აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო
ფოტო: Getty Images
აშშ-ის მთავრობამ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანქციების შემოღების მიზეზი არის ის, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებასა და სამშვიდობო პროცესს მხარს არ უჭერს.
„ახლა დროა შეჩერდეს მკვლელობები და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ზავი. იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი ამ უაზრო ომის დასრულებაზე უარს ამბობს, ხაზინის დეპარტამენტი რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის სამხედრო მანქანას აფინანსებენ, სანქციებს უწესებს“, - აღნიშნულია აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განცხადებაში.
მისი თქმით, ხაზინის დეპარტამენტი მზადაა მიიღოს დამატებითი ზომები, თუ ეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკის გატარებისთვის იქნება საჭირო. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები“, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ახალი სანქციები „როსნეტფტისა“ და „ლუკოილის“ გარდა შეეხება ყველა იმ კომპანიას, რომელთა 50% ან მეტ წილს ფლობენ აღნიშნული გიგანტები. საუბარია „როსნეფტის“ 28 და „ლუკოილის“ 6 შვილობილ კომპანიაზე.
ყველა სიახლე
11 აპრილი 2026, 13:01
მსოფლიო
კამალა ჰარისმა, შესაძლოა, აშშ-ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, მიიღოს, თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 12:32
საზოგადოება
ამაღამ თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.
11 აპრილი 2026, 12:27
მსოფლიო
ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.
11 აპრილი 2026, 12:15
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.
11 აპრილი 2026, 12:03
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს.
11 აპრილი 2026, 11:56
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.
11 აპრილი 2026, 11:45
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად - ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
11 აპრილი 2026, 11:39
მსოფლიო
ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ
ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 11:21
მსოფლიო
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 11:19
საზოგადოება
მდინარე დიღმურას ხიდზე, 15 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
11 აპრილი 2026, 11:10
საზოგადოება
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება
ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
11 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
NASA-ს მთვარის მისია Artemis II დედამიწაზე დაბრუნდა
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) Artemis II-ის მისიის კოსმონავტები, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კოსმოსში იყვნენ და მთვარეს შემოუარეს, დედამიწაზე დაბრუნდნენ. ინფორმაციას NASA ავრცელებს
11 აპრილი 2026, 10:24
მსოფლიო
ამერიკული დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს
ამერიკული დელეგაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 09:37
მსოფლიო
CNN: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი ირანში შეიარაღების გასაგზავნად ემზადება
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი მომდევნო რამდენიმე კვირაში ირანში შეიარაღების, კერძოდ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაგზავნას აპირებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 აპრილს საქართველოში
11 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
11 აპრილი 2026, 08:54
საზოგადოება
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
11 აპრილი 2026, 08:21
საზოგადოება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება.
11 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
დღეს დიდი შაბათია
დღეს, დიდ შაბათია. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი სრულდება. გარდამოხსნის შემოტარების შემდეგ ლიტურგია გაიმართება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
11 აპრილი 2026, 01:51
მსოფლიო
ტრამპი: ჩემი ადმინისტრაცია მზად არის, გამოიყენოს აშშ-ის სრული ეკონომიკური ძლიერება უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად - დიდი ენთუზიაზმით ველით ინვესტირებას იმ მომავალ კეთილდღეობაში, რომელსაც ორბანის უწყვეტი ლიდერობა შექმნის
ჩემი ადმინისტრაცია მზად არის, გამოიყენოს აშშ-ის სრული ეკონომიკური ძლიერება უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
11 აპრილი 2026, 01:20
მსოფლიო
Reuters: ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში რუსული ტანკერების დაკავება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული
ნატოს წევრი ესტონეთი თავს შეიკავებს ბალტიის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების დაკავებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.


