12 აპრილი 2023 - 12:56

BBC დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემაზე: მილიარდობით დოლარის თაღლითები, რომლებიც თქვენს დანაზოგს იპარავენ

რა ხდება? 

ფოტო: BBC

გლობალურმა თაღლითურმა ქსელმა ჩვეულებრივ ინვესტორებს მილიარდ დოლარზე მეტი მოპარა. BBC Eye-მ გამოააშკარავა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან დგანან. 

წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში BBC Eye იძიებდა ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ სავაჭრო თაღლითობას, რომლის შემსრულებლებმაც ჩვეულებრივ ინვესტორებს მილიარდ დოლარზე მეტი გამოსტყუეს. ბრიტანული მედიასაშუალების მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში პირველად გამოვლინდა როგორც ამ თაღლითობის სქემა, სევე ის ხალხი, ვინც ამ ყველაფრის უკან დგანან.

აღნიშნული ქსელი პოლიციისთვის Milton Group-ის სახელით იყო ცნობილი. თუმცა ეს სახელწოდება თაღლითებმა მხოლოდ თავდაპირველად გამოიყენეს, 2020 წლიდან კი აღარ იყენებდნენ. BBC Eye- გამოავლინა 152 ბრენდი, მათ შორის Solo Capitals, რომელიც, როგორც ჩანს, აღნიშნული დანაშაულებრივი ქსელის ნაწილია. სქემის სამიზნეს წარმოადგენენ ინვესტორები, რომელთაც ათასობით და ზოგიერთ შემთხვევაში, ასობით ათას ფუნტს სძალავენ

Milton Group-ის ერთ-ერთი საინვესტიციო ბრენდი პირველი კლასის ესპანურ საფეხბურთო კლუბს აფინანსებდა და აქვეყნებდა რეკლამას მთავარ გაზეთებში, რით პოტენციური ინვესტორების ნდობა დაიმსახურა. ნოემბერში BBC Eye გერმანიისა და საქართველოს პოლიციას თან ახლდა, როდესაც ქვეყნის დედაქალაქ თბილისში ქოლ-ცენტრების რეიდები მოეწყო. სწორედ აქ, კომპიუტერების ეკრანებზე გამოცემის ჟურნალისტებმა იხილეს ბრიტანული ტელეფონის ნომრების მთელი ბაზები. მათ რამდენიმეს დაურეკეს და ესაუბრნენ ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომლებმაც უთხრეს, რომ ახლახან ჩადეს ინვესტიცია

მსხვერპლთა უმეტესობა სოციალურ მედიაში რეკლამების ნახვის შემდეგ რეგისტრირდება. როგორც წესი, 48 საათის განმავლობაში მათ ტელეფონით უკავშირდებიან და ეუბნებიან,  რომ დღეში 90%-მდე შემოსავლის მიღება შეუძლია. ხაზის მეორე ბოლოში, როგორც წესი, არის ქოლ - ცენტრი ლეგიტიმური ბიზნესის მრავალი მახასიათებლით - თანამედროვე ოფისი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებით, ყოველთვიური ლიმიტებით, ბონუსებით და .. თუმცა აქვე არის ისეთი ელემენტები, რომელთაც ლეგიტიმურ ბიზნესში ვერ იპოვით. მაგალითად, წერილობითი ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ პოტენციური ინვესტორის სისუსტეები და შემდეგ ისინი მათ წინააღმდეგ გამოიყენოთ.

პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ, მსხვერპლის ვექტორი იქნება მიმართული რეგულირებადი კომპანიების ან ზოგჯერ - არარეგულირებული, ოფშორული სუბიექტებისკენ. ზოგიერთ ინვესტორს, რომელიც Milton Group-ის ფარგლებში  რეგულირებულ ბრენდებს გამოიწერს, ბროკერი აძლევს მითითებას, შევიდეს ისეთ გარიგებებში, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით დანაშაულად ითვლება. ზოგიერთ მსხვერპლს სთავაზობენ, ჩამოტვირთოს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თაღლითებს საშუალებას აძლევს დისტანციურად აკონტროლონ მისი კომპიუტერი და განახორციელონ ტრანზაქციები, რაც ასევე უკანონოა. Milton Group-ის ყოფილი თანამშრომლების თქმით, ზოგიერთი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ისინი რეალურ გარიგებებს დებენ, რეალურად კი მათი ფული უბრალოდ იხარჯება

მსხვერპლები ფიქრობენ, რომ მათ კომპანიაში რეალური ანგარიში აქვთ. თუმცა რეალურად არანაირი ვაჭრობა არ ხდება, ეს მხოლოდ სიმულაციაა“, - ამბობს ალექსი, რომელიც არის Milton Group-ის ყოფილი თანამშრომელი. ის უკრაინაში, კიევის ოფისში მუშაობდა.

თაღლითური გეგმის უკეთ გასაგებად, BBC ახალბედა ტრეიდერის რანგში დაუკავშირდა Milton Group-ის ერთ-ერთ სავაჭრო პლატფორმას - Coinevo-. ჟურნალისტს დაუკავშირდა კონსულტანტი, რომელიც პატრიკის სახელით გაეცნო და უთხრა, რომ მას შეუძლია "ერთ დღეში 70%-ის, 80%-ის ან 90%-ის მოგება ნახოს. ვაჭრობის დასაწყებად კი, ქოლ-ცენტრის თანამშრომელმა ჟურნალისტს უთხრა, რომ 500 დოლარის ბიტკოინი უნდა გაეგზავნა. ამის შემდეგ პატრიკმა  BBC- საიდუმლო ტრეიდერს მოსთხოვა, პასპორტის ასლი გაეგზავნა და ყალბი ასლის მიწოდების შემდეგ, გამოცემამ ამ ანგარიშის გაგრძელება შეძლო დაახლოებით ორი თვით, სანამ ეს სიყალბე არ გამოაშკარავდა. ამას მოჰყვა აგრესიული ელექტრონული ფოსტა პატრიკისგან და კავშირიც გაწყდა

თუმცა BBC-ის დეპოზიტი უკვე სისტემაში იყო. ჟურნალისტებმა შეძლეს მიეკვლიათ მისთვის, რადგან ის დაყოფილი იყო პატარ-პატარა ნაწილებად და გადაინაცვლა ბევრ სხვადასხვა ბიტკოინ საფულეში, რომლებიც, როგორც ჩანს, Milton ჯგუფთან იყო დაკავშირებული. ექსპერტებმა BBC- განუცხადეს, რომ რეალური ფინანსური ინსტიტუტები ფულს ამ გზით არ ატარებენ. კრიპტოვალუტისა და თაღლითობის საკითხებში სპეციალიზებულმა იურისტმა ლუიზა ებოტმა გამოიკვლია ფულის ნაკადი და თქვა, რომ ესმსხვილმასშტაბიანი ორგანიზებული დანაშაულია“. 

მართალია თუ არა, რომ ამ ყველაფრის უკან დავით კეზერაშვილი დგას?

მილტონის ჯგუფის ოპერაციებს ადრე იძიებდა შვედური გაზეთი Dagens Nyheter- და სხვა გამოცემებიც, მაგრამ BBC- გადაწყვიტა გლობალური თაღლითობის უკან მდგარი პირების ვინაობა გაესაჯაროებინა. პირველ რიგში, მათ შეისწავლეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაიული დოკუმენტების განხილვა, რათა Milton ჯგუფის კომპანიებს შორის კავშირი დაედგინათ. Milton-ის პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნოლოგიური კომპანიების დირექტორთა სიაში დროდადრო ხუთი სახელი ჩნდებოდა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ჟურნალისტებმა ეს ხუთი სახელი შეიტანესპანამის დოკუმენტებშიდა აღმოაჩინეს, რომ მათგან ოთხი - ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი - იკავებდა დირექტორის ან სხვა მაღალ თანამდებობას ოფშორული  ან შვილობილი კომპანიების ჯგუფში. სწორედ ის უძღოდა წინ მილტონის ჯგუფს. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი მიდიოდა ერთ პიროვნებამდე, რომელიც არის დავით კეზერაშვილი. ის საქართველოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენელია. კეზერაშვილს ორი წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა

კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს და სახელმწიფო სახსრების 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის, მოგვიანებით დაუსწრებლად გაასამართლეს. იმ პერიოდში ის ლონდონში ცხოვრობდა და დიდმა ბრიტანეთმა მისი ექსტრადიციის შესახებ საქართველოს მოთხოვნაზე უარი თქვა. მილტონამდე საჯარო დომენში არ არსებობდა არანაირი დოკუმენტი, რომელიც კეზერაშვილს ამ ქსელთან დააკავშირებდა. თუმცა, როცა ჟურნალისტებმაპანამის დოკუმენტებსგადახედეს, მისი სახელი ისევ და ისევ ჩნდებოდა. უფრო მეტიც, კეზერაშვილი  ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლად და ერთ-ერთ პირველ აქციონერად ფიქსირდებოდა. შესაბამისად, კულისებში კეზერაშვილი სწორედ ამ ქსელის ცენტრში აღმოჩნდა. რაც შეეხება Milton Group-, ასევე არ არსებობდა არანაირი საჯარო  დოკუმენტი, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან დააკავშირებდა. გარდა ამისა, არ არსებობდა მტკიცებულება მისი პირდაპირი ფინანსური ინტერესის შესახებ Milton-ის ბრენდებთან მიმართებით. მაგრამმილტონთანასოცირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად უთხრა BBC- ჟურნალისტებს, რომ კეზერაშვილთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ და იცოდნენ, რომ ისმილტონ ჯგუფთანიყო დაკავშირებული.  

კეზერაშვილი თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს პოპულარიზაციას სოციალურ მედიაში ხშირად უწევდა. მაგალითად, LinkedIn-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში, რათამილტონთანდაკავშირებული კომპანიებისა და იქ სამუშაო ადგილების შესახებ ესაუბრა. BBC- შეძლო ეპოვა მრავალი სხვა მინიშნება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ფოსტის სერვერს, რომელთა მომხმარებლებიც მხოლოდ Milton Group-ის კომპანიები იყვნენ. მისი კომპანია Infinity VC ფლობდა ბრენდინგსა და ვებდომენებს კომპანიებისთვის, რომლებიც თაღლითური სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას უზრუნველყოფდნენ. კეზერაშვილი ასევე ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური ქოლ - ცენტრი, რომელიც ყიდდა EverFX- და ტექნიკურ ფირმებს, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფის მომსახურებას აწვდიდნენ. ის ასევე ფლობს საოფისე შენობას თბილისში, სადაც განთავსებული იყო იმავე დანიშნულების რამდენიმე ტექნოლოგიური ფირმა

 

როდესაც BBC- შეისწავლამილტონისჯგუფის ოთხი მთავარი წევრის სოციალური მედიის პროფილები, ქორწილებიდან და სხვა საჯარო ღონისძიებებიდან გამოქვეყნებული ფოტოები, გაირვა, რომ თითოეულ მათგანს კეზერაშვილთან მჭიდრო სოციალური კავშირები აქვს. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრიფეისბუქშიმეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც Milton Group-ის თაღლითობასთან არიან დაკავშირებული. ოთხი გახმაურებული ფიგურიდან, რომელთაც BBC ასახელებს, მისი ბიძაშვილები არიან. BBC კეზერაშვილს ლონდონის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლემდე მიჰყვა და მასთან გასაუბრება მოისურვა, რაზეც ჟურნალისტმა უარი მიიღო. მან BBC- თავისი ადვოკატების მეშვეობით განუცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის კავშირსმილტონის ჯგუფთანან ზემოთ ხსენებული თაღლითური გეგმის მიხედვით ამა თუ იმ ფინანსურ სარგებელს. კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, EverFX- ლეგიტიმური ბიზნესია. ბატონმა ჭელიძემ და გოგეშვილმა ასევე კატეგორიულად უარყვეს ბრიტანული გამოცემის ბრალდებები და განაცხადეს, რომ EverFX არის ლეგიტიმური და რეგულირებადი პლატფორმაბრალდებები უარყვეს ჭელიძემ და ბენმინიმაც

გასულ წელს დიდ ბრიტანეთში თაღლითობამ 4 მილიარდ ფუნტზე მეტი შეადგინა და ონლაინ ინვესტიციებით დანაშაულებრივმა ქმედებებმა - წელიწადში ასობით მილიონი ფუნტი. თუმცა ბრიტანეთის პოლიციას აღნიშნული ქსელის მსხვერპლი ადამიანები აკრიტიკებენ. მათი აზრით, თაღლითების წინააღმდეგ სამართალდამცავები უმოქმედოდ არიან.

სხვა თემები