შეკეცვა
ENG მთავარი პოლიტიკა ეკონომიკა მსოფლიო ჯანდაცვა საზოგადოება სამართალი თავდაცვა რეგიონი კულტურა სპორტი ტექნოლოგიები ტაბლოიდი
არქივი
თემა ინტერვიუ ინქვიზიცია
არჩევნები 2025 არჩევნები 2018 არჩევნები 2017 საქართველო პოლიტიკა ეკონომიკა მსოფლიო არჩევნები აშშ არჩევნები 2024 LIVE ისრაელი ჯანდაცვა საზოგადოება კომენტარი სამართალი თავდაცვა რეგიონი მოსაზრება კულტურა სპორტი ტექნოლოგიები ტაბლოიდი იმედი CITY ხანძარი ისტორიები
სებ-ის კურსი
2.6081

დოლარის კურსი

2.6081
-0,0004
3.0084

ევროს კურსი

3.0084
-0,0013
Imedinews Facebook Imedinews Twitter Imedinews Youtube
ყველა
  • ყველა
  • არჩევნები 2025
  • არჩევნები 2018
  • არჩევნები 2017
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • არჩევნები აშშ
  • არჩევნები 2024
  • LIVE ისრაელი
  • ჯანდაცვა
  • საზოგადოება
  • კომენტარი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • რეგიონი
  • მოსაზრება
  • კულტურა
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტაბლოიდი
  • იმედი CITY
  • ხანძარი
  • ისტორიები
  • თემა
  • ინტერვიუ
  • ისტორია

დროის მიხედვით

დან
მდე
ძიება

ნაპოვნია 10010 სტატია

16 სექტემბერი 2026, 19:21

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი წარუდგინა.

16 სექტემბერი 2026, 17:04

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორსა და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ ჰაზემ ბენ-გასემს შეხვდა.

16 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე აღნიშნულ სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

თამაზ ბორაშვილი

16 სექტემბერი 2026, 12:25

პოლიტიკა

თამაზ ბორაშვილი: განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა

განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი 2026, 20:48

ეკონომიკა

პრემიერი: პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის

დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

15 სექტემბერი 2026, 17:09

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

მთავრობის მეთაურმა საჯარო სამსახურში მუშაობის მიმართულებით მაია ბითაძის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და მას წარმატებები უსურვა.

ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

პრემიერი: ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, ვისთვისაც დღეს ცოდნის შეძენის, პიროვნული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. სწორედ თქვენი ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

15 სექტემბერი 2026, 11:18

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა მაია ბითაძე, მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა

მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი 2026, 07:54

პოლიტიკა

პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას - კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ

ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი 2026, 07:50

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი, მტკიცედ დაგვეცვა მშვიდობა ძალიან დიდი გამოწვევების და პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად

ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი 2026, 00:19

პოლიტიკა

პრემიერი: ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი

ჩვენ რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე. ეს არის პრინციპული საკითხი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება.

ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი 2026, 00:06

პოლიტიკა

პრემიერი: ბანერით რომ დაადგები თავზე პლაჟზე, დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ამით იცავ ტერიტორიულ მთლიანობას? მიშა მშვილდაძე რუსებზე აქირავებს ბინას და მერე გამოდის რუსოფობიური განცხადებებით, ეს არის ორმაგი სტანდარტი

„როდესაც პლაჟზე თავზე ადგები რუს ტურისტს და ამით გინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ხომ აბსურდია?! სადაც თქვენ დადიხართ იმ ტელევიზიის მფლობელი მიშა მშვილდაძე რუსებს აქირავებს ბინას და მერე გამოდის რუსოფობიური განცხადებებით, რომ - პლაჟზე, დიახ, უნდა დაადგე რუს ტურისტს. გემით რომ ჩამოდის ტურისტი, აქცია უნდა მოუწყო, ეს არის ორმაგი სტანდარტი,"- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი 2026, 00:01

პოლიტიკა

პრემიერი: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, რეაგირება მყისიერი იქნება

როდესაც ჩატარდა პარტიული ყრილობა და ცნობილი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამის შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა პრინციპული პრობლემა დაგვეძლია კორუფციასთან დაკავშირებით, იმდენად რთული იყო კორუფციასთან გამკლავება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 23:49

პოლიტიკა

პრემიერი: თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და თითქოს აქედან მოიპარეს ფული, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა

პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დებატებისას ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას კითხვას, რომელიც კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების არამიზნობრივად დახარჯვის საკითხს შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 23:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს, მათი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“

„რა ხდებოდა 2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე, ვიდრე შეიცვალა ხელისუფლება - ჩვენ გვახსოვს ფაქტები, ლარსზე როგორ ხვდებოდა მაშინდელი პრეზიდენტი. ამას ხომ მათი მხარდამჭერებიც უყურებდნენ, რომლებიც დღეს არიან მთავარი რუსოფობები ამ ქვეყანაში. მათი საყვარელი ლიდერი, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, პირდაპირ ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს. მათი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და სხვები პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“ და ასე შემდეგ და ეს მათ შორის საქმითაც იყო გამოხატული“.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 22:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის, გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამაში მთელი აგენტურაა ჩართული - პოლიტიკური პარტიები, ანუ პარტაქტივი, ე.წ. NGO-ები, მედია, ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შექმნას

ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის თქმით, 3 სხვადასხვა კამპანია ჰქონდათ 2022 წელს ქსენოფობიური შინაარსის.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 22:43

პოლიტიკა

პრემიერი: ერი არის მარადიული, მით უმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ, შესაბამისად, ერის მიმართ დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს სიძულვილზე აგებული, პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს, თუმცა აქაც ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა იყოს პრაგმატული

პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ჩვენი ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს და ეს აუცილებლად ასეა საჭირო, თუმცა აქაც ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი, განაცხადი, უნდა იყოს პრაგმატული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებზე.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 22:37

პოლიტიკა

პრემიერი: როდესაც საუბარია რუსოფობიაზე, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საკითხები, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ცალკე საკითხია და მეორეა საუბარი ერებს შორის ურთიერთობებზე, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციასთან, აქ ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს, აქვს მკაფიო წითელი ხაზები და ძალიან პრინციპული დამოკიდებულება, რაც დაკავშირებულია ჩვენს მთავარ ეროვნულ სატკივართან - ეს არის ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია

რუსოფობიის თემა ერთდროულად აქტუალურიც არის და აბსურდულიც. როცა გვიწევს ჩვენ ერთად სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ერის სიძულვილი არის არასწორი მოვლენა, ეს, თავისთავად, მეტყველებს იმ დისკურსის აბსურდულობაზე, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებზე.

ირაკლი კირცხალია

14 სექტემბერი 2026, 21:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: პირადად მე და მთელი ჩემი გუნდის სახელით მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძისა და მისი საქმიანობის მიმართ - წარმატებები მას

„გეკა გელაძეს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას ყველა იმ მიმართულებაში, რომელ მიმართულებაშიც ის გადაწყვეტს საქმიანობას. ასევე მინდა მივულოცო თამაზ ბორაშვილს ეს უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო საქმიანობა და როგორც ბატონმა პრემიერმა დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, ნამდვილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტოა, რომ ამდენი წლის სტაჟით მოდის ადამიანი იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელ უწყებასაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

14 სექტემბერი 2026, 21:16

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო

სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას ეხებოდა. უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც რიგი პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, დაემატება პარტია „გახარია- საქართველოსთვის“. აქვე აღინიშნა, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, არც ამ სარჩელის პირობებში არ არის მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 15:26

პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციაზე: ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას

ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

14 სექტემბერი 2026, 15:16

პოლიტიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად - მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი, მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 15:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურა

ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურა.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება

რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 15:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით

„ზოგადად, გვაქვს კარგი ეკონომიკური ტენდენციები, მაგრამ ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ კონკრეტულად ამ სექტორში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ყველა მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ, რამაც გამოიღო თავისი შედეგები, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის კუთხით გვქონდა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგმული. მთლიანობაში, ეს ყველაფერი იწვევს სხვადასხვა სექტორში სწრაფ განვითარებას, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას და ეს შემთხვევაც არის ამის გამოძახილი“.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 14:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ, ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი, რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი, ყოველთვის შეიძლება ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს

რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ, ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი, რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 14:54

პოლიტიკა

პრემიერი ჯუანშერ ბურჭულაძეზე: როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება, ბრალი არის ბრალი, უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის

თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა - ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის საპროცესო გარიგებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 14:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროპაში არის სერიოზული პრობლემები, საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს

ევროპის მასშტაბით არის არასწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციები და რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან PSOS-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 14:42

პოლიტიკა

პრემიერი: გეკა გელაძე გამორჩეული პროფესიონალია, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება, ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც შსს-ში, ასევე სუს-ში, მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები, რაზეც თავად არ ისურვა საუბარი

„მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები და თავად არ ისურვა ამ პირად მიზეზებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს მისი საქმეა. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის არის გამორჩეული პროფესიონალი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, რაც შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძე

14 სექტემბერი 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის ამის გამოხატულება, ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

27 მაისი 2021, 11:51

თემა

გიორგი გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილი გახდა

სანამ პოლიტიკაში ღიად დააფიქსირებს საკუთარ ამბიციებსა და გეგმებს, პრემიერის პოსტიდან მოულოდნელად წასული გიორგი გახარია კულისებში იმ სათამაშო კარტს იმარაგებს, რომელსაც ჯერ ადგილობრივ არჩევნებზე გაათამაშებს, შემდეგ კი... თუმცა, მისცემს თუ არა პირველი სვლა მას სხვა სვლების გაკეთების შესაძლებლობას, ამას ჯერ კიდევ ვნახავთ და დავაკვირდებით. მანამდე მოვლენები საინტერესოდ ვითარდება; სანდო წყაროს ინფორმაციით, გახარიამ ფინანსური მხარდაჭერა უკვე მოიპოვა და ახლა პარტიის პრეზენტაციისთვის ემზადება. გიორგი გახარიას ფინანსური პარტნიორი, არც მეტი, არც ნაკლები, დავით კეზერაშვილი გახდა. ეს სწორედ ის კეზერაშვილია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩააბარეს, აგვისტოს ომის შემდეგ კი გადააყენეს და ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება ანდეს. სააკაშვილის კიევში გაქცევის შემდეგ, კეზერაშვილმა ნაციონალური მოძრაობა წაგებულ პოლიტიკურ პროექტად მიიჩნია და ფული გიგა ბოკერიას ევროპულ საქართველოში ჩადო. თუმცა, ბოკერიას სრული კრახის შემდეგ ის პოლიტიკური პარტნიორის გარეშე დარჩა. და როგორც ჩანს, სწორედ აქ გადაიკვეთა გახარია-კეზერაშვილის ინტერესებიც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ორი ექსმინისტრი ერთმანეთთან ალეკო ხოჯევანიშვილის მეშვეობით კონტაქტობს. ხოჯევანიშვილი კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. თავდაცვის უწყებაში კეზერაშვილის მინისტრობის დროს ის გენერალური ინსპექციის უფროსი გახლდათ. დავით კეზერაშვილი არა მხოლოდ საკუთარი ფინანსებითაა საინტერესო და მიმზიდველი, არამედ მედიარესურსითაც. ტელეკომპანია ფორმულა ხომ სწორედ მისი ფინანსებით დაარსდა და დღემდე არსებობს. როგორც ჩანს, ფორმულას ახლა, გიორგი გახარიას სახით, ახალი პოლიტიკური კლიენტი ჰყავს. თუმცა, ის მარტო არ იქნება. გიორგი გახარიას იმიჯის გასუფთავებაში ტელეკომპანია პირველიც მიიღებს მონაწილეობას. პრემიერის პოსტიდან გახარიას წასვლის შემდეგ რატომღაც მხოლოდ ეს ორი არხი იგებს ექსკლუზიურად, როდის, სად და როგორ გადაადგილდება გიორგი გახარია. ვისზე იმუშავებენ, ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმეა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, მათ შორის, ამ სატელევიზიო არხების ეთერებიდანაც გიორგი გახარიას თვალთხარიას ეძახდნენ. ახლა კი მისი იმიჯის გასუფთავებასა და გაპიარებაზე უნდა გადაეწყონ. ეს უხერხული ფაქტი უკვე გააპროტესტა ტვ პირველის ერთ-ერთმა სახემ და ტელეწამყვანმა: გახარიას პიარის სამსახურში თუ ვმუშაობთ, უფლება ხომ გვაქვს, ვიცოდეთ მაინცო. მოგვიანებით, ტელევიზიის მენეჯმენტმა მცირე ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩაატარა. შედეგად, გახარია დღის წესრიგში დარჩა და პრეტენზიაც გაქრა. რთული სათქმელია, რა ვალდებულებები აკავშირებს გახარიას კეზერაშვილის გუნდთან, თუმცა ინფორმაციის ავტორი უფრო თავისუფლად მათ საერთო მიზნებზე გვიამბობს: მას შემდეგ, რაც რამდენიმე ფრთად გაშლილმა ნაციონალურმა მოძრაობამ საერთო ფრონტითაც ვერ მოახერხა ქართულ ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ახალი სტრატეგია ციხის შიგნიდან გატეხაზე გადალაგდა. გახარიას მისია სწორედ ქართული ოცნების ხმებზე ნადირობა და რეიტინგის თუნდაც 2-3%-ის წართმევა იქნება. კეზერაშვილი-გახარიას ალიანსის მიზანი თვითმმართველობის არჩევნებზე ოცნების მიერ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების აღება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია. დავალება უკვე გაცემულია და მათი დარტყმის განსაკუთრებული სამიზნეც ცნობილია: ის ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება. P.S.ფორმულამ ყოფილი პრემიერის პარტიის პრეზენტაციის თარიღად 29 მაისი დაასახელა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, საინტერესოა, რომ გადამდგარი პრემიერი საკუთარ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს იმ მედია საშუალებებს ანდობს, რომლებიც მისგან თვალთხარიას იმიჯს დიდი მონდომებით ქმნიდნენ. როგორ იმიჯს დაუკვეთს თავად ის უკვე ოპოზიციაში, ამას როგორც ჩანს, ძალიან მალე ვნახავთ. ქეთი ხატიაშვილი

24 მარტი 2019, 12:29

ინტერვიუ

„უნდა მომცეთ საშუალება, რომ აგიხსნათ“

როგორ მოხვდა გირგვლიანის ადვოკატი უგულავა-ბოკერიას გუნდში

30 დეკემბერი 2018, 14:53

ინტერვიუ

„ამ ვითარებას კრიზისს ვერ დავარქმევდი“

ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან

16 ოქტომბერი 2018, 23:56

ინტერვიუ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო მოლოდინი

ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან

08 სექტემბერი 2018, 23:00

ინტერვიუ

ვინ გახდება „ქართული ოცნების“ რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი

ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან

21 ივლისი 2018, 23:00

ინტერვიუ

რა ხდება მმართველ პარტიაში

ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან

28 აპრილი 2018, 23:58

ინტერვიუ

რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი

თბილისის მერი პარტიულ რეფორმასა და დედაქალაქის პროექტებზე

14 აპრილი 2018, 22:30

ინტერვიუ

ემუქრება თუ არა უმრავლესობას დაშლის საფრთხე

„ქართული ოცნების“ სტრეს-ტესტი

09 ნოემბერი 2017, 21:52

ინტერვიუ

რა ცვლილებები იგეგმება თბილისის მერიაში

ინტერვიუ დედაქალაქის ახალ ხელმძღვანელთან

16 ოქტომბერი 2017, 19:10

ინტერვიუ

მთავარი ცვლილებები ახალ კონსტიტუციაში

ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან

წინა გვერდი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
შემდეგი გვერდი
  • რედაქცია
  • კონტაქტი
© Imedi News
ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას. დახურვა კონფიდენციალურობა

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE