თბილისში ნატოს ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ
გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, 26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო–ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება.
"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა 26-29 მაისს თბილისში გაიმართება. საქართველო ნატოს არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ამ რანგის ღონისძიება ტარდება. დანარჩენი ოთხი ქვეყანა უკვე ალიანსის წევრია. საგაზაფხულო სესიაზე 50-ზე მეტი ქვეყნიდან 700-მდე სტუმარს ელოდებიან. საქართველოსა და ნატოს ურთერთობა და პერსპექტივები ერთ-ერთ მთავარი საკითხი იქნება.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 20:53
მსოფლიო
გერმანიის ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს საგანგებო სესხების აღებას
გერმანია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმაზე მეტ ვალს აიღებს, ვიდრე ოდესმე - და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი სახსრების მოზიდვა დასჭირდეს დონალდ ტრამპის ირანში „უპასუხისმგებლო ომით“ გამოწვეულ სირთულეებთან გასამკლავებლად, - განაცხადა ოთხშაბათს გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა.
29 აპრილი 2026, 20:47
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ირანის ომი ევროკავშირს დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება
ევროპა ყოველდღიურად თითქმის 500 მილიონ ევროს კარგავს, რადგან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი წიაღისეული საწვავის ფასებს ზრდის, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს.
29 აპრილი 2026, 20:46
პოლიტიკა
ტერიტორიების და სუვერენიტეტის დათმობა ევროინტეგრაციის სანაცვლოდ - უკრაინისა და მოლდოვისთვის დასაშვები გზა საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზა სუვერენიტეტის დაცვაზე გადის. საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მოლდოვის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების გზად რუმინეთთან შეერთების იდეა კვლავ გაახმიანა.
29 აპრილი 2026, 20:40
პოლიტიკა
ქუთაისის შემდეგ ბათუმი - რა ნიშნით უშვებენ მოქალაქეებს ოპოზიციური ალიანსის შეხვედრაზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისის შემდეგ ბათუმი - ოპოზიციური ალიანსის შეხვედრა ამჯერად აჭარაში გაიმართა. მედიას გადაღების უფლება არც აქ მისცეს. გასვლით შეხვედრებში არ მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღეს „ფედერალისტების“ ლიდერმა ისევ გააკრიტიკა.
29 აპრილი 2026, 20:37
პოლიტიკა
ეკლესიაზე შეტევა არ წყდება - ხელისუფლება რწმენის შეურაცხყოფასა და თავდასხმას გმობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიაზე შეტევა არ წყდება - გიგი უგულავა ისევ აქტიურობს. მის მორიგ შეურაცხმყოფელ გზავნილს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოების კრიტიკაც მოჰყვა.
29 აპრილი 2026, 20:25
პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრის ხმაურიანი ინტერპელაცია პარლამენტში - გახარიას გუნდი პოლიტიკური დებატების ჩარჩოს გასცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაცია შედგა. მიხეილ სარჯველაძეს გახარიას პარტიამ 24 კითხვით მიმართა, მაგრამ სხდომაზე მხოლოდ ერთი თემით დაინტერესდნენ. დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების გამოწვევები, მინისტრის შეფასებით, ოპოზიციამ პოლიტიკურ სანახაობად აქცია, დებატები კი ჩარჩოებს გასცდა.
29 აპრილი 2026, 20:19
პოლიტიკა
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქმიანობას ხვალიდან შეუდგება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხვალიდან შეუდგება საქმიანობას. მამუკა მდინარაძე მთავრობას უერთდება და ვიცე-პრემიერის პოზიციასაც დაიკავებს. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტმა სამივე მოსმენით დაუჭირა მხარი.
29 აპრილი 2026, 20:16
მსოფლიო
ტრამპი: აშშ არ მოხსნის ირანის ბლოკადას მანამ, სანამ ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული
აშშ არ მოხსნის ირანის ბლოკადას მანამ, სანამ ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის მე-12 არხს (Channel 12).
29 აპრილი 2026, 20:12
პოლიტიკა
სურსათის ფასებზე სპეკულაციები არ წყდება - „იმედი“ დაინტერესდა, რა სიტუაციაა საქართველოსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში ძირითადი პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„იმედი“ დაინტერესდა, ფასებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებიდან, ასევე, პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვიდან 4 თვის შემდეგ, რა სიტუაციაა საქართველოსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში, ძირითადი პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით.
29 აპრილი 2026, 20:11
მსოფლიო
ჰეგსეტი აცხადებს, რომ კონგრესის კანონმდებლები ირანის ომში „ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები“ არიან
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დღეს კონგრესში გამართულ მოსმენაზე ირანთან მიმდინარე ომისადმი ოპოზიციური განწყობები მკაცრად გააკრიტიკა და ადმინისტრაციის კრიტიკოსი კანონმდებლები „ყველაზე დიდ მოწინააღმდეგეებად“ მოიხსენია.
29 აპრილი 2026, 20:11
საზოგადოება
დავით ქართველიშვილი: უწმინდესის დანატოვარს, მის ანდერძს, მემკვიდრეობას წმინდა სინოდის უდიდესი ნაწილი პატივს სცემს და აპირებს, მის მემკვიდრეობაზე ააგოს ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი დღე
წმინდა სინოდის სხდომას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი. ანალიტიკოსის განცხადებით, პროცესთან დაკავშირებით არსებობდა მოლოდინი, რომ შესაძლო იყო დაძაბულობა და სკანდალები, თუმცა, მისი შეფასებით, სხდომამ ეს მოლოდინები არ გაამართლა.
29 აპრილი 2026, 19:57
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილის ფეისბუქ მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორიდან რომ გაუვიდეთ - თავისი პარტიითაა ფრუსტრირებული, იმათ ელაპარაკება
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ბოლოდორინდელ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მის პარტიას „ერთ ყურშიც კი არ შესდის” ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები.
29 აპრილი 2026, 19:55
მსოფლიო
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სლოვაკეთისთვის ევროკავშირის სახსრების გაყინვას
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული სიტუაციისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესებისთვის შექმნილი საფრთხის გამო, სლოვაკეთისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გადახდები გაყინოს.
29 აპრილი 2026, 19:46
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: მოკავშირეები, რომლებიც კვლავ არ ასრულებენ თავიანთი ვალდებულებების ნაწილს კოლექტიური თავდაცვის წინაშე შესაბამის შედეგებს მიიღებენ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ დახმარებას გაუწევს იმ მოკავშირეებს, რომლებიც საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ, ხოლო იმ პარტნიორებს, რომლებიც ამას არ აკეთებენ - დასჯის.
29 აპრილი 2026, 19:45
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოხსენიების შესახებ: ასეთი სიგიჟის გამოვლენის ყოველ ჯერზე ჩვენ ვმყარდებით იმ პოზიციაში, რომ ძალიან სწორი კურსი გვაქვს არჩეული
სიგიჟე, რომელშიც სურთ ჩაგვითრიონ, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა გერმანიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მათი საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე ჯერ კიდევ მოიხსენიება ამ რანგში.
29 აპრილი 2026, 19:36
მსოფლიო
პენტაგონი: აშშ-მა ირანის ომზე 25 მილიარდი დოლარი დახარჯა
აშშ-ის სამხედრო უწყებამ თებერვლის ბოლოს დაწყებული ირანის ომისთვის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დახარჯა - განუცხადა პენტაგონის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა კანონმდებლებს ოთხშაბათს.
29 აპრილი 2026, 19:13
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა ვუყურებ პოლიტიკოსებისგან - ამ ბავშვების ტრაგედიით და მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ და ქულები დაიწერონ
ცდილობთ, ხელოვნურად შექმნათ ყალბი შთაბეჭდილება, რომ დებატი უნდა მოეწყოს ჩემსა და მშობელს შორის. სამწუხაროდ, არავითარი რესურსი და არგუმენტი არ აქვს თავად დამიჯდეს დებატებში. როგორც ამბობენ, ამაზე დაბლა ფსკერი და დონე აღარ არსებობს. აი, ეს იკადრეთ დღეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ასეთი რამ, უბრალოდ, არ უნდა გეკადრათ, - მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ქეთევან ბაკარაძეს და ამავე პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
29 აპრილი 2026, 19:13
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი გაწევრიანებისთვის აუცილებელ ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყნის კავშირში მისაღებად
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუშაობს ევროკავშირთან ურთიერთობების წინ წაწევაზე, განსაკუთრებით საბაჟო კავშირის განახლებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხების მოგვარების კუთხით.
29 აპრილი 2026, 19:10
კულტურა
პრემიერმა კულტურის მინისტრთან ერთად ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა.
29 აპრილი 2026, 19:08
მსოფლიო
მერცი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე: ამას პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ენერგომომარაგებაზე და მასშტაბური გავლენა ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობა კვლავ „კარგია“. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სამშაბათს ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავისი გერმანელი კოლეგა გააკრიტიკა.


