04 ოქტომბერი 2018 - 22:21

ცნობილ ფეხბურთელებთან დაკავშირებული სექს-სკანდალები. თემა

კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ

ფოტო: shutterstock.com

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი გაუპატიურების ბრალდების შესახებ, რომელიც მას 34 წლის ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ წაუყენა. ფეხბურთელის თქმით, მას არ ანერვიულებს გამოძიება, რადგან არანაირი გაუპატიურების ფაქტი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ის პორტუგალიის ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს. რონალდუს ისტორიის ფონზე, BBC-მ გაიხსენა სხვა ცნობილი ფეხბურთელები, რომელთა სახელებიც ხმაურიან სექს-სკანდალებს უკავშირდება.

ჯონ ტერი

ბრიტანელი ფეხბურთელის, „ასტონ ვილას“ მოთამაშის, „ჩელსის“ ყოფილი კაპიტნისა და ინგლისის ნაკრების მცველის ჯონ ტერის სახელი, სულ ცოტა, 7 სასიყვარულო სკანდალს უკავშირდება. ტერის ისტორიებს ტომეულები დაიტევდა.

1999 და 2009 წლებს შორის, დაქორწინებულმა ტერიმ, მედიის ცნობით ერთი მეორის მიყოლებით 7 ქალთან გააბა სასიყვარულო რომანი. მათ შორის იყვნენ, როგორც აეროპორტის თანამშრომლები, ასევე ეროტიკული ფილმების მსახიობები.

ჯონ ტერის ყველაზე ხმაურიანი რომანი ფრანგ მოდელთან, ვანესა პერონსელთან  ჰქონდა, რომელიც ქალის საცვლების ჩვენებებში მონაწილეობდა. პერონსელი ტერის მეუღლე ტონის უახლოესი მეგობარი და ფეხბურთელის თანაკლუბელის, უეინ ბრიჯის შეყვარებული იყო. ტონი და ვანესა პირველ რიგში დაახლოვდნენ თავიანთი პარტნიორი კაცების გამო, რომლებიც კარგი მეგობრები იყვნენ. გარდა ამისა, მათ შვილები თითქმის ერთდროულად გააჩინეს და ისინი ერთად სულ უფრო მეტ დროს ატარებდნენ.

რამდენიმე წელიწადში ვანესა უეინს დაშორდა, ტერი კი მას ხშირად სტუმრობდა. თავდაპირველად ის მეგობარს უბრალოდ ამხნევებდა, მაგრამ მოგვიანებით მათ შორის სასიყვარულო კავშირი გაჩნდა. რაღაც მომენტში უეინ ბრიჯმა უარი თქვა „ჩელსიში“ თამაშზე, ვიდრე ამ გუნდში ტერიც თამაშობდა.

კარიმ ბენზემა

მადრიდის „რეალის“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი არც გაუპატიურებაში და არც ალიმენტების გადაუხდელობაში დაუდანაშაულებიათ. 2015 წელს ბენზემა დააპატიმრეს საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის, მეთიუ ვალბუენას შანტაჟისათვის.

გამოძიების ვერსიით, წვრთნების დროს ბენზემა მეგობარს მიანიშნებდა, რომ მას ინტიმური შინაარსის ვიდეოფირი ჰქონდა. ვალბუენამ ეს შანტაჟის მცდელობად მიიჩნია და პოლიციაში იჩივლა. პოლიციელებმა ბენზემა სხვა ოთხ ფრანგ ფეხბურთელთან ერთად დააპატიმრეს.

გაირკვა, რომ ვიდეო მართლაც არსებობდა და მეტიც, ის ბენზემას ტელეფონით იყო გადაღებული, მაგრამ ფეხბურთელი დამნაშავედ არ უღიარებიათ. თუმცა 2017 წელს საკასაციო სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ საბოლოოდ არ გაუმართლებია. საქმეს ხელახლა იძიებენ.

რაიან გიგზი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა რაიან გიგზი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად მიიჩნევა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც გოლი გაჰქონდა ინგლისის პრემიერლიგის ყველა სეზონზე მისი დაარსების დღიდან 1993 წელს 2012-13 წლების ჩათვლით.

2011 წელს ბრიტანულმა ტაბლოიდმა დაწერა, რომ გიგზსს 8 წლის განმავლობაში ინტიმური კავშირი ჰქონდა საკუთარი ძმის, როდნი გიგზის ცოლთან. „ორი ადამიანი მყავდა, ვისაც ვენდობოდი და საბოლოოდ მათი ღალატის შესახებ ყვითელი პრესიდან გავიგე“, - თქვა როდნიმ სტატიის კომენტირებისას.

მოგვიანებით, ინგლისის პარლამენტში ფაქტი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრმა ჯონ ჰემინგმა დაადასტურა, ისარგებლა რა თემთა პალატაში სიტყვის თავისუფლების უფლებით. ორშაბათს მან ტელეკომპანია BBC-ის პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ფეხბურთელის გვარის გამოქვეყნებაზე აკრძალვა გააუქმა.

სკანდალის შემდეგ ძმები სამი წლის განმავლობაში ერთმანეთთან არ კონტაქტობდნენ. გიგზების მამამ კი უფროსი შვილის საქციელი რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა. „მსოფლიოში ყველაზე ამაყი მამა უნდა ვიყო იმისთვის, რასაც მან ფეხბურთში მიაღწია, მაგრამ მე მრცხვენია მის გამო“, - თქვა ფეხბურთელის მამამ.

რონალდო

2000-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ბრაზილიელი რონალდო 2008 წელს მეგობარ გოგოს დაშორდა და ღამის გატარება სამ მეძავთან ერთად გადაწყვიტა, რაც ბრაზილიაში აბსოლუტურად კანონიერია.

თუმცა საღამო ჩაიშალა. რონალდოს სასტუმროს მეზობლებმა გვერდითი ნომრიდან მომავალი ყვირილის ხმებისა და ხმაურის გამო პოლიცია გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ „მილანის“ ფორვარდი ეჩხუბებოდა მეძავეებს, რომლებიც „სხვა“ სქესის აღმოჩდნენ: რონალდომ შეცდომით ნომერში ტრანსვესტიტები მიიყვანა.

ფეხბურთელმა სასტუმროში მისულ პოლიციელებს უამბო, რომ 27 აპრილს, საღამოს სამი მეძავი გაიცნო, დილისკენ კი ოთხივე რონალდოს ნომერში ჯგუფური სექსისთვის მივიდნენ. „ის არ უარყოფს, რომ თავად მიიყვანა [სასტუმროში] მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, ეს ხომ კანონის დარღვევად არ ითვლება“, - უთხრა ჟურნალისტებს პოლიციელმა კარლოს ნოგეირმა.

თავად რონალდომ ინციდენტის შესახებ პირველი კომენტარი ერთი კვირის შემდეგ გააკეთა.

„ეს არის ყველაზე იდიოტური შეცდომა ჩემს პირად ცხოვრებაში. მომხდარის შემდეგ ბევრი ვიტირე და თავს ძალიან შერცხვენილად ვგრძნობდი... ახლა ყველაფერი თავიდან უნდა შევქმნა, როგორც სახლი ქარიშხლის შემდეგ“, - წერდა ტაბლოდი Sun-ი რონალდოს სიტყვებს.

სხვა თემები