ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანი ლიდერობს
დავით ასათიანი
ფოტო: Facebook
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა. შედეგების თანახმად, ყველაზე მეტი - 1128 ხმა დავით ასათიანმა მიიღო. ასათიანი გამარჯვების შემთხვევაში ასოციაციას შემდეგი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საბოლოო შედეგები შესაძლოა დილამდე არ გამოცხადდეს, ვინაიდან უნდა გაიხსნას სხვა ყუთებიც, სადაც აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრის, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრის ასარჩევი ბიულეტენებია. კომისიაში ვარაუდობენ, რომ თავმჯდომარის არჩევისთვის განკუთვნილი ბიულეტენები შესაძლოა იქაც აღმოჩნდეს.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილი ხმებით უპირატესობა დავით ასათიანის სასარგებლოდ გამოიკვეთა. თუმცა ეს საბოლოო შედეგები არ არის, რადგან პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის შეიზლება მეორე ტური გაიმართოს.
სააგენტო ipn-ის ცნობით, კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა. ებრალიძე დავითი - 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო.
ადვოკატთა ასოციაციას 8 წლის განმავლობაში ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.
ყველა სიახლე
03 მარტი 2026, 20:33
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გაიმართება საქართველოს და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, შეხვედრას უხელმძღვანელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი
გაიმართება საქართველოს და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, შეხვედრას უხელმძღვანელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
03 მარტი 2026, 20:32
ეკონომიკა
სამხრეთის გაზის დერეფანი და საქართველოს გეგმები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი უნდა გახდეს. მთავრობის ამოცანა ეკონომიკის მინისტრმა, ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალზე დაასახელა. მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ილაპარაკა, განსაკუთრებულად გამოყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგიის დერეფნის მნიშვნელობა. მინისტრს აზერბაიჯანში ორმხრივი შეხვედრებიც ჰქონდა.
03 მარტი 2026, 20:25
პოლიტიკა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია - როგორია ვიზიტის დღის წესრიგი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია. დაგეგმილია პრემიერების პირისპირ შეხვედრა და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.
03 მარტი 2026, 20:20
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-შია. დაგეგმილია შეხვედრები და მონაწილეობა სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით დაგეგმილ კონფერენციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-შია. დაგეგმილია შეხვედრები და მონაწილეობა სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით დაგეგმილ კონფერენციაში.
03 მარტი 2026, 20:18
მსოფლიო
Bloomberg: მომავალი ოთხი კვირა განსაზღვრავს, დადგება თუ არა ევროკავშირის ეკონომიკა ახალი კრიზისის ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის ომის გამო
მომავალი ოთხი კვირა განსაზღვრავს, დადგება თუ არა ევროკავშირის ეკონომიკა ახალი კრიზისის ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის ომის გამო, - წერს სააგენტო Bloomberg-ი.
03 მარტი 2026, 20:17
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: ჩვენი ვიზიტის და პირველივე შეხვედრის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია სრულ თანხვედრაშია იმ ძირითად ღირებულებებთან და პრინციპებთან, რაზეც არის ჩვენი მმართველობა დამყარებული
ჩვენი ვიზიტის და პირველივე შეხვედრის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია სრულ თანხვედრაშია იმ ძირითად ღირებულებებთან და პრინციპებთან, რაზეც არის ჩვენი მმართველობა დამყარებული, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
03 მარტი 2026, 20:16
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე სენატორ დეინსთან შეხვედრაზე: ის კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს. ჩვენ საუბარი გვქონდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების არსებულ მდგომარეობაზე, ასევე დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობისთვის ვიზიტით იმყოფება, პირველი შეხვედრა უკვე გამართა. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, პირველი შეხვედრა სენატორ დეინსთან შედგა.
03 მარტი 2026, 20:00
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი მზად არის მხარი დაუჭიროს ირანის შიგნით არსებულ იმ ჯგუფებს, რომლებიც რეჟიმის დასამხობად იარაღის ხელში აღებას აპირებენ
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი მზად არის მხარი დაუჭიროს ირანის შიგნით არსებულ იმ ჯგუფებს, რომლებიც რეჟიმის დასამხობად იარაღის ხელში აღებას აპირებენ, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 მარტი 2026, 19:39
საზოგადოება
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა
თამარ ბაგრატიონი დედის დღესთან დაკავშირებით მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს იუსტიციის მინისტრთან, პაატა სალიასთან, დეპუტატებთან- ნინო წილოსანთან, ეკა ჭიჭინაძესთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
03 მარტი 2026, 19:19
მსოფლიო
ორბანი: მოველი, რომ ევროკომისია გააძლიერებს პოლიტიკურ ზეწოლას უკრაინაზე, რათა მან ძირი არ გამოუთხაროს უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას
ჩვენ არ დავემორჩილებით პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟს, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
03 მარტი 2026, 19:19
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მობილური საკომუნიკაციო სისტემების გლობალური ასოციაციის (GSMA) ორგანიზებით ბარსელონაში გამართულ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესში (MWC) და GSMA-ს მე-20 საიუბილეო მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
03 მარტი 2026, 19:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზება გაუკეთოს სპეციალურ რეისებს, რომლებიც განხორციელდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ცა არის ღია
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან რეგიონში, ექმნებათ შეფერხებები მგზავრობასთან დაკავშირებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
03 მარტი 2026, 19:00
მსოფლიო
ტრამპი: ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა აშკარად აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ გააკრიტიკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
03 მარტი 2026, 18:46
პოლიტიკა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა
3 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
03 მარტი 2026, 18:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი მთავრობის განცხადებაზე: ე.წ. ოპოზიციამ შერჩევითი კითხვა იცის და იმ წაკითხულიდან აზრის გამოტანა ძალიან უჭირს, მაგრამ ეს არ უჭირს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელმაც ჯეროვნად შეაფასა დაბალანსებული განცხადება
ე.წ. ოპოზიციამ შერჩევითი კითხვა იცის და იმ წაკითხულიდან აზრის გამოტანა ძალიან უჭირს, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადების შესახებ ოპოზიციის ნაწილის კრიტიკული რეაქცია.
03 მარტი 2026, 18:37
მსოფლიო
ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი საჰაერო დარტყმების სამიზნე ამჯერად ის სახელმწიფო ორგანო გახდა, რომელიც ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი
ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი საჰაერო დარტყმების სამიზნე ამჯერად ის სახელმწიფო ორგანო გახდა, რომელიც ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი.
03 მარტი 2026, 18:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა
უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა, - წერს საუნფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
03 მარტი 2026, 18:15
საზოგადოება
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია.
03 მარტი 2026, 18:09
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციის ალიანსზე: 9 „ნაცის" გაერთიანება ვერ იქნება ვერაფერი ახალი
9 „ნაცის" გაერთიანება ვერ იქნება ვერაფერი ახალი,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციის ალიანსთან დაკავშირებით.
03 მარტი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ირანის ხელისუფლების ახალმა შემადგენლობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოემზადოს
ხელისუფლების ახალმა შემადგენლობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებებისთვის მოემზადოს, - აცხადებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი „დღის ქრონიკაში“.


