imedi /  09 სექტემბერი 2020, 11:08 / სანდო წყარო

შალვა ნათელაშვილმა კახი კავსაძეს მლიქვნელი უწოდა

შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი

კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება, - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ფოტოებს აზიარებს, სადაც კახი კავსაძე ბიძინა ივანიშვილს გულითადად ესალმება.

ნათელაშვილი კახი კავსაძეს მლიქვნელ მსახიობს უწოდებს.

,,კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება. რამდენმა ასეულმა ათასმა ვერ მიაღწია მაგ ასაკს შიმშილისაგან, თუმცა ივანიშვილს მათთვის ლუკმაც არ მიუწვდია, რადგან არ ყოფილან მლიქვნელი მსახიობები“, - წერს შალვა ნათელაშვილი.

ყველა სიახლე

ბოლნისი ქართული ოცნება

20 სექტემბერი 2020, 18:50

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ბოლნისში ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტს გამორიცხავს

კახა ოქრიაშვილი მხარდამჭერებთან ერთად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებას „ქართული ოცნების“ შტაბიდან 40 მეტრის მოშორებით მართავდა, რამაც შტაბის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია. „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჯეიჰუნ მუჰამედ ალიმ ისინი თვალთვალში დაადანაშაულა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. დაპირისპირება ადგილობრივებს შორის კახა ოქრიაშვილის „ქართული ოცნებიდან“ „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნებამ გამოიწვია.

ჰონგ-მინ სონი
ჰარი კეინი

20 სექტემბერი 2020, 18:42

სპორტი

ლონდონის „ტოტენჰემი“ პრემიერ ლიგის უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა

ლონდონის „ტოტენჰემი“ პრემიერ ლიგის უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა. დედაქალაქის გუნდმა სტუმრად „საუთჰემპტონი“ ჰონგ-მინ სონის პოკერითა და ჰარი კეინის ერთი გოლის წყალობით 5:2 დაამარცხა. სონმა ოთხივე ბურთი ერთი ფეხბურთელის, კეინის პასებით გაიტანა, რაც აქამდე ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში არ მომხდარა.

გიორგი აბურჯანია

20 სექტემბერი 2020, 18:29

სპორტი

გიორგი აბურჯანია კარიერას ესპანეთის „ოვიედოში“ განაგრძობს

გიორგი აბურჯანია კარიერას ესპანეთის „ოვიედოში“ განაგრძობს. საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა სეგუნდადივიზიონის გუნდთან 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და ტრანსფერი დღეს კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.

ჯეიმს ტიგლი და დიეგო მენტრიდა

20 სექტემბერი 2020, 18:28

სპორტი

ესპანელმა სპორტსმენმა მედალი მეტოქეს დაუთმო, რომელსაც გზა აებნა

ეს სანტანდერის ტრიატლონის ბოლო ეტპაზე (სირბილი) მოხდა. ბრიტანელი ჯეიმს ტიგლი მესამე ადგილზე გადიოდა, როცა ფინიშამდე რამდენიმე მეტრით ადრე არასწორი მოსახვევი აირჩია. შედეგად მას დიეგო მენტრიდამ გაუსწრო, მაგრამ მან ბრიტანელის შეცდომა შეამჩნია, შეჩერდა, ტიგლს დაელოდა და მეტოქეს ფინიშის ხაზის გადაკვეთის უფლება მისცა.

20 სექტემბერი 2020, 18:10

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი 146 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 146 ადამიანს გამოუვლინდა, 1 ადამიანი კი გარდაცვლილა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,188 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 575 ადამიანი. ვირუსისგან 36,755 პაციენტი განიკურნა. აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

20 სექტემბერი 2020, 18:10

ტაბლოიდი

მასიმილიანო ალეგრიმ იტალიურ შოუში იცეკვა

„იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. 53 წლის ალეგრიმ, რომელიც დროებით უმუშევარია, Coldplay-ს მუსიკაზე ტანგო შეასრულა, რამაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

მინსკი

20 სექტემბერი 2020, 17:52

მსოფლიო

ბელარუსის პოლიციამ მინსკში აქციის ათზე მეტი მონაწილე დააკავა

ბელარუსის პოლიციამ მინსკში აქციია მონაწილეები დააკავა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს. პროტესტის მონაწილეები მინსკსა და სხვა ქალაქებში შეიკრიბნენ და პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

მამუკა მდინარაძე

20 სექტემბერი 2020, 17:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა

„არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა. მაგალითად, აგროპროექტები. ბოლო წლებში 400 მილიონი დოლარით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი და როდესაც ასეთი ინერცია გაქვს აღებული ეროვნულ პროდუქციაზე, ეს განსაკუთრებით საამაყოა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ზესტაფონში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

საპროტესტო აქცია მადრიდში

20 სექტემბერი 2020, 17:22

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მადრიდის ნაწილი ჩაიკეტება

მათ საკუთარი უბნების დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, ბავშვების სკოლაში მისაყვანად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად ექნებათ. ჩაკეტილ ზონაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, თუმცა დაიკეტება პარკები, მაღაზიები, ბარები და რესტორნები კი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებენ. აიკრძალება 6 ადამიანზე მეტის შეკრება. მადრიდის მოსახლეობამ ახალი შეზღუდვების დაწესება გააპროტესტა.

გიორგი გახარია

20 სექტემბერი 2020, 17:13

რეგიონი

გიორგი გახარია: არავის არაფერს ვუმტკიცებთ, ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ჩვენი მიზანია ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი, ევროპული სახელმწიფო

პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ ზესტაფონი ყოველთვის გამორჩეული იყო საქართველოში, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და აქ საუბარი არ არის მხოლოდ მეტალურგიაზე. მისი თქმით, ზესტაფონი ასევე საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ელექტროენერგეტიკის, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ბევრი სხვა მიმართულებით.

ლი კერსლეიკი

20 სექტემბერი 2020, 16:51

კულტურა

ოზი ოსბორნისა და Uriah Heep-ის ყოფილი დრამერი, ლი კერსლეიკი გარდაიცვალა

ოზი ოსბორნისა და Uriah Heep-ის ყოფილი დრამერი, ლი კერსლეიკი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. „39 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლი არ მინახავს, ​​მაგრამ ის სამუდამოდ იცხორვებს იმ ჩანაწერებში, რომელსაც ჩემთვის უკრავდა“ - დაწერა ოსბორნმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გიორგი ცუცქირიძე

20 სექტემბერი 2020, 16:35

საზოგადოება

გიორგი ცუცქირიძე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს არის სენსაციად გასაღებული მორიგი „ფეიკი“ - PHARMIN-ის ერთადერთი ინვესტორი ქართველი ბიზნესმენი თემურ უგულავაა

,,ქართული ოპომედია მაქსიმალურად რომ ცდილობს, სენსაციებით და მანიპულაციებით საკუთარი რეიტინგის და ასევე წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ტემპერატურის აწევას, გასაგებია. მაგრამ, ცალკეული ჟურნალისტების მიერ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მამალი ტყუილების გამოცხობას რა ეფექტი აქვს, ეგ კი ნამდვილად გაუგებარია. მით უმეტეს, რომ ამ ტყუილებით ნასაზრდოები რეპორტაჟები, უკვე ღიმილის მომგვრელია, ისევე როგორც ამგვარი ფანდებით ფონს გასვლაა არასერიოზული”.

TIkTok

20 სექტემბერი 2020, 16:22

ეკონომიკა

დონალდ ტრამპმა Oracle-სა და Walmart-ს TikTok-თან ხელშეკრულების გაფორმების ნება დართო

როგორც ტრამპმა განაცხადა, მან ეს შეთანხმება „აკურთხა“. Reuters-ი იტყობინება, რომ შეთანხმება პარტნიორობის პრინციპებით არის შედგენილი. კერძოდ, დოკუმენტი კომპანია TikTok Global-ის დაფუძნებას ითვალისწინებს, რომლის შტაბ-ბინაც აშშ-ში (სავარაუდოდ ტეხასში) განთავსდება. სააგენტოს ცნობით, ახალ კომპანიის 80% ჩინური მხარის კუთვნილება იქნება.

გიორგი გახარია თერჯოლის მუნიციპალიტეტში

20 სექტემბერი 2020, 16:21

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბეჟან წაქაძესა და თერჯოლის მერობის კანდიდატ ლაშა გოგიაშვილთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს.

მამუკა მდინარაძე

20 სექტემბერი 2020, 16:02

რეგიონი

მამუკა მდინარაძე: ჩვენი კანდიდატის შემართება ისეთია, არ მოასვენებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს თერჯოლაში

,,დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, გვერდით დგომით, ბევრ რამეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ბეჟან წაქაძის შემართება ისეთია, რომ არ მოასვენებს აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს, რომ თერჯოლაში კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძე თერჯოლაში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

20 სექტემბერი 2020, 15:56

რეგიონი

ირაკლი ხახუბია: ფოთელებმა იციან, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ხალხის სიყვარული და ნდობაა

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთის მუნიციპალიტეტში მზარელუას, ილიას, შევჩენკოს, 8 მარტისა და გურიის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა, მაჟორიტარობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო.

მეთ ჰენკოკი

20 სექტემბერი 2020, 15:45

COVID19

მეთ ჰენკოკი: ბრიტანეთში შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, შესაძლოა საყოველთაო კარანტინი კვლავ ამოქმედდეს, მან ასევე დასძინა, რომ ამას არ ისურვებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

20 სექტემბერი 2020, 15:39

COVID19

შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა. შსს-ს ინფორმაციით, მათგან 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1 შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში. 1 ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს ასევე აჭარაში. კორონავირუსის 2 ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან 1 ბათუმში, მეორე კი ქალაქ რუსთავში.

გიორგი გახარია

20 სექტემბერი 2020, 15:32

რეგიონი

გიორგი გახარია: როდესაც მივაღწევთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქეს მოუნდება თქვას, რომ ის ამ დიდი საქმის ნაწილი იყო, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას

პრემიერ-მინისტრმა თერჯოლაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს, თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი, პრობლემაა შიდა გზები, რომელიც მოსაგვარებელია, სასმელი წყალი, საირიგაციო წყალი, ასევე პრობლემაა წყალარინების სისტემა ქალაქში.

უქტამ ბარნოევი

20 სექტემბერი 2020, 15:10

COVID19

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა

უზბეკეთის კოვიდინფიცირებული ვიცე-პრემიერი, უქტამ ბარნოევი, რომელიც აგრარულ და კვების სექტორს ხელმძღვანელობდა, გარდაიცვალა. პოლიტიკოსს კორონავირუსის დიაგნოზი ივლისის ბოლოს დაუსვეს. ის ამ დრომდე Akfa Medline-ის კერძო კლინიკაში მკურნალობდა.