21 ივლისი 2019 - 16:31

Instagram-ი ლაიქებს აუქმებს! რატომ აახლებს პოპულარული ქსელი ინტერფეისს?

ინსტაგრამი

Instagram

ფოტო: Shutterstock.com

„ინსტაგრამი“ განახლებულ აპლიკაციას ტესტავს, რომელშიც მომხმარებლები ვეღარ დაინახავენ, თუ რამდენ „ლაიქს“ მოაგროვებს ფოტო ან ვიდეო - ეს სტატისტიკა მხოლოდ პოსტის ავტორისთვის იქნება ხელმიწსაწვდომი. დანარჩენმა მომხმარებლებმა და რეკლამის დამკვეთებმა პოსტების პოპულარობის ხარისხი თავად უნდა გამოიცნონ. როგორი იქნება ეს სიახლეს და როგორ აისახება ის იმ მომხარებლებზე, რომლებიც სოცქსელის დახმარებით ფულს გამოიმუშავებენ.

Instagram-მა „ლაიქები“ მართლაც გააუქმა? რატომ?

17 ივლისს „ინსტაგრამმა“ მართლაც განაცხადა, რომ განახლებულ აპლიკაციას ტესტავს. მოწონებული ფოტოს „დაგულვას“ ძველებურად შეძლებთ, მაგრამ იმას თუ რამდენმა ადამიანმა გააკეთა იგივე - ვეღარ დაინახავთ. „ლაიქების“ (გულების) დანახვას ფოტოების და ვიდეოების ქვეშ მხოლოდ ექაუნთის მფლობელები შეძლებენ, სხვებისთვის ის აღარ გამოჩნდება. „ჩვენ გვინდა, რომ თქვენმა მეგობრებმა ყურადღება მიაპყრონ თქვენ მიერ გაზიარებულ ფოტოებსა და ვიდეოებს და არა იმას, თუ რამდენი „ლაიქი“ აქვს მას“, - განაცხადეს ცვლილებების შესახებ კომპანიაში.

მაშინ დღემდე ყველაფერს რატომ ვხედავ?

რადგან „ინსტაგრამი“ ახალ ვერსიას მხოლოდ 7 ქვეყანაში ტესტავს. მაისიდან ის ამოქმედდა კანადაში, ახლახან კი იტალიაში, ბრაზილიაში, ირლანდიაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

კომპანიას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს იმის შესახებ, გაავრცელებს თუ არა ამ ექსპერიმენტს მთელ მსოფლიოზე, შესაბამისად უცნობია როდის ამოქმედდება ის საქართველოში. მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კომპანიის მიზნიდან გამომდინარე ეს სიახლე ნელ-ნელა ყველა ქვეყანას შეეხება. 

ბევრი აღიარებს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი „ლაიქებზე“ დამოკიდებული გახდა, და რომ ის მათთვის შფოთის და სტრესის წყაროა. შეჯიბრობითობის გაუქმებით „ინსტაგრამი“ ბევრი ადამიანის ფსიქიკას გადაარჩენს და პირველ რიგში, ბავშვების და მოზარდების.

და როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი?

ერთ-ერთი ახალზელანდიელი მომხმარებლის თქმით, მისი ფოტოს ქვეშ ახლა მითითებულია, რომ ის რომელიღაც ერთ „ფოლოუერს“ მოსწონს, დანარჩენი „ლაიქები“ დაფარულია ფორმულირების ქვეშ „და სხვები“. ამ წარწერაზე ხელის დაჭერით ჩნდება ყველა „მომწონებლის“ სია. ქალი წერს, რომ სხვისი ფოტოს და ვიდეოს „დაგულვა“ შეუძლია, მაგრამ ვერ ხედავს ვერცერთ მომხმარებელს, რომელმაც იგივე გააკეთა.

და ინსტაგრამით თუ ფულს ვშოულობ? რეკლამის დამკვეთი გამექცევა?

ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ „ინსტაგრამის“ განახლება - სერიოზული დარტყმაა ეგრეთ წოდებულ „გავლენის მარკეტინგზე“ და ვარაუდობს რომ პირველ რიგში დაზარალდებიან დამწყები „ინფლუენსერები“ (მომხარებლები, რომლებსაც კონტენტის მონეტიზებით ძალიან ბევრი ფოლოუერი ჰყავთ).

„როდესაც შენ ახალი ადამიანის ექაუნთზე გადადიხარ, შენთვის გაცილებით იოლია გაიგო საინტერესოა თუ არა ის პოტენციურად შენთვის, თუ მისი პოსტების ქვეშ „ლაიქების“ რაოდენობას ხედავ. ასევე ხვდები მის „გავლენას“, სტატისტიკის გამოთხოვის გარეშე. მეორეც, შესაძლებელია შემცირდეს უკვე პოპულარული ბლოგერების პოსტებზე წვდომაც, რადგან ესეც „გავლენის“ ფაქტორზე და ექუნთით დაინტერესების ხარისხზეა მიბმული“, - აცხადებენ ისინი. 

იმავდროულად, სპეციალისტების აზრით „ინსტაგრამის“ ნაბიჯი ლოგიკურია. Facebook-ს რომელიც „ინსტაგრამის“ მფლობელია, მიზნობრივი რეკლამით შემოსავალი აქვს და მას „არ სჭირდება „ინფლუენსერები“, რომლებიც ფულს მისი სალაროს მიღმა შოულობენ“.

ზოგიერთი ცვლილებებში საფრთხეს ვერ ხედავს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კონტენტის ხარისხს დიდ ყურადღებას უთმობს. მათი თქმით გავლენა შინაარსის ხარისხზეა დამოკიდებული.

სხვა თემები