09 მარტი 2021 - 10:56

გამუდმებით მუცლის ტკივილი ნიშნავს თუ არა კრონის დაავადებას ან წყლულოვან კოლიტს 

ფოტო: shutterstock.com

ნაწლავური დაავადებები, როგორიცაა კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი, არც თუ ისე ხშირია, მაგრამ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ის ნამდვილად აწუხებს. ამავდროულად, ექიმები ხშირად სწორი დიაგნოზის სწრაფად დასმასა და შესაბამისი მკურნალობის  ოპერატიულად დანიშვნას ვერ ახერხებენ, გარშემომყოფებმა კი ამ პრობლემის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

მუცელი გამუდმებით მტკივა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწლავის ანთებითი დაავადება მაქვს? 

არა. როგორც წესი, როდესაც ნაწლავის ანთებით დაავადებებზე საუბრობენ, ორ მათგანს გულისხმობენ: წყლულოვან კოლიტსა და კრონის დაავადებას. თუმცა ზოგადად ითვლება, რომ  ეს არის ანთება, რომლის მიზეზი უცნობია. თუ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის უახლეს ვერსიას დავეყრდნობით, ეს არის ვირუსული გასტროენტერიტი და არა ნაწლავის ანთებითი დაავადება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ადამიანს აქვს ქრონიკული ანთება, რომლის მიზეზი არ არის ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია, საკვების ალერგია ან რამე გარე ფაქტორი. 

რა არის წყლულოვანი კოლიტი? 

წყლულოვანი კოლიტი არის მსხვილი ნაწლავის (ლორწოვანი გარსის) თხელი შიდა ფენის ქრონიკული ანთება. რამდენადაც ის ნერვულ დაბოლოებებს არ შეიცავს, წყლულოვანი კოლიტით დაავადებულს მუცელი ხშირად არ ტკივა. სამაგიეროდ ანთება სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს და სისხლის უჯრედები გადადის ნაწლავებში, საიდანაც ისინი სისხლიანი განავლის სახით გამოიყოფა. ანთება ხელს უშლის წყლის შეწოვას, რაც დიარეასა და გაუწყლოებას იწვევს. სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს: მსუბუქი წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში ადამიანი განავალში სისხლს წვეთების ან ძაფების სახით შეამჩნევს, მწვავე გართულების შემთხვევაში კი პაციენტი სისხლიანი დიარეის გამო თითქმის მთელ დღეს ტუალეტში ატარებს. 


წყლულოვანი კოლიტის დროს მხოლოდ მსხვილ ნაწლავშია ანთება, ამიტომაც საკვების შეწოვის უნარი დაქვეითებული არ არის. შესაბამისად, პაციენტები წონაში იკლებენ მხოლოდ დაავადების მწვავე შეტევების ან დაგვიანებული მკურნალობის დროს. თუმცა კრონის დაავადების მსგავსად, წყლულოვან კოლიტს შეუძლია გამოიწვიოს იმუნური სისტემის საერთო რეაქცია, რაც სხვა ორგანოებს აზიანებს. მაგალითად, შეიძლება განვითარდეს განგრენოზული პიოდერმია, რაც ხშირად ერევათ ინფექციაში. შესაძლოა, შეტევები რამდენიმე კვირას ან თვეს გაგრძელდეს, მათ შორის კი მშვიდი პერიოდებია.

რას ნიშნავს კრონის დაავადება?

განსხვავებით წყლულოვანი კოლიტისგან, რომელიც მხოლოდ მსხვილ ნაწლავს აზიანებს, კრონის დაავადება შეიძლება გაჩნდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერ ადგილას: პირის ღრუდან დაწყებული ანალური ხვრელით დასრულებული. მიუხედავად ამისა, კრონის დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა ჩნდება მსხვილ ნაწლავში ან წვრილი ნაწლავის დაბოლოებებში (ილეუმში).


წყლულოვანი კოლიტთან შედარებით, კრონის დაავადების შემთხვევაში ანთება უფრო ღრმად აღწევს. ამიტომაც პაციენტს მუცელი თითქმის გამუდმებით სტკივა. ღრმა წყლულს ნაწლავის კედლისა და მიმდებარე ორგანოების დაზიანება შეუძლია. ასეთ დროს შეიძლება გაჩნდეს ერთგვარი არხი, რომლის საშუალებითაც ნაწლავის შიგთავსი შარდის ბუშტში, ნაწლავის მიმდებარე მარყუჟში ან მუცელიც კი ხვდება. არც თუ ისე იშვიათად აღინიშნება მუცლის ღრუს აბსცესი. 


დაბოლოს, დროთა განმავლობაში კრონის დაავადების წყლულის ადგილზე მკვრივი ქსოვილი, ნაწიბური ყალიბდება. ამის გამო, ნაწლავები ზოგან ვიწროვდება და საკვები შეიძლება გაიჭედოს, რის გამოც ნაწლავების გაუვალობა იწყება. კრონის დაავადების სხვა მნიშვნელოვანი და ხშირი სიმპტომებია დიარეა და დაღლილობა. ნაწლავის ანთებითი დაავადება ყველაზე ხშირად 15-დან 40 წლამდე ვლინდება.

რა არის ამ დროს განგაშის სიგნალი?

მუცლის რეგულარული ტკივილის ძირითადი მიზეზი ფუნქციონალური დარღვევებია, რომელთა დროსაც რადიკალური ცვლილებები ნამდვილად არ შეინიშნება. ამ შემთხვევაში, პაციენტს შეიძლება მუცლის ძლიერი ტკივილები ჰქონდეს, მაგრამ ღამით - იშვიათად (როგორც კრონის დაავადების, ისე სხვა ორგანული დაავადებების დროს). 


წყლულოვანი კოლიტის დროს სიმპტომები, როგორც წესი, უფრო გამოკვეთილია: ძნელია არ შეამჩნიოთ სისხლის წვეთები უნიტაზში ან კუჭში ხშირი გასვლა. კრონის დაავადების დროს სიმპტომები ადრეულ წლებში შეიძლება მსუბუქი იყოს: მუცლის პერიოდული ტკივილი, ეპიზოდური დიარეა, წონის თანდათანობითი კლება, მსუბუქი ანემია (ჰემოგლობინის ნაკლებობა). შესაბამისად, ამ მიმართულებით დიაგნოსტირება, როგორც წესი, დაგვიანებით ხდება: პირველი სიმპტომებიდან დიაგნოზამდე დაახლოებით ერთი წელი გადის


მუცლის ტკივილის ან დიარეის დროს კრონის დაავადებაზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია, თუ არსებობს დამატებითი სიმპტომები:


-    ჰემოგლობინი დაბალია (ჩნდება ანემია);
-    კვებითი შეზღუდვის არ არსებობის მიუხედავად, ადამიანი წონაში იკლებს; 
-    ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე სხეულის ტემპერატურა იმატებს; 
-    ფიზიკური განვითარების კუთხით ბავშვი თავის თანატოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება;
-    არსებობს სხვა იმუნური დაავადებები (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი) ან ოჯახის რომელიმე წევრს უკვე აქვს ნაწლავების ანთებითი დაავადება. 


თუ განავალში სისხლი შეამჩნიეთ, ყოველ მიზეზ გარეშე უნდა მიმართოთ ექიმს! 

როგორ მოვიქცე, რომ არ დავავადდე? 

სამწუხაროდ, არ არსებობს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ნაწლავის ანთებითი დაავადებისგან დაცვის გარანტიას იძლევა. თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზემოთ ხსენებული დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ეს არის:


-    მოწევა;
-    არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა; 
-    კვების არასწორი რეჟიმი;
-    არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;
-    ბავშვის ძუძუთი კვებაზე უარის თქმა;
-    ანტიბიოტიკების ხშირი მიღება.

სხვა თემები