06 ივლისი 2017 - 01:34

სამოგზაუროდ მივდივარ. რა წამლები წავიღო?

ზაფხული დასვენების დროა. მოგზაურობისთვის კი აფთიაქის შეგროვება იოლი არ არის. გთავაზობთ ინფორმაციას იმ აუცილებელი მედიკამენტების და სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელიც გამოგადგებათ ყველგან, სადაც არ უნდა ისვენებდეთ. რჩევები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის ამერიკული ცენტრების და ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელთა რეკომენდაციებს ეფუძნება.

რა ჩავაწყო აფთიაქში?

ეს დამოკიდებულია თქვენს ქრონიკულ დაავდებებზე და იმაზე, თუ სად მიემგზავრებით. თუკი ეს განვითარებული ქვეყანაა მიწვდომადი სამედიცინო მომსახურებით, მაშინ სია პატარაა. ასეთ დროს მხოლოდ ისეთი საშუალებები უნდა წაიღოთ, რომელიც შეიძლება უცბად დაგჭირდეთ და აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც აფთიაქამდე მისვლას ვერ ასწრებთ.

- ანტიჰისტამინური საშუალებები ალერგიის დროს მისაღები წამლებია. თან გქონდეთ  ისინი იმ შემთხვევაშიც, თუ მიგაჩნიათ, რომ ალერგიული არ ხართ, რადგან ის შეიძლება ახალ გარემოში აღმოგაჩნდეთ. უკეთესია მეორე თაობის ანტიჰისტამინური მედიკამენტები (ლორატადინი, ფექსოფენადინი, ცეტირიზინი, დეზლორატადინი, ლევოცეტირიზინი). პირველი თაობის პრეპარატები (დიმედროლი და სუპრასტინი) ხშირად თენთავს და ძილს გვრის.

- ტკივილგამაყუჩებლები (იგივე სიცხისდამწევები). მაგალითად იბუპროფენი, ასპირინი ან პარაცეტამოლი.

- ანტისეპტიკი (ხლორგექსიდინი, პოვიდონ-იოდი, წყალბადის ზეჟანგი). ის საჭირო არ არის იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჭრილობას წყლით დაიბანთ. ანტისეპტიკს წყალზე უკეთესი ეფექტი არ აქვს, ჭრილობა კი უკეთ ხორცდება. მაგრამ ინფექციის შეჭრის შემთხვევაში, ანტისეპტიკის გამოყენება აუცილებელია.

- ანტიბაქტერიული მალამო, ასევე კრემი ან ემულსია (ბიოციტრაცინ/ნეომიცინით). აი ეს კი უმალ საჭიროა კანის გაჭრის, გაკაწვრის ან დაწვის შემთხვევაში.

- სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები ცხვირის წვეთების ან სფრეის სახით (ოქსიმეტაზოლინი, ფენილეფრინი). ისინი საჭიროა სურდოსთან სწრაფად გამკლავებისთვის. მაგრამ მათი მიღება 2-3 დღეზე მეტხანს არ შეიძლება, რადგან სურდოს თავად გამოიწვევს.

- ჰიდროკორტიზონის მალამო ან კრემი. დაგეხმარებათ თუ მწერებმა დაგკბინეს.

- მელატოლინი. ის დაგეხმარებათ ხუთსაათიანი და უფრო ხანგრძლივი სარტყელის გადალახვით გამოწვეული დისკომფორტის და ჯეთლეგის (ბიორითმის დარღვევა საათობრივი სარტყლების გადაფრენის შედეგად) დასაძლევად.

- თუკი მგზავრობა გწყენთ, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ურეცეპტო მედიკამენტების (დიმენგიდრინატი) მიღება, მაგრამ უფრო ძლიერი პრეპერატების მისაღებად უნდა მიმართოთ ექიმს.

და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ სტერილური ბინტების, სანტავიკების, მაკრატლის, და პინცეტის წაღება.     

ბავშვიც თუ თან მახლავს?

შეგიძლიათ ზემოთჩამოთვლილი ზოგიერთი პრეპარატიდან სპეციალურად ბავშვებისთვის დამზადებული ფორმები წაიღოთ. მაგალითად, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი სიროპის ან სანთლების სახით. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაალევინოთ ბავშვს ასპირინი, განსაკუთრებით სიცხის აწევის ან ვირუსულ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში. ამას შეიძლება სერიოზული გართულება მოჰყვეს რეიეს სინდრომის სახით. დანარჩენი, ჯობს კარგ პედიატრთან ან ოჯახის ექიმთან შეათანხმოთ.  

ისეთ ადგილზე მივდივარ, სადაც ექიმების დეფიციტი და ბევრი სხვადასხვა ინფექციაა. რა წავიღო?

საუკეთესო შემთხვევაში ეწვიეთ დაავადებათა პროფილაქტიკის და კონტროლის ამერიკული ცენტრების ვებგვერდს, სადაც ნახავთ თუ რა ინფექციური დაავადებებია გავრცელებული იქ, სადაც გამგზავრებას აპირებთ. ამ სიით მიაკითხეთ ექიმს, რომელიც მოგცემთ რეცეპტებს იმ პრპარატებზე, რაც თვითმკურნალობისთვის გამოგადგებად. მაგალითად, ანტიბიოტიკებს. და უკეთესია, თუ რამდენიმე ურეცეპტო საშუალებასაც წაიღებთ:

- დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატებს (ლოპერამიდი). თუმცა მათი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ უფროსებისთვის, ასევე ისეთ შემთხვევაში თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე დაბალია და განავალში სისხლი არ არის. სხვა შემთხვევაში თქვენი გამოჯანმრთელება შეფერხდება.  

- ორგანიზმში სითხისა და ელექტროლიტების აღდგენის საშულებები, როგორებიცაა “რეგიდრონი” და “გიდროვიტი”. ისინი დიარეის და გაუწყლოების შემთხვევაშიც დაგეხმარებათ.  
- მალიარიის პროფილაქტიკის პრეპარატები (თუკი მიემგზავრებით ქვეყანაში, სადაც შეიძლება იოლად დაავადდეთ). მათ ექიმი დაგინიშნავთ. მალიარიისგან დაცვა საჭიროა სხვა გზებითაც, მაგალითად მწერების საწინაღმდეგო ბადით;

წყლის მადეზინფიცირებელი აბები (ქლორით ან იოდით)

ეს არის სულ?

არა. ექიმები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები, წამლების გარდა, გირჩევენ ასევე სხვა საშუალებების წაღებას. ესენია

რეპელენტები (თუკი საჭიროა კოღოების, ტკიპების და მსგავსი მწერებისგან დაცვა). მაგალითად დიეტილტოლუამიდი (დეტა, Gardex) ან IR3535 იგივე მოსკიტოლი, Glorix.

მზისგან დამცავი კრემი (ფართო სპექტრის, დაცვის მაქსიმალური ფაქტორით და თუ საჭიროა წყალგამძლე)

პრეზერვატივები (ყოველი შემთხვევისთვის)

ხელის მადეზინფიცირებელი საშუალებები

გამგზავრებამდე კარგად უნდა გაიზაროთ თქვენი ექიმის, ასევე ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციების რეკომენდაციები და იყიდეთ კარგი სამედიცინო დაზღვევა.

წამლებს საზღვარზე გადამატანინებენ?

სავარაუდოდ უპრობლემოდ. მაგრამ შეგატანინებენ თუ არ მათ ქვეყანაში სადაც მიდიხართ, ეს უკვე ადგილობრივი კანონმდებლობის თემაა. ჩვეულებრივ, პრობლემები არ იქმნება ხოლმე, მაგრამ თუ წამალს იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ შედიხართ, რეცეპტი სჭირდება, ჯობს ის გქონდეთ, თანაც ადგილობრივ ენაზე ან ინგლისურად დაწერილი მაინც.

არის წამლები, რომლებიც საზღვარგარეთ საერთოდ არ იყიდება. ასეთი წამლები არ წავიღო?

არა, რადგან ჩვეულებრივ, ეს არის პრეპარატები, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება დასაბუთებული არ არის. ასეთია, ათასგვარი ურეცეპტო იმუნოსტიმულატორი ან ანტივირუსული საშუალება, რომელიც თითქოს მწვავე ვირუსულ ინფექციებს ებრძვის. დასავლეთში, მედიკამენტების მიმართ ეფექტურობის და უსაფრთხოების თავალსაზრისით, მოთხოვნები ბევრად უფრო მკაცრია.

წყარო: Meduza

სხვა თემები