10 ივლისი 2017

ამერიკელი პოლიტოლოგი ვაშინგტონის კულუარებზე

რის შესახებ აფრთხილებს ექსპერტი საქართველოს მოსახლეობას

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკელი პოლიტოლოგი ლინკოლნ მიტჩელი თბილისშია. საქართველო-ამერიკის, ამერიკა-რუსეთისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დინამიკაზე ის ჟურნალისტ სოფო ოხანაშვილს ესაუბრა. 


თვის ბოლოს საქართველოს ამერიკის ვიცეპრეზიდენტი ეწვევა. ეს ვიზიტი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენეციაზე გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის შეხვედრისას დაიგეგმა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? რას ნიშნავს ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ორი ქვეყნის პარტნიორობის თვალსაზრისით? აქვს თუ არა მას კონკრეტული მიზანი და რა შეიძლება ეს იყოს?

არ ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტს დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგია რომ ვიცეპრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში. მაიკ პენსი, სანამ ვიცეპრეზიდენტი გახდებოდა, აღიქმებოდა, როგორც  საქართველოს მიმართ პოზიტიურად განწყობილი ადამიანი. მისი ვიზიტი არ არის დიდი მოვლენა. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა პოზიცია გაქვს, არამედ მნიშვნელოვანია რამდენად ახლოს ხარ პრეზიდენტთან, და ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტთან ახლოს არიან მისი ოჯახის წევრები და მისი ყოფილი მრჩველები, და მეორე, ის, რომ პრეზიდენტის ურთიერთობა რუსეთთან კომპლექსური და მართლაც კომრომისულია. მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი ამას ვერ შეცვლის.

უნდა გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ ამ ამ ვიზიტის ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაციისგან ახალ გზავნილებს მოვისმენთ?

არა, და ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაცაის რეალურად არანაირი საგარეო პოლიტიკა არ აქვს. აშშ-ში თანამდებობები დღემდე დასაკომპლექტებელია, სახელმწიფო დეპარტამენტი თითქმის ცარიელია. პრეზიდენტის შესაძლებლოებები, რომელიც პერსონალურად გადაწვეტილებების მიმღებია, ლიმიტირებულია. პრეზიდენტს კიდევ შეუძლია რამის თქმა, ვიცეპრეზდენტი კი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან მხოლოდ ისეთ საკითხებზე ილპარაკებს, რაც აქამდეც ცნობილი იყო.

მაინც როგორ შეაფასებთ აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობას ახალი ადმინისტრაციის პირობებში? ბოლო თვეებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, საქართველოს პრემიერმინისტრი შეხვდა პრეზიდენტ ტრამპს

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ საქართველოსა და-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უკავშირდება არა რომელიმე ერთ პრეზიდენტთან ან ადმინისტრაციასთნ ურთიერთობას, არამედ ეს არის უფრო ღრმა პარტნიორობა. ამ თანამშრომლობის დინამიკა ძირითადად ასეთი იყო: საქართველო იყო ეკონომიკურად ღარიბი, სამხედრო თვალსაზრისით სუსტი და პოლიტიკურად განვითარებადი, რომელსაც შეერთებული შტატები ტექნიკურად და მატერალურად ეხმარებოდა. წლების განმავლობაში ასეთი მიდგომა განსაზღვრავდა ამ თანამშრომლობას. ჩვენ უნდა გავიაზაროთ, რომ ეს დინამიკა იცვლება. პირველად ამ 25 წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში პოლიტიკური სტაბილურობა, ჩემი აზრით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა...  

ერთის მხრივ, ცნობილია ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენლის, მაგალითად, თავდაცვის მდივნის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის და ვიცეპრეზიდნტის პოზიციები. განცხადებების მიხედვით, ისინი რუსეთის მოწინააღმდეგები და საქართველოს პოზიციის მხარდამჭერები არიან. თუმცა, ადმინისტრაციაში არიან სხვებიც, მაგალითად, პრეზიდენტის ქალიშვილი და სიძე, რომლებსაც რუსეთთან რთული ფინანსური ურთიერთოებები აქვთ, მოსკოვთან მჭიდრო ბიზნეს კავშირები აქვს რექს ტილერსონსაც, და ბოლოს რა თქმა უნდა, თავად პრეზიდენტი ტრამპი.   

მინდა გავაფრთხილო ქართველი ხალხი, რომ პოზიტიურ გზავნილებთან ერთად ნეგატიურ ნიშნებსაც მიაქციონ ყურადღება. ასევე მინდა ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს ურთიერთობები იცვლება, რადგან თავად შეერთებული შტატების პოლიტიკა იცვლება ღრმად.

რა მიმართულებით იცვლება ეს ურთიერთობები?

ვერ ვიტყოდი რომ კარგი მიმართულებით. რუსული ინტერვენცია საქართველოს შემთხვევაში კონრეტული და ცხადია. მოსკოვს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. მას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია, მაგრამ მოსკოვის გავლენა ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე საგრძნობია და ეს სიახლეა შეერთებული შტატებისთვის.  

მაგრამ ოფიციალური პირები მუდმივად ლაპარაკობენ იმაზე, რომ პარტნიორობა ღრმავდება და მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. მაშინ, რა მიმართულებით არის შესაძლებელი ამ თანამშრომლობის გაღრმავება?

სამუშაო დონეზე შესაძლებლობები არსებობს. ვიდრე თეთრი სახლიდან ვინმე არ გამოვა და არ იტყვის, რომ ჩვენ ამას ვეღარ გავაკეთებთ, საქართველოს მხარდამჭერი პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძლდება. მაგრამ ეს თუ მოსკოვთან კონფლიქტის საბაბი გახდა ან რუსეთი რაიმე მიზეზით ტრამპთან ყურადღებას საქართველოზე გაამახვილებს, შესაძლოა ვითარება შეიცვალოს და ურთიერთობას საფრთხე დაემუქროს.

ჩემს ცხოვრებაში პირველად, და მე არც ისე ახალაგაზრდა ვარ, ძალიან სერიოზული ხალხი სვამს კითხვას იმას შესახებ, გვექნება თუ არა 2020 წელს შეერთებულ შტატებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები? თუ ეს ყველაფერი დაიწყებს შეცვლას, შეეერთებული შტატების დამოკიდებულება მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს მიმართაც, შეიცვლება.

ბოლო პერიოდში ამერიკის სენატმა და კონგრესმა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუციები მიიღეს, რომელშიც რუსეთის ქმედებებია დაგმობილი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეერთებული შტატები, ერთის მხრივ, საქართველოსთან პარტიონორობას უსვამს ხაზს, მეორე მხრივ კი კრემლის მიმართ პოლიტიკას ამკაცრებს?

დიახ, თუმცა ეს კონგრესია და არა თეთრი სახლი. გარკვეული თვალსაზრისით კონგრესი მნიშვნელოვანია. ნებისმიერი კანონი თუ სტრატეგია, რომლის გატარებაც სურს პრეზიდენტს, კონგრესის გავლით უნდა გაატაროს. ეს არ მოხდება, მაგრამ ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ მაგალითად დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს ვერ მოხდება, რადგან სენატი მას ამის უფლებას არ მისცმს. ასე მუშაობს კონსტიტუცია.

მინდა აღვნიშნო, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც კონგრესში პოზიციონირებს როგორც საქართველოს საუკეთესო მეგობარი, იცოდა რომ რუსეთი ერეოდა ჩვენს არჩვენებში. CIA-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ კონგრესის რესპუბლიკური ფრთის ხელმძღვანელობა საქმის კურსში იყო და მათ გადაწყვიტეს არაფერი გაეკეთებინათ. ამ ადამიანებიდან რომელიმეს რომ ეთქვა, რომ დონალდ ტრამპი ძალიან ახლოს არის ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ძალიან ჩართულია ჩვენს არჩვენებში, ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა. ცხადია, ეს არ მოხდებოდა, რადგან ისინი რესპუბლიკელები არიან, ჰილარი კლინტონი კი დემოკრატი, და არც მოხდა. მაგრამ მინდა ქართველი ხალხის ყურადღება მივაპყრო იმას, რომ როდესაც უსმენენ ჯონ მაკკეინს, ან ვინმე სხვას, რომელიც საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს, ახსოვდეთ, რომ გადამწყვეტ მომენტში მათ არჩიეს, რომ დონალდ ტრამპი ჰყოლოდათ თეთრ სახლში.

რისი გაკეთება შეეძლოთ ან ახლა რა შეუძლიათ?

ძალიან მარტივად შეეძლოთ საჯაროდ ეთქვათ, რომ ეს იყო საფრთხე და რომ ჩვენ არ შეიძლება გვყოლოდა ეს კაცი პრეზიდენტად. ჯო მაკკეინს მთელი ქვეყანა იცნობს. ამ პოლიტიკოსებს ხალხზე გავლენა აქვთ. თუმცა ეს უკვე ისტორიაა,  დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ახლა რისი გაკეთება შეუძლიათ? ძალიან ბევრი რამის. სენატში 52 რესპუბლიკელი და 49 დემოკრატია. რუსეთთან დაკავშირებით ნებისმიერი გადამწყვეტი კენჭისყრის, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გამოძიების დროს, ტრამპის, მისი სიძის ან რექს ტილერსონის რუსეთთან ფინანსური კავშირების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას შეუძლიათ უფრო მომთხოვნები იყვნენ. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ და ამით, გზავნიან მესიჯს, რომ საქართველო არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც დაბალი გადასახები მდიდრებისთვის.

საქართველოს საგარეო ვექტორს როგორ შეაფასებთ? როგორ აღიქმება გარედან ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი? არის ის მკაფიოდ დასავლეთზე ორიენტირებული თუ კითხვები ჩნდება? ხომ არ ფიქრობთ, რომ ბოლო დროს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უფრო გამკაცრდა?

საქართველოს დასავლური ორიენტაცია ჩემთვის მკაფიო და ცხადია. თუმცა, ის რაც ნამდვილად ნაკლებად გასაგებია დღეს ჩემთვის, არის ის თუ რას ნიშნავს "დასავლური". ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვყნების ნაწილის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია მთელ რიგ საკითხებში დასავლურ ღირებულებებს არ შეესაბამება. თუმცა, თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, დიახ, საქართველო ამ მიმართულებით მიდის. ქვეყანა ცხადად და მკაფიოდ ცდილობს ევროკაშირთან და ნატოსთან დაახლოებას.

რაც შეეხება რუსეთთთან დამოკიდებულებას, ამ საკითხში განსაკუთრებული ბალანსია საჭირო. თქვენი ხეილსუფლება ამ ბალანსს კარგად იცავს.  

ნატო და ევროკავშირი - ორივე ამ ორგანიზაციის წევრობა საქართველოს მიზანია. როგორ შეაფასებდით ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს?

დავიწყოთ ნატოთი. თავის მხრივ, საქართველო ყველაფერს აკეთებს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვან პოზიტიურ გზავნილებსაც იღებს. თუმცა, ახლა ნატო თავად არის ძალიან უჩვეულო სიტუაციაშია. ალიანსის მომავალი, საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, არის საკითხი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ძალიან ნათლად გამოიკვეთა. ეს გარკვეულ პრობლემებს საქართველოსთვისაც ქმნის, თუნდაც ის ყველაფერს სწორად აკეთებდეს.

ევროკავშირთან ურთიერთობა განსხვავებულია. საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმება, რომლის საბოლოო მიზანი   ევროკავშირის წევრობაა. პროცესები სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ დრო სჭირდება. არის შიში, რომ "ბრექსითი" ევროკავშირის დაშლის დასაწყისია, მაგარამ არ მგონია ეს მოხდეს.

საქართველოს მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ ევროკავშირის წევრობა მნიშნელოვანი მიზანია, და იმავდროულად განმარტოს, რომ ამ მიზნის მიღწევას დრო სჭირდება, თუ არ უნდა, რომ ხალხის მოთმინება ამოიწუროს და ბოლოს თქვას, რომ აღარ უნდა ნატო, ევროკავშირი და რუსეთთან და ევრაზიის კავშირთან არჩიოს ეკონომიკური ურთიერთობის განმტკიცება. არ მინდა ასე მოხდეს და ვფიქრობ, რომ ეს არც საქართველოს ხელისუფლებას უნდა. მაგრამ ეს რისკი იქნება თუ ადამიანების მოლოდინს გულწრფელად არ ვუპასუხებთ და არ ავუხსნით მათ, თუ რა დრო სჭირდება ამ მიზნის მიღწევას.  

თქვენ მხარს უჭერთ ნატოს და ევროკავშირის გაფართოებას. ნატოს შემთხვევაში სურათი უფრო ნათელია. ის აცხადებს, რომ ღია პოლიტიკის მომხრეა, მაგრამ ევროკავშირთან დაკავშირებით გაფართოების საკითხი კვლავ ბუნდოვანია

მართალია. ევროკავშირს ეს საკითხი გადასაწყვეტი აქვს. თბილისი აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია. საქართველო თუ გახდება ევროკავშირის წევრი, მას შემდეგ, რაც ყველა კრიტერიუმს დააკამყოფილებს, ყველა რეგულაციას შეცვლის და დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს, ეს ყველასთვის კარგი იქნება, გარდა დიქტატორული რეჟიმებისა. მაგრამ ეს კარგი იქნება ევროპისთვის, დასავლეთისთვის და რა თქმა უნდა, საქარათველოსთვის.

10 ივლისი. ქრონიკა 20:00 საათზე. ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები