსოფლიო
ანდრეი ერმაკი გირაოთი გაათავისუფლეს
სკანდალურ კორუფციულ საქმეზე ბრალდებული ანდრეი ერმაკი, გირაოთი გაათავისუფლეს. ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 140 მილიონი გრივნა ახლობლებმა შეუგროვეს, ამას კი რამდენიმე დღე დასჭირდა.
18 მაისი 2026, 13:40
საზოგადოება
კახა კალაძე: ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე ელჩი გამოვა, დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს აქციის დაშლაზე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დაშლას გმობდნენ, დანიაში განვითარებული მოვლენების შესახებ არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ, რადგან მათ ამის მითითება არ აქვთ.
18 მაისი 2026, 13:37
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური ალიანსი, რომელსაც არავითარი საერთო ღირებულებები არ გააჩნია, თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული.
18 მაისი 2026, 13:30
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკურ ზრდაში დიდ წვლილს შეიტანს
„ქვეყნის ეკონომიკის პირველი კვარტალის ორნიშნა ზრდაში, ალბათ, ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც აქვს თავისი წილი ამ შედეგში და ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო პროექტი დაიწყება. ეს პროექტები იქნება როგორც ფუნქციურად მნიშვნელოვანი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტი,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ ახალ პროექტებზე საუბრისას.
18 მაისი 2026, 13:29
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვას მხოლოდ პასუხისმგებლობიანი კომპანიები შეძლებენ
სამშენებლო სექტორის გაჯანსაღება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიდგომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა, ჩვენ უკომპრომისოები ვიქნებით როგორც ხარისხთან, ასევე პროექტების დროულად განხორციელების კუთხით, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრის შეფასებისას.
18 მაისი 2026, 13:27
რეგიონი
ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორების და ხობის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ქალაქ ხობში გამოვლენილია ფიზიკური პირი ლ. შ., რომელსაც საკუთარი ავტომობილით გადაჰქონდა 85 კგ მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, სუბპროდუქტები (ტყავი, თავ-ფეხი, შიგნეულობა და სხვა) და პირუტყვის დაუმუშავებელი თავი.
18 მაისი 2026, 13:22
პოლიტიკა
კახა კალაძე: კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა - ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს
წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, ამ ყველაფრის დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია, - განუცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს შსს-ში, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის მიზნით, სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივის კომენტირებისას.
18 მაისი 2026, 13:19
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ ფორმატში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს
ამასთან, შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება ხშირად დაშვებული შეცდომები და გაიცემა პრაქტიკული რეკომენდაციები საგამოცდო პროცესისთვის ეფექტიანად მოსამზადებლად.


