ბიტკოინის კურსი მკვეთრად დაეცა. რა მოხდა?
ფოტო: shutterstock.com
ჯერ კიდევ 17 დეკემბერს ბიტკოინის ფასი ისტორიული მაქსიმუმის ფარგლებში იყო - ერთი ბიტკოინი 20 ათასი დოლარი ღირდა. მას შემდეგ ის 13 ათას დოლარზე ქვემოთ დაეცა, შემდეგ კი ოდნავ მოიმატა და ახლა 14 ათას დოლარამდე ღირს. დაახლოებით იმავე მოცულობით შემცირდა სხვა კრიპტოვალუტების ფასი, გარდა Ripple-ს და რამდენიმე კიდევ უფრო მცირე კრიპტოვალუტისა.
რამე მოხდა?
არაფერი. კრიპტოვალუტების კურსის ვარდნა და მატება დღეში 10%-ის ფარგლებში - ნორმალურია. ამ ბაზარზე ბევრი არაპროფესიონალი ინვესტორია, რომელიც კრიპტოვალუტას ყიდულობს და ყიდის ხასიათის მიხედვით. გარდა ამისა, ციფრული ვალუტების ბაზარს არ ჰყავს რეგულატორები, რომლებიც ამ რყევებს შეაკავებდნენ და საპნის ბუშტის გაბერვას თვალყურს მიადევნებდნენ (ჩვეულებრივი ბირჟები ასეთ დროს ვაჭრობას წყვეტენ).
ბიტკოინის შემთხვევაში მსგავსი რამ პირველად არ ხდება: 2017 წლის ნოემბერში, ოთხი დღის განმავლობაში მისი ფასი 7,8 ათასი დოლარიდან 5,6 ათას დოლარამდე დაეცა, სექტემბერში - 40%-ით, ხუთიდან სამ ათასამდე.
მომავალში რა იქნება?
უცნობია. შეიძლება, ბიტკოინი მალე დაუბრუნდეს მაღალ ნიშნულს და მისმა ფასმა განაგრძოს ზრდა; შეიძლება ზრდა დამუხრუჭდეს; შეიძლება ასევე ინვესტორებმა სხვა ციფრული ვალუტები ბიტკოინზე მეტად შეიყვარონ, გამოიტანონ ფული ამ ბაზრიდან და ბიტკოინის კურსის ვარდნა გაგძელდეს.