27 მაისი 2019 - 22:00

ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა ევროპარლამენტის არჩევნებში. მთავარი

ფოტო: Shutterstock.com

ევროპის მთავარი პარტიები დამარცხდნენ

ევროპული პოლიტიკური სისტემა მავალი ათწლეულების განმავლობაში აგებული იყო ორი პოლიტიკური ძალის - მემარჯვენე-ცენტრისტების (ქრისტიან-დემოკრატები გერმანიაში, კონსერვატორები დიდ ბრიტანეთში, შარლ დე გოლის მიმდევრები საფრანგეთში) და მემარცხენე-ცენტრისტების (სოციალ-დემოკრატები გერმანიაში, სოციალისტები საფრანგეთში, ლეიბორისტები დიდ ბრიტანეთში) კონკურენციაზე. ამასთან, ევროპარლამენტში ისინი მრავალი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ქმნიდნენ კოალიციას, რადგან ევროკავშირის შიგნით ინტეგრაციას ემხრობოდნენ. 23-26 მაისის არჩევნების შედეგებით, სწორედ ამ ძალების დამარცხება აღმოჩნდა ყველაზე მგრძნობიარე: ევროპის სახალხო პარტიამ 42 ადგილი დაკარგა, სოციალისტების და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა - 41. ევროპარლამენტის ისტორიაში პირველად, მათ მანდატების ნახევარზე ნაკლები მიიღეს - 751-დან 329 მანდატი.  

ყველაზე მეტი ადგილი მემარჯვენე-ცენტრისტებმა გერმანიაში დაკარგეს, სადაც მათ კანცლერ მერკელის პარტია წარმოადგენს. მართალია, ამ პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ მან 7 პროცენტული პუნქტით ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე ჰქონდა. თითქმის 13 პროცენტული პუნქტით შემცირდა ფრანგული პარტიის „რესპუბლიკელების“ პოპულარობა. ამ შედეგის ანაზღაურება ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა შვედეთის, საბერძნეთის და კიდევ რამდენიმე მცირე სახელმწიფოს წარმატებით. მათ შორისაა უნგრეთი, მაგრამ იქ ევროპულ სახალხო პარტიას ფორმალურად მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკური ძალა წარმოადგენს, რომელიც უკვე დიდი ხანია ევროკავშირს აკრიტიკებს და ძალიან მემარჯვენე ძალად მიიჩნევა. თავის მხრივ, მემარცხენე-ცენტრისტებმა განსაკუთრებით ბევრი ადგილი დაკარგეს საფრანგეთში და გერმანიაში, ასევე დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და რუმინეთში.

ევროპარლამენტის უფლებამოსილებები დიდი არ არის, ამიტომ მისი არჩევნები ევროპულ საზოგადოებაში განწყობების ერთგვარ ინდიკატორად მიიჩნევა. გერმანულმა Der Spiegel-მა დაწერა, რომ „მყუდრო მეინსთრიმის დროს წავიდა“.

მაგრამ ნაციონალისტებსაც არ გაუმარჯვიათ

ლიბერალ ექსპერტებს ყველაზე მეტად იმ პარტიების წარმატების ეშინოდათ, რომლებიც ნაციონალური სახელმწიფოების გაძლიერებას, მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას და საერთოევროპული სტრუქტურების შესუსტებას ემხრობიან. მეტნაკლებად რადიკალური სცენარი არ განხორციელდა: ნაციონალისტების და ევროსკეპტიკოსების პოზიციები გაძლიერდა, მაგრამ არა იმდენად არსებითად, როგორი მოლოდინიც არსებობდა.

ყველაზე მეტი ხმა ულტრა მემარჯვენეებმა იტალიაში მიიღეს: იქ ვიცეპრემიერ მატეო სალვინის „ლიგამ“ 29 პროცენტული პუნქტით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ხუთი წლის წინ. საფრანგეთში გაიმარჯვა „სახალხო ფრონტმა“, რომელსაც სალვინის მოკავშირე მარინ ლე პენი ხელმძღვანელობს, მაგრამ შედეგი ფაქტორბივად ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც 2014 წელს - 25%-ზე ოდნავ ნაკლები.

არსებითად ბევრად წარუმატებელი შედეგები მიიღეს ულტრა მემარჯვენეებმა ავსტრიასა და გერმანიაში. ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ამ ქვეყნებში შედეგზე ვიცე-კანლერ შტრახესთან დაკავშირებული სკანდალი აისახა - ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის რუსი ოლიგარქის სავარაუდო ძმისშვილს ავსტრიაში უზარმაზარ გავლენას ჰპირდება, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა. ამის შედეგად, მისმა სახალხო პარტიამ ხმათა 2,5% დაკარგა, ხოლო ნაციონალურ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით - თითქმის 10%. გაიმარჯვა შტრახეს ყოფილმა მოკავშირემ სამთავრობო კოალიციაში - ავსტრიულმა სახალხო პარტიამ, რომელმაც ხმათა 35%-ზე მეტი მიიღო. ამასთან, არჩევნების მეორე დღეს მის ლიდერს, სებასტიან კურცს, ავსტრიის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმათა 11% მიიღო, რაც 4 პროცენტული პუნქტით მეტია, წინა არჩევნებთან შედარებით, მაგრამ ნაკლები - ბუნდესტაგის 2017 წლის არჩევნებში მიღებულ შედეგებზე.

მთლიანობაში, სხვადასხვა ფრაქციების ნაციონალისტებს და ევროსკეპტიკოსებს ევროპარლამენტში დაახლოებით 170 მანდატი ექნებათ. სავარაუდოდ, სალვინი ნაციონალისტთა ერთობის შექმნას შეეცდება. თუმცა, ექსპერტების აზრით, ამის გაკეთება იოლი არ იქნება, რადგან სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალისტები ერთიანნი არიან მოქმედი ხელისუფლებების კრიტიკაში, თორემ ევროპის მომავალზე პრინციპულად განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

ყველაზე დიდი გამარჯვება ლიბერალებმა და „მწვანეებმა“ მოიპოვეს

ოდნავ მეტი ხმები მიიღეს იმ პარტიებმა, რომლებიც ევროკავშირის შენარჩუნებას და განვითარებას ემხრობიან, მაგრამ ემიჯნებიან ტრადიციულ მმართველ ძალებს. ესენია, ლიბერალების ალიანსი და დემოკრატები ევროპისათვის (2014 წელთან შედარებით 40 მანდატით მეტი და „მწვანეები“ (დამატებით 20 ადგილი).

ლიბერალების წარმატება დიდწილად საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის „წინ, რესპუბლიკა!“ დამსახურებაა, რომელმაც ხმების 22,5% მიიღო და ოდნავ ჩამორჩა მალინ ლე პენის ნაციონალისტებს. ამ შედეგის შეფასება სხვადასხვაგვარად შეიძლება. ერთი მხრივ, მაკრონის მომხრეებმა 12 პროცენტული პუნქტით მეტი მიიღეს, ვიდრე ხუთი წლის წინ. მეორე მხრივ, 2017 წლის საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებზე მათ ხმა მისცა ამომრჩევლების თითქმის ნახევარმა. ლიბერალებმა ასევე მოიგეს არჩევნები ჩეხეთში, დანიაში, ესტონეთსა და ლუქსემბურგში.

„მწვანეებს“ განსაკუთრებული წარმატება ჰქონდათ გერმანიაში, გავიდნენ რა მეორე აგდილზე ქრისტიან-დემოკრატების შემდეგ და 2014 წელთან შედარებით 9 პროცენტული პუნქტით მეტი ადგილი მოიპოვეს. ეს ბოლო წლის ტენდენციას შეესაბამება - ეკოლოგიური პარტია პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალა ხდება: მან გაუსწრო სოციალ-დემოკრატებს და არ მიიახლოვა მემარჯვენე-პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გარემოს დაცვის თემის ატაცებას ახლა სხვა დიდი პარტიებიც შეეცდებიან.

არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ევროპარლამენტში საკანონმდებლო პროცესი მნიშვნელოვნად გართულდება, ვიდრე ეს ადრე იყო. რაიმე კანონის მისაღებად, ცენტრისტულ ჯგუფებს ლიბერალების ან „მწვანეების“ მხარდაჭერის მოპოვება მოუწევთ.

„ბრექსიტის“ პარტიამ დიდ ბრიტანეთში დამაჯერებლად გაიმარჯვა

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, ეს შესაძლოა, ევროპარლამენტის ბოლო არჩევნები იყოს. ამ ქვეყანაში ის არც უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მთავრობამ პარლამენტთან ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე ვერ მოილაპარაკა. „ბრექსიტი“ 2019 წლის მარტში იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ 31 ოქტომბრამდე გადავადდა.

დიდ ბრიტანეთში კენჭისყრა პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ვადამდელ გადადგომამდე ჩატარდა და მმართველი კონსერვატიული პარტიისთვისაც და ოპოზიციონერი ლეიბორისტებისთვისაც მარცხით დასრულდა. კონსერვატორებმა ხმების 9%-ზე ოდნავ მეტი მიიღეს (2014 წელთან შედარებით 15 პროცენტული პუნქტით ნაკლები), ლეიბორისტებმა - 14% (11 პროცენტული პუნქტით ნაკლები). გაიმარჯვა პარტია „ბრექსიტმა“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მთავარი იდეოლოგი ნაიჯელ ფარაჯი ხელმძღვანელობს. მან ხმების 30%-ზე მეტი მიიღო. ექსპერტების აზრით, ასეთი შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიტიკური კრიზისის სიღრმეს, რომელშიც ბრიტანული პარტიული სისტემა აღმოჩნდა იმის გამო, რომ მთავარ პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთთან მოლაპარაკების უნარი არ აღმოაჩნდათ. ამასთან, სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ხელახალი რეფერენდუმის შემთხვევაში, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის ხმები თანაბრად განაწილდება.

როდესაც გაერთიანებული სამეფო ბოლოს და ბოლოს გავა ევროკავშირიდან, ბრიტანელი დეპუტატების ადგილები სხვა ქვეყნებს შორის პროპორციულად გადანაწილდება. ეს გარკვეულწილად შეასუსტებს ლიბერალების პოზიციას ევროპარლამენტში, რადგან დიდ ბრიტანეთში მათ ბევრი ხმა - 20% მიიღეს, სხვა სახელმწიფოებში კი გაცილებით ცუდი შედეგები ჰქონდათ.

ევროპარლამენტის არსებობის ისტორიაში ამომრჩევლის აქტივობა პირველად გაიზარდა

1979 წლიდან, როდესაც ევროპარლამენტის პირველი საყოველთაო არჩევნები ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობა მცურდებოდა. ეს ევროკავშირის მმართველი სტრუქტურების დაბალ ლეგიტიმაციაზე ლაპარაკის საბაბს იძლეოდა. ამჯერად აქტივობამ წინა არჩევნების 33%-თან შედარებით 51%-ს მიაწია. 1994 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო წლების განმავლობაში პოპულისტური პარტიების წარმატებები, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმითაც აიხსენება, რომ მათ აქვთ საპროტესტო ელექტორატის მობილიზების უნარი, ამასთან ტრადიციული პარტიების მიმართ აპათია გაცნდა. შედარებით მაღალი აქტივობის პირობებში მიღებული შედეგი შეიძლება იმას მოწმობდეს, რომ ევროპელებს შესაძლოა ინტეგრაციული და ანტინაციონალური იდეებიც იზიდავდეთ.

სხვა თემები