17 ივლისი 2021

„გლორიას“ უნივერსალური კონცეფცია

ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს ადამიანთა უმრავლესობა ტურიზმის სფეროში საქმიანობს. რა არის ასეთი საინტერესო ამ ერთი შეხედვით, ამაღელვებელ პროფესიაში? რატომ ირჩევენ მაინც და მაინც მას? ყველა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გადავწყვიტეთ რედაქციაში კომპანიის დირექტორის, ქ-ნ ნიგიარ რამაზანოვას მოწვევა.

- გამარჯობა, ნიგიარ. შენი კომპანია წარმატების ბრწყინვალე მაგალითია ამ ინდუსტრიაში. რაში გამოიხატება მისი საიდუმლო?


- მოგესალმებით. მრავალფეროვანი მომსახურება და ძლიერი გუნდი - ეს ის უპირატესობებია, რომლებიც ბრენდ Gloria-ს სასტუმროებს განასხვავებს. ბრენდი ორი უაღრესად საინტერესო კონცეფციის სასტუმროთი, თბილისში  Tiflis Palace-ით და ბათუმში Grand Gloria-თი პოზიციონირებს. სასტუმროები იდეალური მდებარეობითა და უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა. ბრენდ Grand Gloria-ს უპირატესობას ანიჭებს იდეალური გუნდი, რომელიც თითოეულ სტუმარს ინდივიდუალურად უქმნის მაღალი კლასის სერვისს, არაჩვეულებრივ კომფორტსა და განსაკუთრებულ გარემოს.

- ლამაზი მდებარეობის გარდა რა მომსახურებები აქვს Tiflis Palace-ს, რაც მას ხიბლსა და მნიშვნელოვან სარგებელს ანიჭებს?


- მდებარეობითა და მომხიბლავი არქიტექტურით Tiflis Palace მართლაც გამორჩეულ ადგილს იკავებს დედაქალაქის პანორამაში. სასტუმრო მდებარეობს თბილისის გულში, ტურისტულად ყველაზე აქტიურ ზონაში, თუმცა განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა. სტუმარი მაშინაც კი მოვლენების ეპიცენტრშია, როცა შენობაში იმყოფება, რადგან სასტუმროს ყველა ნომრიდან იშლება ძველი თბილისის განუმეორებელი ხედები. მას შეუძლია ნამდვილ თბილისში სასტუმროდან გაუსვლელად აღმოჩნდეს.

ამჯერად მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ მაღალი კლასის სასტუმროს უდიდესი მიღწევაა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია სტუმრის კომფორტზე. ჩვენ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ მისი სურვილები ყოველგვარი კითხვების გარეშე. ვფიქრობ, ჩვენი სასტუმროები Grand Gloria და Tiflis Palace მომსახურებით იწყება. სასტუმროს ოფიციალურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სერვისების გარდა, ვცდილობთ განვაახლოთ და გავამრავალფეროვნოთ მომსახურებები, თუნდაც ყველაზე მომთხოვნი სტუმრის სურვილების დასაკმაყოფილებლად.

- მოგვიყევით რესტორან Tiflis Veranda-ზე, მის არაჩვეულებრივ მენიუსა და გარემოზე.


- სასტუმროს განკარგულებაშია რესტორანი Tiflis Veranda, რომელიც მხოლოდ სასტუმროს მობინადრეებს არ ემსახურება. რესტორანში იდეალურადაა წარმოდგენილი ქართულ-ევროპული სამზარეულო. ვერანდიდან გადაშლილი ულამაზესი ხედები და უგემრიელესი კერძები სტუმარს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უქმნის. Tiflis Veranda-დან ჭიქა ღვინოსთან ერთადაც შეგიძლიათ იგრძნოთ ქალაქის კულტურა და ისტორია. შეიძლება ასეც ვთქვათ - თბილისის გაცნობა თუ გნებავთ, Tiflis Veranda-იდან დაიწყეთ. პროექტი წარმოუდგენლად ესთეტიკური, რომანტიკული და საინტერესოა დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ვერანდაზე თქვენ იპოვით ადგილს დროს ნებისმიერი სახით გასატარებლად, მათ შორის ბიზნესისა და საქმიანი ურთიერთობებისთვის. ეს ის ჯაჭვია, რომელიც სტუმრის მოლოდინისგან იქსოვება.

- როგორ დაახასიათებდით Tiflis Palace-ის ნომრებს?

- სასტუმროს აქვს 47 ნომერი, რომელიც 6 კატეგორიად იყოფა. უმაღლესი კატეგორის ლუქსნომრებს საკუთარი ტერასები აქვს, თითქმის სასტუმროს ტერასის ანალოგი, კომფორტული სავარძლებითა და მაგიდებით. ლუქსის ნომრიდან რიყის ულამაზესი ხედი იშლება. ნომრებში შესვლისთანავე იგრძნობა იდეალური კომფორტი და სისუფთავე ყველა იმ სერვისით, რაც მაღალი კლასის სასტუმროებისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენთან მომსახურება სადღეღამისოა.


- მაგრამ როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, თქვენ კიდევ ერთ მარგალიტს ფლობთ


- მე ვიტყოდი, შავი ზღვის მარგალიტს და მას Grand Gloria ჰქვია. იგი ზღვასთან ახლოს, თითქმის ბულვარში მდებარეობს და დამსვენებელს სთავაზობს ყველაფერ იმას, რისთვისაც ბათუმში ჩამოდის - ზღვის სანაპიროს და ულამაზეს პანორამებს. ჩვენი სასტუმრო მდებარეობს ახალი ბულვარის პირველ ზოლში. აქ არის 167 ოთახი, საპრეზიდენტო აპარტამენტების ჩათვლით. Grand Gloria-ს უპირატესობა არის თითოეულ ნომერში, რომელიც განსხვავდება სტანდარტული ნომრებისგან ბევრად უფრო ფართო არეალში. თითოეული მათგანიდან იშლება ზღვისა და ბათუმის ხედი. თავისი გამორჩეული არქიტექტურით Grand Gloria შესანიშნავად ერწყმის ბათუმის ზოგად პანორამას. კომფორტული გარემო ადაპტირებულია ყველა კატეგორიის სტუმრისთვის - გვაქვს ფიტნესკლუბი, დახურული და ღია აუზები, რესტორანი, ღია და დახურული ბარი. არის ასევე ადგილები საქმიანი შეხვედრებისა და ქორწილებისთვისაც კი. სასტუმროში სავაჭრო მოედნებისა და სხვა მომსახურებების შესანიშნავი კომბინაციაა შექმნილი. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესცენტრი, რომელიც სტუმრებს შენობიდან გაუსვლელად მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. სასტუმროს ინტერიერის ყველა დეტალი აზიური ელფერისაა, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ქართულ ხასიათს და ქმნის საინტერესო სტილს. შთამბეჭდავია Grand Gloria-ს უნიკალური არქიტექტურა. სივრცის ნაწილი დაყოფილია სემირამიდას ბაღებით შთაგონებულ ტერასებად, რომლებიც მაქსიმალურად გვაახლოებს ბუნებასთან. ასევე, გათვალისწინებულია ბათუმის ლანდშაფტი, ბუნება და ზღვის კომბინაცია.

- აუცილებლად ვეწვევით თქვენს პროექტებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება.

- უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს შემუშავებული გასართობი პროგრამა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ამ პროგრამის ნაწილი. მობრძანდით ჩვენთან მომავალ კვირას, რადგან ვაწყობთ კავკასიურ ღამეს ყველა ტრადიციითა და ელფერით. გაიმართება აზერბაიჯანული სამზარეულოს მასტერკლასები და თქვენ მოგეცემათ შანსი, ჩაეფლოთ ამ ატმოსფეროში.


- როგორ შეხვდა Grand Gloria პანდემიას?


- პანდემიის დრო საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ჩვენთვის. სასტუმრო Grand Gloria ბათუმში საკარანტინო სივრცედ ადაპტირდა, სადაც უწყვეტად ვიღებდით მოქალაქეებს. უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენით სახელმწიფოს წინაშე, ჩვენს ხალხს გვერდში დავუდექით, ამ ბრძოლაში ჩვენი წვლილიც შევიტანეთ. ჩვენთან მოხვედრილ თითოეულ მოქალაქეს, თუნდაც გამოკეტილ ოთახში, ბათუმის ხედებით, ზღვის პანორამითა და იდეალური კომფორტით სიამოვნება მივანიჭეთ.

- რა გეგმები გაქვთ?

- ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე, რომელიც აჭარაში ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ეს იქნება პიარკამპანია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩაეშვება: პოლონეთში, აზერბაიჯანში, გერმანიაში, უნგრეთში... უფრო მეტად მაპის ქვეყნებში... ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ავითვისებთ. პიარკამპანიის მიზანი არა მარტო სასტუმროს ცნობადობის, არამედ აჭარის ტურისტული პოტენციალის გაზრდაა. ეს იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ეკონომიკის განმტკიცებაში.

სხვა ინტერვიუები