Apple-მა გამოუშვა ახალი iPad Air-ი, რომელიც iPad Pro-ს არაფრით ჩამოუვარდება, თუმცა გაცილებით იაფი ღირს. რომელი პლანშეტი სჯობს?

ფოტო: shutterstock.com
განსაკუთრებული ანალიტიკური უნარი საჭირო სულაც არ არის, რათა ვივარაუდოთ, რომ 2020 წლის iPad Air-ი ბოლო წლების აიპედებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იქნება.
რა განსხვავებაა iPad Air-სა და iPad Pro-ს შორის?
ახალი Air-ი აკეთებს თითქმის ყოველივე იმას, რაც უფრო მოწინავე iPad Pro- ს შეუძლია, თუმცა ის შესამჩნევად ნაკლები ღირს. Air-ის ფასები 600 დოლარიდან იწყება, 11- დიუმიანი Pro-სი კი 800-დან. მეტი სიმარტივისთვის, ამ ორ მოდელს შორის არსებული განსხვავებები განვიხილოთ. Air-ს აქვს დისპლეი, რომელსაც ეკრანის მაღალსიჩქარიანი განახლების ფუნქცია არ აქვს. Pro ვერსიების გადატვირთვა წამში 120 კადრის სიჩქარით ხდება, Air-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია. Air-ს მხოლოდ ორი, Pro-ს კი - ოთხი დინამიკი აქვს. 2020 წლის Air-ს უწინდებურად მხოლოდ ორი კამერა აქვს: ერთი წინა და მეორე უკანა პანელზე. Pro-ს კი სელფის კამერის გარდა, აქვს ძირითადი და ფართოკუთხოვანი კამერა, ასევე - სპეციალური ოპტიკური სკანერი „ლიდარი“, რომლის საშუალებითაც სივრცის გაანალიზება და ფოკუსის გასწორებაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, iPad Air-ს არ აქვს Face ID ტექნოლოგია, რომელიც ტელეფონის განბლოკვის შესაძლებლობას მისი მფლობელის სახის საშუალებით იძლევა. ამის ნაცვლად, აქ ფუნქციონირებს თითის ანაბეჭდის სკანერი Touch ID, რომელიც მოწყობილობის ჩართვის ღილაკშია ჩამონტაჟებული. IPad Air- ის ძირითად ვერსიას 64 გიგაბაიტი მეხსიერება აქვს, ყველაზე მოწინავეს კი - 256-ი. IPad Pro- ს ძირითად ვერსიას 128-გიგაბაიტიანი მეხსიერება აქვს, ხოლო ყველაზე ძვირადღირებულს - 1 ტერაბაიტი.
ამავდროულად, IPad Air-ი Apple-ის ყველაზე თანამედროვე და პროდუქტიულ პროცესორზე - A14 Bionic-ზე მუშაობს. iPhone 12-ში სწორედ ეს უკანასკნელია ჩამონტაჟებული. 2020 წლის Pro-ს კი უფრო ძველი ჩიპი - A12Z Bionic-ი აქვს. ზოგადად, ყველა ძირითადი განსხვავება სწორედ ამაში მდგომარეობს.
და რა მსგავსებაა iPad Air-სა და iPad Pro-ს შორის?
ბოლოს და ბოლოს, Air-ის სერიის ტაბლეტების დატენვა თანამედროვე MacBooks-ის, Nintendo Switch– ის ან Android-ის ტელეფონების USB კაბელებით გახდა შესაძლებელი (გამონაკლისია iPhone-ი). IPad Pro-ში კი USB-C საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩაამონტაჟეს.
IPad Air-ის დიზაინი ახლა უკვე Pro ვერსიის სტილშია გადაწყვეტილი: კვადრატული კიდეები და შემცირებული ჩარჩოები. თუმცა Air-ი შეფერილობის მიხედვით ბევრად მრავალფეროვანია. Pro ვერსიას მხოლოდ ნაცრისფერი და ვერცხლისფერი ვარიანტები აქვს, ხოლო Air-ი ღია მწვანე, ლურჯი, ვარდისფერი და რა თქმა უნდა, ნაცრისფერი და ვერცხლისფერიც არის.
Air-ი მეორე თაობის Apple Pencil-ის ჭკვიან ფანქარზეც მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ პლანშეტი საკმაოდ გამოსადეგია მხატვრებისთვის, დიზაინერებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც ადრე, იმავე მიზნის მისაღწევად, ძვირადღირებულ Pro ვერსიებს ყიდულობდნენ. ამის მიზეზი იყო ის, რომ უფრო იაფფასიანი მოდელები მხოლოდ პირველი თაობის Apple Pencil-ზე მუშაობდნენ. Magic Keyboard-ის კლავიატურაც კი „ტრეკპადით“, რაც ტაბლეტს თითქოს ჰაერში ლავირების საშუალებას აძლევს, 2020 წლის Air-საც აქვს. თუ თქვენ Magic Keyboard-ს უკვე ფლობთ 11-ინჩიანი Pro-სთვის, მისი გამოყენება Air-თანაც შეგიძლიათ.
რატომ უნდა ვიყიდო Pro, თუ Air-ს თითქმის იგივე მონაცემები აქვს?
თითქმის და არა სავსებით. iPad Pro-სა და iPad Air-ის შედარებისას როგორც სპეციალისტები, ისე მომხმარებლები, პირველ რიგში, ამ უკანასკნელის შენელებულ მუშაობაზე საუბრობენ. ამის მიზეზია ეკრანის განახლების დაბალი სიჩქარე. თუმცა იმასაც დასძენენ, რომ 1 კვირის შემდეგ ეს სხვაობა ასეთი თვალშისაცემი აღარ არის. ექსპერტების შეფასებით, Pro ვერსიის ოთხი დინამიკიც გადასარევია, თუმცა თავისი ფუნქციის შესასრულებლად Air-ის ორი სტერეოდინამიკიც სრულიად საკმარისია.
მომხმარებლებს განსაკუთრებული დისკომფორტი ჩართვის ღილაკში ჩამონტაჟებულმაTouch ID-მ შეუქმნა. მოწყობილობის განბლოკვისთვის, მას უნდა დააჭიროთ თითი და ცოტა ხანს ასე გეჭიროთ. პირველ რიგში, ამ პროცესს Face ID-ზე მეტი დრო სჭირდება. მეორე მხრივ კი, ეწინააღმდეგება iPhone- ში Touch ID- ს გამოყენების უკვე ჩამოყალიბებულ ჩვევას, როდესაც ღილაკს აჭერთ და თითს ეგრევე უშვებთ. თუმცა არც ეს არის ტრაგედია და მიჩვევა შესაძლებელია.