imedi /  08 ოქტომბერი 2018, 17:34 / სანდო წყარო

ქუთაისის მერია: ქალაქ კოზენცაში სამივლინებო ხარჯმა 7 ათასი ლარი შეადგინა

ქუთაისის მერია

იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 4 წარმომადგენლის სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 7000 ლარი. მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებაზე დაიხარჯა 4800 ლარი დანარჩენი თანხა გაცემულ იქნა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის 211 დადგენილების მე-3 მუხლის მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად, სადაც წერია რომ მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, - წერია განცხადებაში, რომელიც ქუთაისის მერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების საპასუხოდ გაავრცელა. 

„ასევე, თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები.

სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერისა და ვიცემერის ვიზიტი ქალაქ კოზენცაში მიმდინარე წლის 6-9 სექტემბერს ოფიციალური მიწვევით შეგდა. ვიზიტის მიზანი იყო ორ ქალაქს შორის ურთიერთანამშრომლობის გზებზე საუბარი და ინტერკულტურული გაცვლითი პროგრამები. შეხვედრა ოფიციალურად ქალაქ კოზენცას მერიის შენობაში შედგა ქუთაისის მერსა და კოზენცას მერ მარიო ოჩიუტოს შორის სადაც სამომავლო ინტერკულტურულ გაცვლით პროგრამებს შეეხო საუბარი, რომლის ფარგლებში სამომავლოდ ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლისა და თეატრის გასტროლი იგეგმება კოზენცაში. ქუთაისსა და კოზენცას შორის მეგობრობის მემორანდუმი მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა“ - წერია განცხადებაში.

იქამდე, ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანიამ თქვა, რომ ქუთაისის მერის იტალიაში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია თითქმის ერთი თვის წინ გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. შუშანია მერიის წინააღმდეგ სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. 

სექტემბერში იტალიაში მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც გამოიფინა. ისინი ვორკშოპის ფარგლებში ქუთაისელმა მხატვარმა ლავენ გოგიტაძემ დახატა. გამოფენამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ქუთაისის მერიამ გამოაქვეყნა ქალაქ კოზენცას მერის წერილი, რომლითაც ქართული დელეგაცია იტალიაში მიიწვიეს.

ქუთაისის მერია

ყველა სიახლე

29 აპრილი 2026, 21:01

მსოფლიო

Deutsche Welle: წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია

წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

29 აპრილი 2026, 20:55

სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 ადამიანი - საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებული 84 ადამიანი - ბრალდება ნარკოდანაშაულია. საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

29 აპრილი 2026, 20:54

პოლიტიკა

პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით არჩევნების თემაზე დებატები დასრულებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები დასრულებულია.

ლარს კლინგბაილი

29 აპრილი 2026, 20:53

მსოფლიო

გერმანიის ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს საგანგებო სესხების აღებას

გერმანია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმაზე მეტ ვალს აიღებს, ვიდრე ოდესმე - და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი სახსრების მოზიდვა დასჭირდეს დონალდ ტრამპის ირანში „უპასუხისმგებლო ომით“ გამოწვეულ სირთულეებთან გასამკლავებლად, - განაცხადა ოთხშაბათს გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა.

რობერტო მონტელა

29 აპრილი 2026, 20:51

პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი: არასდროს გვიდავია, რომ საქართველოს ახალი არჩევნები სჭირდება. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ არის პარლამენტში, მე კი ვფიქრობ, რომ პარლამენტი იქნებოდა სწორი ადგილი აზრიანი დისკუსიებისთვის

ჩვენ არასდროს არ გვიდავია, რომ საქართველოს ახალი არჩევნები სჭირდება. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ არის პარლამენტში. მე კი ვფიქრობ რომ სწორედ პარლამენტი იქნებოდა სწორი ადგილი აზრიანი დისკუსიებისთვის, - - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანმა, რობერტო მონტელამ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

29 აპრილი 2026, 20:47

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ირანის ომი ევროკავშირს დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება

ევროპა ყოველდღიურად თითქმის 500 მილიონ ევროს კარგავს, რადგან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი წიაღისეული საწვავის ფასებს ზრდის, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს.

29 აპრილი 2026, 20:46

პოლიტიკა

ტერიტორიების და სუვერენიტეტის დათმობა ევროინტეგრაციის სანაცვლოდ - უკრაინისა და მოლდოვისთვის დასაშვები გზა საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზა სუვერენიტეტის დაცვაზე გადის. საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მოლდოვის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების გზად რუმინეთთან შეერთების იდეა კვლავ გაახმიანა.

29 აპრილი 2026, 20:40

პოლიტიკა

ქუთაისის შემდეგ ბათუმი - რა ნიშნით უშვებენ მოქალაქეებს ოპოზიციური ალიანსის შეხვედრაზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის შემდეგ ბათუმი - ოპოზიციური ალიანსის შეხვედრა ამჯერად აჭარაში გაიმართა. მედიას გადაღების უფლება არც აქ მისცეს. გასვლით შეხვედრებში არ მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღეს „ფედერალისტების“ ლიდერმა ისევ გააკრიტიკა.

29 აპრილი 2026, 20:37

პოლიტიკა

ეკლესიაზე შეტევა არ წყდება - ხელისუფლება რწმენის შეურაცხყოფასა და თავდასხმას გმობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკლესიაზე შეტევა არ წყდება - გიგი უგულავა ისევ აქტიურობს. მის მორიგ შეურაცხმყოფელ გზავნილს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოების კრიტიკაც მოჰყვა.

29 აპრილი 2026, 20:25

პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის ხმაურიანი ინტერპელაცია პარლამენტში - გახარიას გუნდი პოლიტიკური დებატების ჩარჩოს გასცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაცია შედგა. მიხეილ სარჯველაძეს გახარიას პარტიამ 24 კითხვით მიმართა, მაგრამ სხდომაზე მხოლოდ ერთი თემით დაინტერესდნენ. დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების გამოწვევები, მინისტრის შეფასებით, ოპოზიციამ პოლიტიკურ სანახაობად აქცია, დებატები კი ჩარჩოებს გასცდა.

29 აპრილი 2026, 20:19

პოლიტიკა

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქმიანობას ხვალიდან შეუდგება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ხვალიდან შეუდგება საქმიანობას. მამუკა მდინარაძე მთავრობას უერთდება და ვიცე-პრემიერის პოზიციასაც დაიკავებს. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტმა სამივე მოსმენით დაუჭირა მხარი.

დონალდ ტრამპი

29 აპრილი 2026, 20:16

მსოფლიო

ტრამპი: აშშ არ მოხსნის ირანის ბლოკადას მანამ, სანამ ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული

აშშ არ მოხსნის ირანის ბლოკადას მანამ, სანამ ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის მე-12 არხს (Channel 12).

29 აპრილი 2026, 20:12

პოლიტიკა

სურსათის ფასებზე სპეკულაციები არ წყდება - „იმედი“ დაინტერესდა, რა სიტუაციაა საქართველოსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში ძირითადი პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„იმედი“ დაინტერესდა, ფასებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებიდან, ასევე, პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვიდან 4 თვის შემდეგ, რა სიტუაციაა საქართველოსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში, ძირითადი პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით.

პიტ ჰეგსეტი

29 აპრილი 2026, 20:11

მსოფლიო

ჰეგსეტი აცხადებს, რომ კონგრესის კანონმდებლები ირანის ომში „ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები“ არიან

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დღეს კონგრესში გამართულ მოსმენაზე ირანთან მიმდინარე ომისადმი ოპოზიციური განწყობები მკაცრად გააკრიტიკა და ადმინისტრაციის კრიტიკოსი კანონმდებლები „ყველაზე დიდ მოწინააღმდეგეებად“ მოიხსენია.

დავით ქართველიშვილი

29 აპრილი 2026, 20:11

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: უწმინდესის დანატოვარს, მის ანდერძს, მემკვიდრეობას წმინდა სინოდის უდიდესი ნაწილი პატივს სცემს და აპირებს, მის მემკვიდრეობაზე ააგოს ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი დღე

წმინდა სინოდის სხდომას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი. ანალიტიკოსის განცხადებით, პროცესთან დაკავშირებით არსებობდა მოლოდინი, რომ შესაძლო იყო დაძაბულობა და სკანდალები, თუმცა, მისი შეფასებით, სხდომამ ეს მოლოდინები არ გაამართლა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

29 აპრილი 2026, 19:57

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილის ფეისბუქ მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორიდან რომ გაუვიდეთ - თავისი პარტიითაა ფრუსტრირებული, იმათ ელაპარაკება

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ბოლოდორინდელ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მის პარტიას „ერთ ყურშიც კი არ შესდის” ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები.

29 აპრილი 2026, 19:55

მსოფლიო

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სლოვაკეთისთვის ევროკავშირის სახსრების გაყინვას

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული სიტუაციისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესებისთვის შექმნილი საფრთხის გამო, სლოვაკეთისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გადახდები გაყინოს.

პიტ ჰეგსეტი

29 აპრილი 2026, 19:46

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: მოკავშირეები, რომლებიც კვლავ არ ასრულებენ თავიანთი ვალდებულებების ნაწილს კოლექტიური თავდაცვის წინაშე შესაბამის შედეგებს მიიღებენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ დახმარებას გაუწევს იმ მოკავშირეებს, რომლებიც საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ, ხოლო იმ პარტნიორებს, რომლებიც ამას არ აკეთებენ - დასჯის.

დავით ქართველიშვილი

29 აპრილი 2026, 19:45

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოხსენიების შესახებ: ასეთი სიგიჟის გამოვლენის ყოველ ჯერზე ჩვენ ვმყარდებით იმ პოზიციაში, რომ ძალიან სწორი კურსი გვაქვს არჩეული

სიგიჟე, რომელშიც სურთ ჩაგვითრიონ, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა გერმანიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მათი საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე ჯერ კიდევ მოიხსენიება ამ რანგში.

29 აპრილი 2026, 19:36

მსოფლიო

პენტაგონი: აშშ-მა ირანის ომზე 25 მილიარდი დოლარი დახარჯა

აშშ-ის სამხედრო უწყებამ თებერვლის ბოლოს დაწყებული ირანის ომისთვის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დახარჯა - განუცხადა პენტაგონის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა კანონმდებლებს ოთხშაბათს.