imedi /  13 სექტემბერი 2017, 10:11 / სანდო წყარო

კოპენჰაგენში ფოტოგამოფენა ‘’50 ქალი საქართველოდან’’ გაიხსნა

ელენე დარიანი

კოპენჰაგენში განლაგებულ გაერო-ს ქალაქში (UN City) პროექტი - ფოტოგამოფენა "50 ქალი საქართველოდან" გაიხსნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთ სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყებისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ერთობლივი პროექტი საქართველოს საელჩოსა და ქარლთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით გაიხსნა

ექსპოზიცია „50 ქალი საქართველოდან" ეძღვნება IXX და XX საუკუნეების ქართველ და ევროპელ საზოგადო მოღვაწე ქალებს, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. საგარეო უწყების ცნობით, ფოტოსურათებთან ერთად გამოფენა საარქივო - ბიოგრაფიულ მასალასაც აერთიანებს და უნიკალურ ინფორმაციას გადმოსცემს 50 გამოჩენილი ქართველი ქალბატონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
 
ფოტო-გამოფენის „50 ქალი საქართველოდან" დათვალიერება გაერო-ს ქალაქის ცენტრალურ დარბაზში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 11 რეგიონული ოფისის 1500-ზე მეტ თანამშრომელს და UN City-ს სტუმრებს მომავალი 8 დღის განმავლობაში - 20 სექტემბრამდე შეეძლებათ.

გამოფენა კოპენჰაგენში

გამოფენა კოპენჰაგენში

კომენტარები ()