„ირაკლი ოქრუაშვილი იყენებს ყალბ დოკუმენტს, რაც მალე დადასტურდება“
ინტერვიუ „რუსთავი 2“-ის ახალ გენერალურ დირექტორთან
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. პაატა სალიამ „ქრონიკის“ წამყვანის, თეა სიჭინავას კითხვებს უპასუხა.

ქიბარ ხალვაში, პაატა სალია
ფოტო: Facebook
თქვენ უკვე სამი დღეა დადიხართ კომპანიაში, ცდილობთ კომუნიკაციის დამყარებას თანამშრომლებთან. ვიცით ისიც, რომ თქვენ მათ გუშინ გაგაცნეს სამპუნქტიანი მოთხოვნა: ეს არის საზოგადოებრივი საბჭოს შემქნა, მორატორიუმი საკადრო გადაწყვეტილებებზე, მათ შორის გასართობი გადაცემებზე. თქვენ განაცხადეტ, რომ გაეცნობოდით ამ მოთხოვნებს და კვირას შეხვედბით თანამშრომლებს. ამ სამი მოთხოვნიდან, რომელიმე არის თქვენთვის მისაღები, რომელზეც თქვენ და გუნდი შეხების წერტილებს მოძებნით?
რაც შეეხება სამპუნქტიან მოთხოვნას, რომელიც გუშინ გაჟღერდა და გადაიცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, შეხვედრა გვექნება ხვალ და წინასწარ არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. მე გარკვეული მოსაზრება ამ საკითხზე ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბებული მაქვს, მაგრამ ვიდრე არ დაველაპარაკები თანამშრომლებს, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან გავახმოვანო ეს პოზიცია. ჯერ გვექნება შეხვედრა და ამის შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებას შევატყობინებთ გადაწყვეტილების შესახებ.
თქვენ აცხადებთ, რომ არ გსურთ სარედაქციო პოლიტიკის არც შეცვლა, არც ჩარევა, თუმცა თანამშრომლებს მხოლოდ სიტყვით გაცემული გარანტიები არ აკმაყოფილებთ. როგორ წარმოგიდგენიათ ასე თანამშრომლობის გაგრძელება?
მოგეხსენებათ ყველას ის ემოციური ფონი, რაც ახლდა ამ საქმის განხილვას, ვგულისხმობ, ქიბარ ხალვაშის საქმის განხილვას ყარამანიშვილების ტელეკომპანია „საქართველოს“ და სხვა მეწილეების წინააღმდეგ საქართველოში. მოგეხსენებათ ის მეოციური ფონიც, რაც იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში. ვფიქრობ, ჩვენ ნე;-ნელა გადავდივართ სამუშაო რეჟიმში. უკვე მივიღე გარკვეული ინფორმაცია, დასახული გვაქვს გარკვეული ამოცანები და თანდათან ეს პროცესი თანამშრომლებთან ურთიერთობის ნორმალური ხდება და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლევთ ყველა არსებული გამოწვევის გადალახვას და გაჩნდეს ჟურნალისტებში ნდობა იმისა, რომ არავისგან ისინი მითითებას არ მიიღებენ და იქნებიან დამოუკიდებლები თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. ნდობის მოპოვებას სჭირდება დრო.
ბატონო პაატა, თქვენ დღეს ფინანსურ მდგომარეობაზეც ილაპარაკეთ და განაცხადეთ რომ, მოულოდნელი სურათი დაგხვდათ კომპანიაში, იმაზე მეტად რთული სურათი, ვიდრე წარმოგედგინათ. და ისიც თქვით, რომ ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის საკმარისი თანხაც კი აღარ დაგხვდათ ანგარიშზე. თუ მოახერხეთ უკვე იმის გარკვევა, რატომ დაგხვდათ ასეთი სურათი? ეს მოცემულობა მხოლოდ ამ მომენტისთვისაა თუ კომპანიაში სხვა დროსაც ასეთი პრობლემები არსებობდა?
მე არ მინდოდა ამ თემებზე საჯაროდ საუბარი. მე ამ საკითხზე კომპანიის თანამშრომლებს ველაპარაკე და მათ ვუთხარი ჩემი მოსაზრება და ის ინფორმაცია რაც მე მივიღე. მაგრამ მას შემდეგ რაც შეხვედრიდან გამოვედი, ამ ინფორმაციის შესახებ სხვა ჟურნალისტებისთვის უკვე ცნობილი იყო, ამიტომ ვინაიდან არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხის მიმართ, გიპასუხებთ, რომ სიტუაცია არის ცუდი, თუმცა ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად, ვიპოვოთ გადაჭრის გზები და იმედი გვაქვს, რომ ამას მოვახერხებთ აუცილებლად უახლოეს მომავალში და ეს საკითხი გადაიჭრება.
ანუ იმის თქმა, ეს ერთჯერადად მოხდა, თუ სხვა დროსაც ასე იყო, გაგიჭირდებათ?
ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, იყო გარკვეული სიძნელეები პერიოდულად, თუმცა ამ ეტაპზე რაც დაგვხვდა, ვფიქრობ ძალიან ცუდი შედეგი იყო და ასეთ შედეგს თავად ქიბარ ხალვაშიც არ მოელოდა.
ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის 100%-ანი წლი მისია და ამაში მას გადახდილი აქვს 7 მილიონი დოლარი და ქიბარ ხალვაშ გაუფორმა ეს კომპანია ფორმალურად. ამის დასადასტურებლად მოჰყავს 2010 წელს ბერლინში ხელმოწერილი დოკუმენტი. იქნებ ისიც განგვიმარტოთ, ბერლინში 2010 წელს ხელმოწერილ დოკუმენტს რა იურიდიული ძალა აქვს დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით თქვეი აზრით, და მეორე, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ექსპერტიზის სამი დასკვნა, მათ შორის ერთ-ერთი ფრანგულიაო, ამბობს ის, თუ იცნობთ ამ საექსპერტო დოკუმენტაცია, რომელიც ოქრუაშვილის თქმით ადასტურებს მასზე ხალვაშის ხელმოწერას?
ამ საქმეს დეტალურად ვიცნობ, რადგან ეს დავა, იმ დოკუმენტიდან გამომდინარე, რომელზეც მიუთითებს ოქრუაშვილი, დაწყებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოღონდ არა „რუსთავი 2“-თან მიმართებით, არამედ იმ თანხასთან მიმართებით, რომელსაც თითქოს ქიბარ ხალვაში აღიარებს როგორც სხვადასხვა დროს მიღებულ სესხს ირაკლი ოქრუაშვილისგან და ამ სესხს ერიცხება სარგებელი და მოთხოვნილია დაახლოებით 10 მილიონი სასამართლოში მისი წარმომადგენლების მიერ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი შესაგებელი წარდგენილი გვაქვს, სადაც მივუთითებდით, რომ ეს არის გაყალბებული დოკუმენტი, ჩვენ თავად მოვითხოვეთ ექსპერტიზის ჩატარება
უკვე აქ, სამხარაულის ბიუროში?
დიახ. მოგეხსენებათ რომ ის 3 ექსპერტიზა, რომელიც წარმოდგენილია და რომელსაც ექსპერტიზის დასკვნებს უწოდებს ოქრუაშვილი, ეს დასკვნებიც შედგენილია გაყალბებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, არცერთ ექსპერტთან, რომელზეც საუბრობს ოქრუაშვილი, ქიბარ ხალვაში არ მისულა და ექსპერტიზით გათვალისწინებული წესებით იქ ხელი არ მოუწერია და მათ შესადარებელი ნიმუშები არ ჰქონიათ. ირაკლი ოქრუაშვილმა უბრალოდ ყალბი დოკუმენტი შეადარა გაყალბებულ დოკუმენტს და ჩაითვალა, რომ ეს ერთი და იგივე პირის ხელმოწერაა. ეს მოხდა იმ დოკუმენტის გამოყენებით, რომელზეც ერთი ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნოდა ქიბარ ხალვაშს და ერთი ხელმოწერა იყო დადასტურებული. ამას დავადასტურებთ არამარტო ექსპერტიზით არამედ სხვა დოკუმენტებითაც, გავამყარებთ ამ პოზიციას, და გეტყვით რომ ერთ დოკუმენტზე, რომელიც რამდენიმე გვერდისგან შედგება, სხვა გევრდებზეც არის დატანილი გაყალბებული ხელშეკრულებები და ამგვარად არის ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთს შედარებული. ანუ ყალბი ხელმოწერები შეადარეს ერთ ყალბ ხელმოწერას და დადგინდა, რომ ეს ერთი და იგივე პირის მიერ არის შესრულებული. აი ეს მანიპულაცია არის განხორციელებული და აქ მთვარი შეკითხვები არის ის, რაც არაერთხელ დავსვით და სასამართლოშიც გვექნება ამაზე საუბარი, რომ საჯარო მოხელეს იმ პერიოდში, როდესაც მაღალი თანამდებობა ეკავა ამხელა თანხები ელემენტარულად არ შეიძლება ჰქონოდა და ის ვერ იქნებოდა ამ წლის შემძენი - ეს ერთი, და მეორე, მე როგორც მოვკარიყური თქვენს სიუჟეტში კომენტირებისას ის [ოქრუაშვილი] ამბობს, რომ ის რეზიდენტი არ იყოსაქართველოსი და ასე შემდეგ. რა მნიშვნელობა აქვს ამას, როდესაც საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც საქართველოში იყო და იყო მაღალ თანამდებობაზე.
დავით დვალი გამოეხმაურა ამ განცხადებას და მან პროკურატურას მოუწოდა დაინტერესდეს ამ საკითხით, რადგან როგორც დვალი ამბობს, ეს არის პირდაპირი ჩვენება თუ როგორ მოხდა თავის დროზე წილების წართმევა [დამფუძნებლებისთვის] ხელისუფლების მხრიდან. თქვენ ეთანხმებით მის ამ შეფასებას, რომ ეს [ოქრუაშვილის] განცხადება, გარკვეულ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს?
მე ერთ რამეს გეტყვით: ის დოკუმენტი, რომელზე დაფუძნებითაც ოქრუაშვილი ცდილობს მიიღოს „რუსთავი 2“-ის წილები გაყალბებულია. ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ. ქიბარ ხალვაშისგან ვიცი, რომ მას მსგავსს რამეზე არასდროს ხელი არ მოუწერია და არც ზეპირი შეთანხმება ჰქონია ირაკლი ოქრუაშვილთან არც თანხაზე და არც „რუსთავი 2“-თან მიმართებით. ირაკლი ოქრუაშვილი იყენებს ყალბ დოკუმენტს და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალიან მალე დადასტურდება, გნებავთ ექსპერტიზით, გნებავთ - სხვა დოკუმენტებით და თუ დადასტურდება და დარწმუნებული ვარ დადასტურდება გაყალბება, ეს იქნება უკვე სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად ჩვენც ვგეგმავთ, რომ მივმართოდ პროკურატურას ამასთან დაკავშირებით.
როგორც გავიგე, თქვენც აპირებთ ოქრუაშვილის ამ განცხადებებთან დაკავშირებით რეაგირებას იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ ეს დოკუმენტები გაყალბებულია. რადგან დვალი და აქიმიძე ვახსენეთ, დღეს ითქვა კიდეც, რომ დღე-დღეზე შედგება შეხვედრა, კომუნიკაცია... რატომ ფერხდება ეს შეხვედრა, კომუნიკაცია დვალთან და აქიმიძესთან და ვისგან უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯი?
კომუნიკაციის შეფერხებაზე საუბარი ვფიქრობ ნაადრევია. რეალურად, ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა ამ ბოლო ორ დღეში. მეც ეს ორი-სამი დღე ძალიან დიდ დროდ მეჩვენება ახლა. რელურად, ძალიან მოკლე ვადაში ემოციები იყო ყველა მხრივ. თუმცა, ამ ემოციების მიუხედავად, ქიბარ ხალვაშმა მაშინვე დააფიქსირა წერილობით განხადებაში თავის პოზიცია, რომ აპირებს ამ ადამიანებთან საუბარს და მათთან შეთანხმებას. შეთანხმების დეტალებზე, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა და ასე შემდეგ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ახლა ტექნიკური საკითხია, ხვალ შეხვდებიან ერთმანეთს, ორშაბათს, თუ რამდენიმე დღეში. არ ვფიქრობ რომ ეს არსებითი საკითხი იყოს. არსებითია ის, რომ ქიბარ ხალვაშ,ა თქვა, რომ ამას აპირებს, არსებითია ის რომ აქიმიძეც და დვალიც სიხარულით შეხვდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მიულოცეს ქიბარ ხალვაშს ეს გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები იპოვნიან საერთო ენას.