09 ივლისი 2021 - 11:32

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ხელშეკრულებას გააფორმებთ?

ფოტო: Facebook

პირველ რიგში, ხელშეკრულება აუცილებელია იმისთვის, რომ ხელმომწერმა მხარეებმა თავიანთი უფლებები და მოვალეობები წინასწარ განსაზღვრონ. მაგალითად, შესაძლოა იჯარის ხელშეკრულება მოიჯარეს ავალდებულებდეს, რომ გატეხილი ავეჯის საფასური გადაიხადოს, მეპატრონე კი ვალდებული იყოს, ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ ბინის რემონტი განაახლოს. ხელშეკრულებები  გარიგების შინაარსის მიხედვით განსხვავდება. ის შეიძლება იყოს ყიდვა-გაყიდვის, იჯარის, ტრანსპორტირებისა და სხვ. ხელშეკრულების გაფორმება-არგაფორმებას მხარეები წყვეტენ. სწორედ ამას ჰქვია შეთანხმების თავისუფლება. 

სიტყვიერი შეთანხმება საკმარისი არ არის?

ზოგჯერ კი, მაგრამ სასამართლო პროცესის შემთხვევაში, გარიგების ფაქტი უნდა დაამტკიცოთ. პირობებზე შეთანხმება, მათი შეცვლა ან შეწყვეტა, რა თქმა უნდა, სიტყვიერადაც შეგიძლიათ. მაგალითად, ვერბალურად ხდება გარიგება მგზავრსა და ტაქსის მძღოლს შორის. თუმცა არსებობს შეზღუდვები: სიტყვიერი შეთანხმება არ არის რეკომენდებული იურიდიული პირებისა და მოქალაქეებისთვის, თუ გარიგების თანხა გარკვეულ ზღვარს აღემატება. აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზეპირი შეთანხმება არ შეიძლება  სასამართლოში არგუმენტად ჩაითვალოს. სამაგიეროდ, სამართლებრივი წონა აქვს ისეთ მტკიცებულებებს, როგორიცაა ქვითრები, ჩეკები, გადახდის გრაფიკები და სხვ. მაგალითად, მშენებელს, რომელსაც სახურავის შეკეთების საფასური არ მიუღია, შეუძლია საკუთარი სიმართლე მოწმეთა ჩვენებებით დაამტკიცოს.

რა უნდა იყოს ხელშეკრულებაში? 

ხელშეკრულება შესრულებისთვის სავალდებულო იმპერატიულ და დისპოზიციურ ნორმებს მოიცავს. იმპერატიული არის მხარეთა ქცევის ხისტი წესები, რომელთა შეცვლა ან კორექტირება შეუძლებელია. დისპოზიციური ნორმების შეცვლა კი გარიგების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ. იმპერატიული ნორმის მაგალითია ის, რომ ყირდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, საქონელი ეკუთვნის გამყიდველს და არა სხვა ვინმეს - ეს კანონით არის დადგენილი. დისპოზიციური ნორმის მაგალითი: საქონელი მყიდველს გადაეცემა შვიდი დღის განმავლობაში - ეს ვადა მითითებულია ხელშეკრულებაში. პროდუქტის მიტანა 8 დღის შემდეგაც შეიძლება, მაგრამ ახალ პირობებზე გამყიდველმა მყიდველთან უნდა მოილაპარაკოს.

სავალდებულოა თუ არა ხელშეკრულების შედგენა შაბლონის მიხედვით?

არა, მაგრამ შაბლონების გამოყენება  მოსახერხებელია. ხელშეკრულება შეიძლება შედგებოდეს ერთი გვერდისგანაც და ათისგანაც. ექსპერტები გვირჩევენ, რომ დოკუმენტის მოცულობა ხელოვნურად არ განავრცოთ და ორაზროვანი ფორმულირებები თავიდან აირიდოთ. კანონი საშუალებას იძლევა, შეთანხმება "თქვენი სიტყვებით" ჩამოაყალიბოთ. ეს სტრუქტურასაც ეხება: პუნქტებსა და ქვეპუნქტებს სახელწოდებები შეგიძლიათ თავად შეურჩიოთ.


ხელშეკრულებაში უნდა იყოს მოცემული შემდეგი ინფორმაცია -  ღირებულება, მომსახურების ჩამონათვალი და მათი მოცულობა, პირობები და ჯარიმა დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ასევე მნიშვნელოვანია იმ ნიუანსების გარკვევა, რაც ხელს შეუწყობს გაუგებრობების თავიდან აცილებას: ხელმოწერის თარიღი, გადახდის მეთოდი, მხარეთა რეკვიზიტები. ზოგიერთი დოკუმენტისთვის შაბლონები არ არსებობს. მაგალითად, ასეთია ვენდინგური აპარატით საქონლის გაყიდვის ხელშეკრულება. არსებობს შერეული შეთანხმებებიც, რომლებიც ორი ან მეტი კონტრაქტისგან შედგება - მოსახერხებელია მათი გაფორმება ტექნიკის ადგილზე მიტანის დროს, რადგან მისი ინსტალაცია დამატებით კომპეტენციას მოითხოვს. 


ასეთ დოკუმენტში მრავალი ასპექტის გათვალისწინებაა საჭირო, მაგრამ ყველა მომსახურების მისაღებად ერთი შეთანხმება სავსებით საკმარისია. როდესაც სამუშაოების მოცულობისა და მათი ღირებულების წინასწარ დადგენა რთულია, ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ გაფორმდეს ჩარჩო ხელშეკრულება ღია პირობებით, რომლებიც დანართში მოგვიანებით დაფიქსირდება. ეს მხარეებს დაიცავს და მათ ზედმეტ ბიუროკრატიულ პროცედურებს აარიდებს.

შეიძლება თუ არა ხელშეკრულების პირობების შეცვლა მისი გაფორმების შემდეგ? 

შეიძლება. ამისათვის იდება დამატებითი ხელშეკრულება, მაგრამ საწყისი ვალდებულებები არ იცვლება. რედაქტირება მხოლოდ მხარეთა თანხმობით ხდება. თქვენ უნდა დაარწმუნოთ პარტნიორი, რომ ცვლილებები აუცილებელია და მას წინადადება გაუგზავნოთ, ასევე ზარალის ასანაზღაურებლად მზად იყავით. თუ ეს უკანასკნელი მოგებას აჭარბებს, სჯობს ხელშეკრულება შეწყვიტოთ და კომპენსაცია გადაიხადოთ. ასეთ დროს თუ მხარეები კომპრომისზე არ მიდიან, დავა სასამართლოში გრძელდება. 


ხელშეკრულების პირობების შეცვლა ცალმხრივადაც შესაძლებელია, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში: თუ კონტრაქტორმა ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, ასეთი ცვლილება თავად შეთანხმებით არის ნებადართული, ერთ-ერთი მხარის გარემოებები შეიცვალა. მაგალითად, თუ მანქანის მფლობელი გზაზე დაუდევარად იქცევა, კომპანია მის სადაზღვევო პრემიას გაზრდის, ამისათვის მძღოლის თანხმობა საჭირო სულაც არ არის.

როგორ დავადასტურო, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შევასრულე?

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მტკიცდება საქონლის, სამუშაოების, მომსახურების, ქვითრების მიღება-ჩაბარების აქტებით. ამის ნაცვლად, დოკუმენტში შეიძლება აღინიშნოს, რომ მომსახურების ხარისხი გადახდით დასტურდება.

რა მოხდება, თუ ხელშეკრულებას დავარღვევ?

თუ რომელიმე მხარემ  ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მეორეს შეუძლია  ის ცალმხრივად შეცვალოს ან შეწყვიტოს, გამოიყენოს დოკუმენტში მითითებული ჯარიმის პირობები და ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. დამრღვევი პასუხისმგებლობისაგან შეიძლება გადაარჩინოს ფორს-მაჟორმა - გარემოებამ, რომელზეც მხარე გავლენას ვერ ახდენს. ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი კატასტროფები ან მაგალითად, პანდემია.

როგორ შეიძლება ხელშეკრულება გავაუქმო?

ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები კანონით არის დადგენილი. მაგალითად, სარემონტო სამუშაოების მწარმოებელმა შემკვეთს შეთანხმებული სამშენებლო მასალა არ მიაწოდა. ამის გამო, მშენებლებს არ შეუძლიათ დროულად და სათანადო ხარისხით დაასრულონ სამუშაოები, ამიტომაც მათ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა შეუძლიათ. თანამშრომლობის შეჩერების დამატებითი გარემოებები თავად დოკუმენტშია მითითებული.

სხვა თემები