30 ოქტომბერი 2018 - 23:19

Apple-მა ახალი MacBook Air-ი და უჩარჩოო iPad-ი წარადგინა

ნოუთბუქი

MacBook Air

ფოტო: Apple

კორპორაცია Apple-მა პრეზენტაციისას თავისი ყველაზე ხელმისაწვდომი ნოუთბუქის MacBook Air-ის ახალი ვერსია და iPad Pro წარადგინა - „უჩარჩოო“ ეკრანით და Face ID-ით. ღონისძიება პირდაპირ ეთერში კომპანიის ვებგვერდზე გადაიცემოდა.

MacBook Air

პირველი MacBook Air-ი 2008 წელს გამოიცა. ეს ნოუთბუქები Apple-ის ხაზში ყველაზე ხელმისაწვდომია. ბოლოს ის 2010 წელს განაახლეს. მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს გამოდიოდა მისი ოდნავ უფრო სწრაფი ვერსია ისეთივე ეკრანით და კორპუსით.

ამჯერად ცვლილებები ბევრად თვალშისაცემია: MacBook Air-ს აქვს ეკრანი Retina (2560X1600 პიქსელის რეზოლუციით). მსგავსი ეკრანი აქვს უფრო ძვირადრირებულ MacBook Pro-ებსაც. ეკრანი მოქცეულია არა ფოლადის ჩარჩოში, როგორც ეს ადრე იყო, არამედ შავ, შუშით დაფარულ ჩარჩოში.

Air-ს ახლა ბევრად ნაკლები პორტი აქვს, კერძოდ, მხოლოდ ორი USB-C. მათი საშუალებით შეიძლება კომპიუტერთან დისკების და მონიტორების მიერთება, ასევე მისი დატენვა. ყურსასმენების პორტი იმავე ადგილზეა. ნოუთბუქს აქვს განახლებული კლავიატურა და გამორთვის ღილაკი Touch ID-თ - სისტემასა და ზოგიერთ აპლიკაციაში შესვლა შესაძლებელია თითის ანაბეჭდით. ამასთან, ღილაკების ზედა რიგის ნაცვლად Touch Bar-ი არ არის.

კომპიუტერი ძველ ვერსიაზე 10%-ით თხელია და 100 გრამით ნაკლებს იწონის (1,25 კილოგრამი). აკუმულატორი ძველი ვერსიის მსგავსად WiFi-ის ინტერნეტით 12 საათს გამუშავებთ.

MacBook Air-ი სამი ფერის კორპუსებით გაიყიდება. ესენია ოქროსფერი, ვერცხლისფერი და „ნაცრისფერი კოსმოსი“. ხელმისაწვდომია ორი საბაზო ვერსია 128 და 256 გიგაბაიტის მეხსიერებით.

ყველაზე იაფი მოდელი აღჭურვილია ორბირთვიანი პოცესორით Intel Core i5-ი 1,6 გიგაჰერცის სიხშირით და 8 გიგაბაიტის ოპერატიული მეხსიერებით. ის 1199 დოლარი ღირს.

Mac mini

 ფოტო: Apple

ეს კიდევ ერთი კომპიუტერია, რომელიც Apple-ს დიდი ხანია არ განუახლებია. ბოლო Mac mini 2014 წელს გამოუშვეს. გარეგნულად ახალი mini მისი წინამორბედისგან არ განსხვავდება, მაგრამ ახლა მისი კორპუსის ფერი „ნაცრისფერი კოსმოსია“.

Mac mini-ში შენარჩუნებულია პორტების მრავალფეროვნება: არის Ethernet-ი ქსელთან მიერთებისთვის, ოთხი USB-C, HDMI, ორი „კლასიკური“ USB და პორტი ყურსასმენებისათვის.

Mini-ს ექნება 4-ბირთვული პროცესორი Intel i3 და 6-ბირთვული i5. კომპიუტერში არის 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, მაგრამ მომხმარებელი შეძლებს დამოუკიდებლად დაამატოს მას კიდევ - 64 გიგაბაიტამდე. ყველაზე იაფფასიან ვერსიაში იქნება 128 გიგაბაიტიანი SSD-დისკი.

Apple-ის ვებგვერდზე მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს გაუმჯობესებული ვერსია: Mac mini პროცესორით Core i7, 64 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, 2-ტერაბაიტიანი დისკით და Ethernet პორტით, რომლის სიჩქარეც წამში 10 გიგაბიტია, 4199 დოლარი ღირს.

iPad Pro

ფოტო: Apple

iPad-ის მძლავრი („პროფესიული“) ვერსიები 2015 წლიდან გამოდის, მაგრამ ადრე ისინი ჩვეულებრივებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. წელს iPad Pro აბსოლუტურად განახლდა: მას არ აქვს Home ღილაკი, მაგრამ ეკრანის ირგვლივ თხელი ჩარჩო და Face ID-ის მხარდაჭერა აქვს.

შარშანწინდელის მსგავსად iPad Pro-ს ახალი მოდელები ორი ზომისაა - 11 და 12,9 დუიმი. პლანშეტების განბლოკვა ახლა Face ID-ით შეიძლება, ამასთან განსხვავებით აიფონებისაგან მათ არ აქვთ ეკრანის ზედა ნაწილში ზოლი: სენსორები ჩარჩოშია ჩამალული, პრინციპში მას „ეკრანის ზედა მხარეც“ არ აქვს, iPad Pro-ს სახის ამოცნობა ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია, მაშინ როდესაც აიფონი ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როდესაც ის მკაცრად ვერტიკალურ მდგომარეობაში უკავიათ.

ახალ აიპადებში არის ეკრანი Liquid Retina, როგორც iPhone XR-ში. ახლა iPad Pro-ში ნაცვლად პორტისა Lightning არის USB-C, რომლის წყალობითაც პლანშეტი მონიტორებს, დისკებს და მუსიკალურ ინსტრუმენტებს უერთება. USB-C-ს საშუალებით აიფონის დატენვაც შეიძლება.

აიპადებს ოთხი დინამიკი აქვს, მაგრამ არ აქვს პორტი ყურსასმენებისთვის. ამის ნაცვლად Apple-მა დაიწყო USB-C-ის 3,5 მილიმეტრიან პორტზე გადამყვანის გაყიდვა. თუმცა კომპლექტში გადამყვანი არ შედის.

iPad Pro-ში ჩაშენებულია პროცესორი A12X Bionic - ისევე როგორც 2018 წლის აიფონებში A12, მაგრამ უფრო მძლავრი (შვდის ნაცვლად 10 მილიარდი ტრანსზისტორი). Apple ამტკიცებს, რომ პლანშეტი ბოლო წლის განმავლობაში გაყიდული პორტატიული კომპიუტერების 92%-ზე მძლავრია. პრეზენტაციის დროს აჩვენეს, თუ როგორ იოლად უმკლავდება iPad Pro 3-გიგაბაიტიან PSD-ფაილს რამდენიმე ათეული ფენით Adobe Photoshop-ში (თავად Photoshop-ი აიპადებისთვის მხოლოდ მომავალ წელს გამოიცემა).

iPad Pro-ს აკუმულატორები ინტერნეტში 9-10 საათს მუშაობის საშუალებას მოგცემთ. პლანშეტები ორი ფერის კორპუსით გაიყიდება: ვერცხლისფერი და „ნაცრისფერი კოსმოსი“.

11-დუიმიანი მოდელი, 64 გიგაბაიტის მეხსირებით და მობილური კავშირის მხარდაჭერის გარეშე ღირს 799 დოლარი, ხოლო 12,9-დუიმიანი - 999 დოლარი. ყიდვის დროს შეიძლება ასევე 1 ტერაბაიტიანი მეხსირების მქონე ვერსიის არჩევაც.

ახალ iPad Pro-სთან ერთად კომპანიამ წარადგინა Apple Pencil-ი. ის მაგნიტით მაგრდება აიპადის მარჯვენა კიდესთან და უსადენოდ იტენება. ასევე მისი ერთი მხარე ბრტყელია და მასზე თითის ორმაგი დაჭერისას შეიძლება პარამეტრების შეცვლაც.

iOS 12.1

ახალ მოწყობილობებთან ერთად Apple-მა iOS 12.1-ის გამოსვლის შესახებაც განაცხადა. მისი დაყენება უკვე შესაძლებელია. სისტემა ამატებს Facetime-ში ჯგუფური ვიდეოზარების მხარდაჭერას, ააქტიურებს 2018 წლის აიფონებზე ორი სიმ-კარტის მხარდაჭერას და ამატებს რამდენიმე ათეულ ახალ ემოჯის.

სხვა თემები